მარჯანიშვილის თეატრში ახალი, 83-ე სეზონი იხსნება

გამოწერა
სამშაბათს, 19 ოქტომბერს კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრი თავის 83-ე სეზონს რეჟისორ ლევან წულაძის სპექტაკლით ”ქაქუცა ჩოლოყაშვილი” ხსნის.

თბილისი, 19 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ციცია მამულაშვილი. სამშაბათს, 19 ოქტომბერს კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრი თავის 83-ე სეზონს რეჟისორ ლევან წულაძის სპექტაკლით ”ქაქუცა ჩოლოყაშვილი” ხსნის, განუცხადეს ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს თეატრის ადმინისტრაციაში.

ამავე დღეს მცირე დარბაზში გაიმართება ირლანდიელი დრამატურგის ბრაიან ფრილის მიხედვით შექმნილი სპექტაკლის ”მოლი სუინის” - ”ბრმა მხედველის” პრემიერა, რომელიც ტოვსტონოგოვის სახელობის დიდი დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა თემურ ჩხეიძემ დადგა. მთავარ როლებში არიან ალეკო მახარობლიშვილი, გოგა პიპინაშვილი და ნანი ჩიქვინიძე.

ამავდროულად, თეატრალური დასის ნაწილი გასტროლებზე იმყოფება სეულში, მეხუთე საერთაშორისო თეატრალურ ოლიმპიადაზე, სადაც თეატრალურ სარდაფთან ერთობლივად დადგმულ ”ფაუსტს” წარმოადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0