01:45 29 აპრილი 2017
პირდაპირი ეთერი
наблюдатели Евросоюза, МНЕС EUMM

დაინიშნა ევროპული სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანლის ახალი მოადგილე - ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია

NEWSGEORGIA, Александр Имедашвили
კონფლიქტები
მოკლე ბმულის მიღება
0 0 0

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს ჰანსიორგ ჰაბერს ახალი მოადგილე - იუსი სარესალო (Jussi Saressalo) ჰყავს.

თბილისი, 20 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ციცია მამულაშვილი. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს ჰანსიორგ ჰაბერს ახალი მოადგილე - იუსი სარესალო (Jussi Saressalo) ჰყავს, განუცხადეს ”ახალი ამბები - საქართველოს” ორშაბათს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრეს-სამსახურში.

ამ თანამდებობაზე იუსი სარესალომ გენერალი ჟილია ჟანვიე შეცვალა, რომელიც მისიაში ორი წელი მუშაობდა. სარესალო თავისი მოვალეობის შესრულებას გასულ კვირაში უკვე შეუდგა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ჰანსიორგ ჰაბერი სარესალოს თავისი ახალი მოადგილის რანგში მიესალმება და ჟანევიეს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობაში შეტანილი წვლილისთვის მადლობას უხდის, განაცხადეს მისიაში.

”მადლობას ვუხდი გენერალ ჟანევიეს მისიის მუშაობაში შეტანილი ფასეული და მნიშვნელოვანი წვლილისთვის. ამავე დროს, მივესალმები პოლკოვნიკ სარესალოს ჩამოსვლას და დარწმუნებული ვარ, რომ ერთად კარგად ვიმუშავებთ მისიის მანდატის წარმატებით განხორციელებისთვის”, - განაცხადა ჰაბერმა.

როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში განაცხადეს, იუსი სარესალო ფინეთის სამხედრო აკადემიის კურსდამთავრებულია, არის პოლკოვნიკი (გადამდგარი).

 

მთავარი თემები