საქართველოს მთავრობამ კორძაიას გათავისუფლებაში გაწეული დახმარებისთვის ევროკავშირს მადლობა გადაუხადა.

გამოწერა
საქართველოს მთავრობა მადლობას უხდის ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნების აფხაზეთის ციხიდან ქართული ბატალიონის ყოფილი უფროსის მალხაზ კორძაიას გათავისუფლების გამო, განუცხადეს ”ახალი ამბები - საქართველოს” რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში.

 

Гальский район, Абхазия, Грузия

თბილისი, 10 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ანა თუთბერიძე. საქართველოს მთავრობა მადლობას უხდის ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნების აფხაზეთის ციხიდან ქართული ბატალიონის ყოფილი უფროსის მალხაზ კორძაიას გათავისუფლების გამო, განუცხადეს ”ახალი ამბები - საქართველოს” რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში.

კორძაია თითქმის ერთი წელი დრანდის საპყრობილეში, აფხაზების ტყვედ იმყოფებოდა. ხუთშაბათს თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სამართალდამცავმა ორგანოებმა კორძაია სოხუმში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგჰენელს პიტერ სემნების გადასცეს.

”საქართველოს მთავრობა მადლობას უხდის გაწეული დახმარებისთვის ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში ბატონ პიტერ სემნებს და პროცესში ჩართულ ყველა მონაწილე პირს”, - აღნიშნულია სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადებაში.

აპარატი ასევე აღნიშნავს, რომ ”საქართველოს მთავრობა მზადაა, კონსტრუქციულად  განიხილოს და გადაჭრას ჰუმანიტარული ტიპის ყველა კონკრეტული საკითხი”.

კორძაიას 2009 წლის თებერვალში აფხაზეთში იარაღის უკანონო შენახვის გამო 5 წელი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ის წელიწადნახევარი იხდიდა სასჯელს. მას ბრალად ედებოდა ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონო შეძენა, შენახვა, ასევე ნარკოტიკების შენახვა განსაკუთრებით დიდი რაოდენობით.

კორძაია აფხაზეთის ციხეში ”იარაღის და ნარკოტიკების შენახვის გამოგონებული ბრალდებით” იმყოფებოდა, აღნიშნავს საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

ქართული მასმედიის ინფორმაციით, გათავისუფლებული უკვე თბილისში, საკუთარ ოჯახში იმყოფება.

”მიხარია, რომ ეს გათავისუფლება შედგა. ჩვენთან (ევროკავშირში) საქართველოს ხელისუფლებისგან აფხაზეთში დაკავებული ზოგიერთი მოქალაქის გათავისუფლების შესახებ თხოვნა ერთი წლის წინ შემოვიდა”, - განუცხადა ჟურნალისტებს სემნებიმ. მან იმედი გამოთქვა, რომ აფხაზეთის ხელისუფლება ქართულ მხარეს კიდევ ერთ მოქალაქეს გადასცემს, რომელიც პატიმრობაში იმყოფება.

”მე ამას კეთილი ნების აქტს ვუწოდებ. ვფიქრობ, ეს ხელს შეუწყობს ნდობის ამაღლებას და იმედი მაქვს, ასეთი აქტები კიდევ იქნება”, - მიიჩნევს ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი.

ყველა ახალი ამბავი
0