18:22 24 თებერვალი 2018
პირდაპირი ეთერი
თბილისი

კულტურის სამინისტრომ საქველმოქმედო ღონისძიებების სია წარმოადგინა

© Sputnik/
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
18 0 0

დედაქალაქის თეატრები საქველმოქმედო სპექტაკლებსა და კონცერტებს გამართავენ.

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული ორგანიზაციები სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებებს გამართავენ. შემოსული თანხები კვირას, 14 ივნისის ღამეს თბილისში მომხდარი წყალდიდლობის შედეგად დაზარალებულთა დახმარებას მოხმარდება.

ამჟამად სამინისტროს და მის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციების თანამშრომლები მოხალისეებად მუშაობენ, დაზარალებულებს პირველადი მოხმარების საგნებით ამარაგებენ და მათთვის ფულად სახსრებს აგროვებენ.

მთელი ზაფხულის განმავლობაში საქართველოს ეროვნული მუზეუმი, მუზეუმების გაერთიანებაში შემავალი ყველა მუზეუმი და სახლ-მუზეუმი, ასევე ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი წყალდიდობისას დაზარალებული ოჯახების ბავშვებს უფასოდ მიიღებეს. ამასთან, მოზარდები მუზეუმების საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროგრამებში უფასოდ ჩაერთვებიან.

ეროვნული მუზეუმის გაერთიანებაში შემავალი საქართველოს ყველა მუზეუმი ერთ დღეში ბილეთების რეალიზაციით მიღებულ მთელ შემოსავალს დაზარალებულთა დახმარების ფონდში გადარიცხავს.

გარდა ამისა, 17 ივნისს ა. გრიბოედოვის სახელობის თბილისის რუსულ დრამატულ თეატრში გაიმართება საქველმოქმედო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტები. შოთა რუსთაველის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება სპექტაკლი ”იულიუს კეისარი”.

რეზო გაბრიაძის მარიონეტების თეატრი 18 ივნისს წარმოადგენს სპექტაკლს ”მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტები”.

ნ. დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრში 20 ივნისს წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი „ჩვენ გველის დიდება“. 

კვირას, 21 ივნისს, 19:00 საათზე მუსიკისა და დრამის თეატრში წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი „გაყრა“, ხოლო ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასი გამართავს საქველმოქმედო სპექტაკლს "ჟიზელი". 

23 ივნისს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში ხარაგაულის ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლის კონცერტი გაიმართება, ხოლო გორის დრამატულ თეატრში წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი "სეილსმენი".

25 ივნისს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში გაიმართება სპექტაკლი „რომეო და ჯულიეტა“. 27 ივნისს თეატრში ათონელზე გაიმართება სპექტაკლი „დილა მშვიდობისა 100 დოლარიანო“.

28 ივნისს თბილისის საკონცერტო დარბაზში გაიმართება ლიზა ბათიაშვილის კონცერტი.  შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად გახსნილ ანგარიშზე; იმავე დღეს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში გაიმართება სპექტაკლი „ბაკულას ღორები“. 

30 ივნისს სამეფო უბნის თეატრი, თემურ ჩხეიძის სახელოსნოსთან თანამშრომლობით, გამართავს სპექტაკლს „სამშობლო“, ხოლო 30 ივნისსა და 1 ივლისს გაიმართება ნატო მეტონიძის კონცერტი. შემოსული თანხის ნაწილი სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად გახსნილ ანგარიშზე გადაირიცხება.


მთავარი თემები