მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

აივაზოვსკის სურათი Christie's ”რუსული” ვაჭრობის მთავარი ლოტი გახდება

© photo: Sputnik / Владимир Астапкович / გადასვლა მედიაბანკშიაივაზოვსკი
აივაზოვსკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნიკო ფიროსმანის ნახატი „არსენალის მთა ღამით” 800 ათასი-1,2 მილიონ ფუნტ სტერლინგად არის შეფასებული. თავის დროზე ეს ნახატი, რომელიც ფიროსმანისთვის პეიზაჟური ფერწერის იშვიათ და მხატვრის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნახატს წარმოადგენს, ლუი არაგონს ეკუთვნოდა.

თბილისი, 19 მაისი — Sputnik. ივან აივაზოვსკის ნახატი ”ამერიკული გემი გიბრალტარის  კლდესთან” Christie's ”რუსული” ვაჭრობის მთავარი ლოტი გახდება. ვაჭრობა 1 ივნისს ლონდონში გაიმართება. ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო ”რია ნოვოსტი” იუწყება.

”1873 წლით დათარიღებული სამუზეუმო დონის ეს ნამუშევარი პირველად Christie's-ზე 2007 წელს გაიყიდა და მხატვრის ქმნილებებზე ფასის რეკორდი 2,7 მილიონი ფუნტი სტერლინგის დონეზე დაამყარა, რაც ხუთ წელს გაგრძელდა”, — განაცხადა აუქციონის სახლის Christie's წარმომადგენელმა.

ამჟამინდელ ვაჭრობაზე სურათი 2-2,5 მილიონ ფუნტ სტერლინგად არის შეფასებული.

მნიშვნელოვანი ლოტი ნიკოლაი რერიხის ”თეთრი და ზეციური” და ”ჰესერ-ხანის რაზმი” იქნება. თითოეულის ღირებულება  500-700 ათასი ფუნტი სტერლინგით არის შეფასებული. სურათები გასაყიდად ნიკოლაი რერიხის  ნიუ-იორკის მუზეუმმა გამოფინა. შემოსული თანხა მუზეუმის კოლექციის შევსებას მოხმარდება. ”თეთრი და ზეციური” იმით არის საყურადღებო, რომ ბაზარზე ერთადერთია სერია ”მისი ქვეყნის” 12 ნამუშევრიდან გატანილი. სერიის ყველა დანარჩენი ნამუშევარი სხვადასხვა მუზეუმშია გამოფენილი. 

ნიკო ფიროსმანის ტილო  „არსენალის  მთა ღამით” 800 ათას-1,2 მილიონ ფუნტ სტერლინგად არის შეფასებული. თავის დროზე  ეს ნახატი, რომელიც ფიროსმანისთვის იშვიათი პეიზაჟური ფერწერის და მხატვრის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნახატს წარმოადგენს, ლუი არაგონს ეკუთვნოდა.

მნიშვნელოვანი ლოტი გახდება ილია მაშკოვის ”ყვავილების ბუკეტი ვაზაში ზღვის ფონზე”, რომელიც 400-600 ათას ფუნტ სტერლინგადაა შეფასებული. სურათის მეორე მხარეს დაუმთავრებელი ნატურმორტია თევზით, რომლის დასრულებული ვერსიის ნახვა ულიანოვსკის საოლქო სამხატვრო მუზეუმშია შესაძლებელი.

ფერწერული ნამუშევრების გარდა, Christie's კოლექციონერების ყურადღებას ასევე დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების 165 ნიმუშით მიაპყრობს. ამ სექციაში მთავარი ლოტი, სავარაუდოდ, მაგიდის საათი იქნება, რომელიც დამშვენებულია მინანქრით, მარგალიტით და ორი ფერის ოქროთი. 80-120 ათას ფუნტ სტერლინგად შეფასებული საათი აუქციონზე არასდროს გაყიდულა. ის 1900-იანი წლების დასაწყისიდან იტალიელი კერძო კოლექციონერის მფლობელობაში იყო.

აუქციონის სახლი, ტრადიციისამებრ, დაინტერესებულ პირებს რუსული და საბჭოთა ფაიფურის კოლექციასაც შესთავაზებს, რომელშიც 1937-38 წლებში ივან პაპანინის პოლარული ექსპედიციისადმი მიძღვნილი კომპოზიციაც შედის და შეფასებულია 40-60 ათას ფუნტ სტერლინგად.


ყველა ახალი ამბავი
0