ჰელენ სიმონი ქართველი კინემატოგრაფისტებისთვის მასტერ-კლასს ჩაატარებს

© photo: Sputnik / Artem Zhitenev / გადასვლა მედიაბანკშიკინოფირი
კინოფირი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მასტერ-კლასის დამთავრების შემდეგ ყველა მონაწილისთვის დოკუმენტური ფილმების თრითმენტების (სცენარის დამუშავება) კონკურსი გამოცხადდება. საუკეთესო თრითმენტის ავტორი გერმანიაში გაემგზავრება, სადაც გერმანელ კინოპროდიუსერებს შეხვდება და მათ დაფინანსებისთვის თავის კინოპროექტს შესთავაზებს.

თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. ცნობილი გერმანელი დოკუმენტალისტი ჰელენ სიმონი 2015 წლის 2-6 სექტემბერს ახალგაზრდა ქართველი კინემატოგრაფისტებისთვის მასტერ-კლასს ჩაატარებს. ამის შესახებ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი იუწყება.

 „ვორქშოფის დროს ყურადღება გამახვილდება შემდგ თემებზე: როგორ ვიპოვოთ სწორი კუთხე ჩვენი დოკუმენტური ფილმის იდეისთვის, როგორ უნდა დავწეროთ დოკუმენტური ფილმის თრითმენტი, როგორ უნდა მოვუყვეთ პროექტის შესახებ დამფინანსებელს, როგორ უნდა წარვადგინოთ პროექტი პროფესიონალურად“, — აღნიშნულია ცენტრის განცხადებაში.

მასტერ-კლასის დამთავრების შემდეგ ყველა მონაწილისთვის დოკუმენტური ფილმების  თრითმენტების (სცენარის დამუშავება) კონკურსი გამოცხადდება. საუკეთესო თრითმენტის ავტორი გერმანიაში გაემგზავრება, სადაც გერმანელ კინოპროდიუსერებს შეხვდება და მათ დაფინანსებისთვის თავის კინოპროექტს შესთავაზებს.

მასტერ-კლასზე განაცხადის შეტანა 20-დან 40 წლამდე ასაკის ნებისმიერი გამოცდილების მქონე ნებისმიერ ქართველ კინოდოკუმენტალისტს შეუძლია. ამისთვის საჭიროა რეზიუმეს გაგზავნა და საკუთარი დოკუმენტური პროექტის იდეა.

დაწვრილებითი ინფორმაცია განთავსებულია კინოცენტრის ვებგვერდზე. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2015 წლის 21 აგვისტო.

ჰელენ სიმონი (Helene Simone) 1975 წელს გერმანიაში დაიბადა. ბავშვობა ნიუ-იორკში, პენსილვანიასა და ტეხასში გაატარა. სამშობლოში დაბრუნების მერე ფილოსოფიისა და ლიტერატურის შესწავლა დაიწყო. 2005 წელს დოკუმენტალისტიკამ გაიტაცა და მიუნხენის ტელევიზიისა და კინოს უნივერსიტეტში ჩააბარა. ამავე უნივერსიტეტში 2008 წლიდან ლექცნიების კურსს უძღვება. 2014 წელს დოკუმენტური კინოს IDFA ამსტერდამის ფესტივალზე ჰელენ სიმონის სადიპლომო ნაშრომი No Lullaby („არაიავნანა“) საუკეთესო სტუდენტურ ნამუშევრად დასახელდა. ამჟამად ჰელენ სიმონი თავის ახალ სურათზე „სიცხის დღიური“ მუშაობს. ფილმი ბავშვთა ტრეფიკინგს ეხება.

 


ყველა ახალი ამბავი
0