03:40 24 ოქტომბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1063
  • 100 RUB4.1425
  • USD2.7082
გიორგი კვირიკაშვილი

საქართველოს პრემიერ–მინისტრი მთიან ყარაბაღში სიტუაციის ესკალაციით შეშფოთებულია

© photo: Sputnik /
კონფლიქტები
მოკლე ბმულის მიღება
მთიან ყარაბაღში სიტუაცია გამწვავდა (24)
2101

ყარაბაღში შექმნილი ვითარება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის წევრებთან განიხილა და იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო ძალისხმევით შესაძლებელი იქნება კონფლიქტის დეესკალაცია.

თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთიან ყარაბაღში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ძალოვან მინისტრებს და  საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეებს შეხვდა, ამ ინფორმაციას პრემიერის პრეს–სამსახური ავრცელებს.

პრემიერ-მინისტრმა ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებისგან მოისმინა ყველა ინფორმაცია, რაც მთიან ყარაბაღში არსებულ ვითარებას უკავშირდება.

გიორგი კვირიკაშვილმა შეშფოთება გამოთქვა მთიან ყარაბარღში სიტუაციის ესკალაციისა და საბრძოლო მოქმედებების განახლების გამო, რასაც მოჰყვა მსხვერპლი, მათ შორის მშვიდობიან მოსახლეობაში. 

პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევით, შესაძლებელი იქნება სიტუაციის დეესკალაცია, რაც მნიშვნელოვანია მთელ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

თემები:
მთიან ყარაბაღში სიტუაცია გამწვავდა (24)

მთავარი თემები