აგვისტოს თვეში ბასტა და ტატი ბათუმში კონცერტს გამართავენ

© photo: Sputnik / Роман Кульгускин / გადასვლა მედიაბანკშირეპ–მომღერალი ბასტა
რეპ–მომღერალი ბასტა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ღონისძიების ორგანიზატორი კომპანია Global Event–ია. კონცერტზე დასასწრები ბილეთების ფასი 30 ლარია (დაახლოებით 13 აშშ დოლარი).

თბილისი, 27 ივლისი – Sputnik. პოპულარული რუსი რეპ–მომღერალი  ბასტა, ტატისთან ერთად, ბათუმში, 22 აგვისტოს მსმენელის წინაშე წარდგება, ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორების „ფეისბუქის“ გვერდზე.

კონცერტი ბათუმის ახალ ბულვარში, ღია ცის ქვეშ გაიმართება.

ღონისძიების ორგანიზატორი კომპანია Global Event–ია. კონცერტზე დასასწრები ბილეთების ფასი 30 ლარია (დაახლოებით 13 აშშ დოლარი).

პოპულარული რუსი რეპ–მომღერალი, კომპოზიტორი, ტელეწამყვანი, მსახიობი, სცენარისტი, რეჟისორი და პროდიუსერი ბასტა (ვასილი ნაკულენკო) დონის როსტოვში 1980 წლის 20 აპრილს დაიბადა. ბასტა –ჯგუფ „კასტას“ ყოფილი წევრია.

2007 წელს რეპერმა ლეიბლი Gazgolder დააარსა და მისი მფლობელია.

2008 წელს MTV Russia Music Awards–ზე ბასტამ „ ინტერნეტ–სივრციდან საუკეთესო შემსრულებლის“ წოდება მიიღო. 2012 წელს Russian Urban Music Awards–მა  რეპერი „კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის“  დააჯილფოვა. ბასტა 2013 წელს MTV Europe Music Awards–ზე ბასტა საუკეთესო რუს შემსრულებლად აღიარეს.


ყველა ახალი ამბავი
0