ბურჯანაძის პარტია სოფელ პერევიდან რუსული ჯარის გაყვანას მიესალმება

გამოწერა
საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ნინო ბრჯანაძის პარტია ”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო” რუსეთის გადაწყვეტილებას სოფელ პერევიდან საკუთარი მესაზღვრეების გაყვანის შესახებ მიესალმება.

 

თბილისი, 18 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ეკა ჯავახია. საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ნინო ბრჯანაძის პარტია ”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო” რუსეთის გადაწყვეტილებას სოფელ პერევიდან საკუთარი მესაზღვრეების გაყვანის შესახებ მიესალმება, აღნიშნულია ორშაბათს პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

”დემოკრატიული მოძრაობა“  მივესალმებით რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებულ ამ განცხადებას და მას პოზიტიურ ნაბიჯად ვაფასებთ.  ჩვენთვის მოულოდნელი არ ყოფილა რუსეთის მხრიდან მსგავსი პოზიტიური ნაბიჯი. ვიმედოვნებთ, რომ პერევიდან ჯარების გაყვანა არის დასაწყისი და ამას რუსეთის მხრიდან  სხვა პოზიტიური ნაბიჯებიც მოჰყვება, როგორც ამ, ასევე, სხვა მიმართულებებით, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქართული-რუსული ურთიერთობების ნორმალიზებას”, - განაცხადა პარტიის გენერალურმა მდივანმა, საქართველოს პარლამენტის ყოფიოლმა ვიცე-სპიკერმა ვახტანგ ყოლბაიამ.

”ასევე, ვაფრთხილებთ საქართველოს ხელისუფლებას, თავი შეიკავოს მიზანმიმართული მაპროვოცირებელი ქმედებებისა და განცხადებებისგან, რადგან არ განმეორდეს იგივე, რაც მოხდა 2008 წლის დეკემბერში, როცა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დამსახურებით, რუსეთმა პერევიდან ჯარი გაიყვანა, ხოლო შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა თავისი მუქარითა და გულზე მჯიღის ცემით რუსეთს ნახევარ საათში ჯარი უკან დააბრუნებინა“, - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

 

ყველა ახალი ამბავი
0