პარლამენტში ცხივნალის რეგიონის "საზღვართან" დაკავშირებით რეზოლუციას განიხილავენ

© facebook.com/Margvelashviliსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ნაციონალური მოძრაობის“ ტექსტის თანახმად, რუსი სამხედროები საქართველოს სიღრმეში გადაადგილდნენ. „ქართული ოცნება“ კი რეზოლუციის ტექსტში საუბრობს რუსეთის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებზე, რომელმაც საქართველოსთან გამყოფ ხაზზე კიდევ ერთი მონაკვეთი მონიშნა.

თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტში სამშაბათს დაიწყეს საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის მიერ  ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვართან შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით მომზადებული რეზოლუციის პროექტების განხილვა. 

 სიტუაცია ცხინვალის რეგიონის (სამხრეთ ოსეთი) ადმინისტრაციულ საზღვართან მას შემდეგ დაიძაბა, რაც 10 ივლისს გორის რაიონის სოფლებთან გაჩნდა ბანერები წარწერით „სამხრეთ ოსეთი“. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ახსნეს, ბანერები რუსმა სამხედროებმა დაამონტაჟეს. 

 რეზოლუციის პროექტები მმართველმა კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ და ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოამზადეს. 

 „ნაციონალური მოძრაობის“ მომზადებული პროექტის თანახმად, რუსი სამხედროები საქართველოს სიღრმეში გადაადგილდნენ. „ქართული ოცნება“ კი რეზოლუციის ტექსტში საუბრობს რუსეთის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებზე, რომელმაც საქართველოსთან გამყოფ ხაზზე კიდევ ერთი მონაკვეთი მონიშნა.

 "ნაციონალურ მოძრაობა" მოითხოვს საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან სანქციების შემოღებას რუსეთის წინააღმდეგ. იგი ასევე მოითხოვს აბაშიძე-კარასინის ჟენევის შეხვედრების ფორმატის გაუქმებას. 

 „ქართული ოცნება“ საჭიროდ თვლის საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობას, „საზღვრისპირა" სოფლების მცხოვრებლების დახმარებას და კონფლიქტის გადაწყვეტის სტრატეგიის შემუშავებას. 

 ამასთან, ორივე მხარე აუცილებლად მიიჩნევს საქონელბრუნვის მონიტორინგს საქართველო–რუსეთის საზღვართან, ისე როგორც ამას 2011 წლის შეთანხმება ითვალისწინებს. 

 რეზოლუციის პროექტს დეპუტატები რამდენიმე კომიტეტის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0