ნინა სუბლატი ”ევროვიზია-2015”-ის ფინალში 23-ე ნომრით გამოვა

ნინა სუბლატი
ნინა სუბლატი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროვიზიაზე სუბლატი საკუთარი სიმღერით "Warrior" გამოვა

თბილისი, 22 მაისი — Sputnik. ქართველი მომღერალი ნინა სუბლატი სასიმღერო კონკურს ”ევროვიზია-2015”-ის ფინალში 23-ე ნომრით გამოვა. ფინალი ვენაში შაბათს საღამოს გაიმართება.

 სიმღერის ავტორი თავად სუბლატია. კომპოზიციას არანჟირება მოგვიანებით შვედმა კომპოზიტორმა ტომას ჯეისონმა (Thomas G:son) გაუკეთა. სუბლატის საკონცერტო კოსტიუმზე ქართველი დიზაინერი ქეთი ჩხიკვაძე მუშაობდა.

 ევროვიზიის ფინალში 27 ქვეყნის წარმომადგენელი გავიდა. 

 პირველი სცენაზე გავა შემსრულებელი სლოვენიიდან. შემდეგ გამოვლენ საფრანგეთის, ისრაელის, ესტონეთის, დიდი ბრიტანეთის, სომხეთის, ლიტვის, სერბეთის, ნორვეგიის, შვედეთის, კვიპროსის, ავსტრალიის, ბელგიის, ავსტრიის, საბერძნეთის, ჩერნოგორიის, გერმანიის, პოლონეთის, ლატვიის, რუმინეთის, ესპანეთის, უნგრეთის, საქართველოს, აზერბაიჯანის, რუსეთის, ალბანეთის და იტალიის წარმომადგენლები, იუწყება ევროვიზიის ოფიციალური ვებ-გვერდი.

 ტრადიციულად, ფინალში ავტომატურად გადავიდნენ ავსტრია (მასპინძელი ქვეყანა), ”დიდი ხუთეულის” ქვეყნები (დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ესპანეთი, საფრანგეთი, იტალია). ევროვიზიაში წელს პირველად მიიღებს მონაწილეობას ავსტრალია. 

ყველა ახალი ამბავი
0