საქართველო აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეებისთვის ქონების დაკანონებას შეეწინააღმდეგება - საგარეო საქმეთა სამინისტრო

გამოწერა
საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების ქონების დაკანონების თავიდან აცილებისთვის ყველა აუცილებელ პოლიტიკურ და სამართლებრივ ზომას მიმართავს, განაცხადა კალანდაძემ.

თბილისი, 27 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ციცია მამულაშვილი. საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების ქონების დაკანონების თავიდან აცილებისთვის ყველა აუცილებელ პოლიტიკურ და სამართლებრივ ზომას მიმართავს, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ ორშაბათს ბრიფინგზე რუსული მასმედიის მიერ გავრცელებული განცხადებების კომენტარისას, სადაც აღნიშნულია აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის მიერ კომისიის შექმნის თაობაზე, რომელიც  აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების ქონებრივი უფლებების გადაჭრისას კანონიერებას უზრუნველყოფს. 

”მსგავსი ქმედებები უკანონო და არალეგიტიმურია. ის წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო სამართალთან და იმ ფასეულობებთან, რომლებიც თავის დროზე რუსეთმა სცნო”, - განაცხადა კალანდაძემ.

”გარდა იმისა, რომ რუსეთის ამჟამინდელ ხელისუფლებას სურვილი არა აქვს, როდესმე შეასრულოს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, აქ არის კიდევ დარღვევები, რომლებსაც ჩვენ განვიხილავთ, როგორც უშუალო საფრთხეს - ქონების უკანონო დაკანონება, რაც მომავალში, შეიძლება, პრობლემა გახდეს”, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, ”საქართველო მსგავსი ქმედებების თავიდან ასაცილებლად პოლიტიკურ გზებს და სამართლებრივ ზომებს იყენებს”. 

ყველა ახალი ამბავი
0