07:24 19 აგვისტო 2017
პირდაპირი ეთერი
ბათუმი

აჭარაში შუასაუკუნეების დროინდელი ღვინის მარანი აღმოაჩინეს

© facebook.com/GaribashviliOfficial.
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
59 0 0

კონკრეტული არქეოლოგიური აღმოჩენა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აჭარას ღვინის წარმოების მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები აქვს.

თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპნისთავის მკვიდრმა ხასან კახიძემ  საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთში მარანი აღმოაჩინა, რომელიც VI-XI საუკუნეებს განეკუთვნება, იუწყება აჭარის ა რ მთავრობის პრეს–სამსახური.

კონკრეტული  აღმოჩენით  დასტურდება, რომ აჭარას ღვინის წარმოების მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები აქვს.

 „ეს უნიკალური აღმოჩენაა. ასეთი არტეფაქტები ამ დრომდე ჩვენ არ გვქონია, მხოლოდ ერთეული შემთხვევები იყო. ეს აღმოჩენა ადასტურებს იმ ფაქტს, რომ აჭარის ტერიტორიიდან ღვინის ექსპორტი ხდებოდა“, –განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ სამშაბათს, როდესაც დაათვალიერა არქეოლოგიური ძეგლი.

ღვინის მარანში  11 ქვევრი იქნა აღმოჩენილი, რომელთა ფორმითაც დასტურდება, რომ ჭურჭელი არის როგორც ქართული, ასევე, სავარაუდოდ ბიზანტიური სტილის.

მთავარი თემები