ბათუმში მართლმადიდებლური ფილმების მეხუთე ფესტივალი გაიხსნა

გამოწერა
ბათუმში მართლმადიდებლური ფილმების მეხუთე საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა, იუწყება სამშაბათს აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი.

თბილისი, 19 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ეკა ჯავახია. ბათუმში მართლმადიდებლური ფილმების მეხუთე საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა, იუწყება სამშაბათს აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი.

მართლმადიდებლური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის კურთხევით უკვე მეხუთედ ტარდება.

”წელს სიახლეა ის, რომ ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება სტუდენტური ფილმების სექცია. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ექვსი ქვეყნის წარმომადგენლები. კონკურსზე საკუთარ ფილმებს წარმოადგენენ რეჟისორები უნგრეთიდან, ბელორუსიიდან, უკრაინიდან, აშშ-იდან. 38 ფილმი ეძღვნება სასულიერო თემატიკას”, - აღნიშნულია დეპარტამენტის განცხადებაში.

ხუთი წევრისგან შემდგარი სპეციალური ჟიური კონკურსანტების ნამუშევრებს შეაფასებს. სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები ფესტივალის მთავარ პრიზს - ”წმინდა ანდრიას ჯვარს” ფესტივალის დახურვის დღეს - 22 ოქტომბერს მიიღებენ. 

ყველა ახალი ამბავი
0