პუტინმა დაცვის ფედერალურ სამსახურს სოხუმთან რუსეთის საკუთრებაში რიგი ობიექტების გადაცემის შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერა დაავალა

Премьер-министр России Владимир Путин - Sputnik საქართველო
გამოწერა
პუტინმა დაცვის ფედერალურ სამსახურს და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სოხუმთან რუსეთის საკუთრებაში რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული რიგი ობიექტების გადაცემის შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერა დაავალა.

თბილისი, 5 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”. რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარემ ვლადიმირ პუტინმა დაცვის ფედერალურ სამსახურს და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სოხუმთან რუსეთის საკუთრებაში რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული რიგი ობიექტების გადაცემის შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერა დაავალა.

შეთანხმების პროექტში მითითებულია კომპლექსები ”ტატრა” გაგრაში, ”მიუსერა” გუდაუთის რაიონის დასახლება მიუსერაში და ”ბიჭვინთა” ამავე დასახელების ქალაქში. ეს ობიექტები მოიცავს მოძრავ და უძრავ ქონებას მიწის ნაკვეთების გამოკლებით, იუწყება სამშაბათს რუსული საინფორმაციო სააგენტო ”რია ნოვოსტი”.

”დაევალოს რუსეთის დაცვის ფედერალურ სამსახურს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად აწარმოოს მოლაპარაკებები აფხაზურ მხარესთან და შეთანხმების მიღწევით რუსეთის ფედერაციის მთავრობის სახელით ხელი მოეწეროს მითითებულ შეთანხმებას”, - აღნიშნულია 24 სექტემბერის რუსეთის ფედერაციის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებაში.

მიწის ნაკვეთების მიღებას, რომლებზეც ობიექტებია განთავსებული, რუსული მხარე იჯარის პირობებით ვარაუდობს 49 წლის ვადით, წელიწადში თითოეულ უბანზე ერთი რუბლის ოდენობის გადახდით. რუსეთი ვარაუდობს, რომ მიიღებს უფლებას, ამ მიწებზე ”განახორციელოს კაპიტალური მშენებლობა”. ობიექტების გამოყენებას რუსული მხარე ”სახელმწიფო ღონისძიებების ჩატარებისთვის” გეგმავს, ”რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფო დაცვას დაქვემდებარებული პირები”, ასევე რუსეთი აპირების ამ ობიექტების გამოყენებას გამაჯანსაღებელი დასვენებისთვის.

მანამდე რუსეთის მთავრობამ მოიწონა ცხინვალთან შეთანხმების პროექტი წარმომადგენლობების განთავსების პირობების შესახებ, ასევე დაავალა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოლაპარაკებები და შეთანხმების მიღწევისას ამ დოკუმენტზე ხელმოწერა.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ცალმხრივი წესით აღიარა. თბილისმა საპასუხოდ მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა და კონფლიქტის ზონები ოკუპირებულ ტერიტორიებად გამოაცხადა. რუსეთის კვალდაკვალ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა მხოლოდ სამმა სახელმწიფომ - ნაურუმ, ნიკარაგუამ და ვენესუელამ.

პუტინის ბოლო განკარგულების თაობაზე ოფიციალურ თბილისს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

ყველა ახალი ამბავი
0