თბილისური ისტორიები: ნამდვილი ამბები ქალაქის ცხოვრებიდან

© photo: courtesy of Levan Avlabreliფოტოკოლაჟი: ტფილისი - თბილისი
ფოტოკოლაჟი: ტფილისი - თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 25.06.2021
გამოწერა
თბილისი ძალიან, ძალიან მდიდარია ერთმანეთზე საინტერესო ადამიანური ისტორიებითა და უცნაური ამბებით, თავგადასავლებითა და სახალისო შემთხვევებით...

ამ ისტორიებიდან ბევრი თავის დროზევე გახმაურდა და მთელი ქვეყნის სალაპარაკოდ იქცა, ზოგი კი შეიძლება ბევრმა არც იცოდეს. 

ქვემოთ რამდენიმე ამბავს გთავაზობთ – ნამდვილ ამბებს. 

*** 

კადრი ფილმიდან ალი და ნინო - Sputnik საქართველო, 1920, 18.06.2021
ერთი სიყვარულის ისტორია: ვინ იყვნენ „ალი და ნინოს“ რეალური პროტოტიპები

თბილისელი მილიონერი მელიქ აზარიანცი დიდი წუწურაქი ადამიანი ყოფილა. ის მუდამ კონკით დადიოდა, რომლით მგზავრობა სულ 3 კაპიკი ღირდა. მიუახლოვდებოდა თუ არა ქარვასლას, აზარიანცი ვატმანს თურმე ასმანეთიანს გადააწოდებდა ხოლმე. მაგის ხურდა არ მაქვსო, პასუხობდა ის და აზარიანციც ფულს მაშინვე ისევ ჯიბისკენ გააქანებდა.

ასე გრძელდებოდა თვეობით.

ბოლოს თავგაბეზრებულმა კონკის პატრონებმა ხურდა ფული შეაგროვეს, დიდ ტომარაში ჩაყარეს და იმ კონკის ვატმანს მისცეს, რომლითაც მილიონერი მგზავრობდა. და როდესაც ჩასვლისას მელიქ აზარიანცს ვატმანისთვის ჩვეულებისამებრ მიუწოდებია ასმანეთიანი, იმას უსიტყოდ გამოურთმევია და მის წინ დიდი ტომარა ჩამოუდგამს.

ეს რა არისო?! უკითხავს მილიონერს. თქვენი ხურდაა, 99 მანეთი და 97 კაპიკიო, მიუგია ვატმანს და გაშორებია.

***

წიგნები კალათში - Sputnik საქართველო, 1920, 14.06.2021
„ბლატიანი“, „შარლატანი“ და სხვა: სიტყვათა მნიშვნელობა და წარმოშობის ისტორია

XVIII საუკუნის თბილისის პირველი საზანდარი თათარი ალავერდა ყოფილა, რომელიც ახალგაზრდობიდან მეფე ერეკლესთან ერთად იბრძოდა აზატ-ხანის წინააღმდეგ. როგორც მემატიანე მოგვითხრობს: „ყოველსა ჟამსა მოქმედებისასა ალავერდა მოუშორებლად იმყოფებოდა მეფე ირაკლისთან და მხნედ იბრძოდა“.

ალავერდას მეფე ერეკლეს დასაფლავების ცერემონიაშიც მიუღია მონაწილეობა და, უფრო მეტიც, საკუთარი ხელით გამოუთლია მისთვის სასახლე.

შავწვერა საზანდარი შეხედულებით მეტად წარმოსადეგი და ლამაზი მამაკაცი ყოფილა. ამიტომაც მეტად შეჰყვარებია მარიამ ბატონიშვილის ქალს ანასტასიას, რომელსაც მანამდე პეტერბურგში საქმრო ზაზა ანდრონიკოვი დაჰღუპვოდა − საბანაოდ წასული დამხრჩვალა.

ანასტასია თურმე ძალზე განიცდიდა დანიშნულის სიკვდილს. ამიტომ გულის გადასაყოლებლად ალავერდა საზანდარი მიუყვანიათ. ფიქრობდნენ, მისი სიმღერები თუ მოიყვანს ხასიათზეო. ანასტასიას კი მომღერალი შეჰყვარებია და არც საზანდარი დარჩენილა მის მიმართ გულგრილი. ამდგარა და ქალი მოუტაცებია, თავის სახლში წაუყვანია. მაგრამ კათალიკოსმა უკან წამოიყვანა ანასტასია, საზანდარს კი დევნა დაუწყეს. ალავერდასაც სახლი მიუტოვებია და გოგილას აბანოსთან არსებულ გამოქვაბულში გადასულა.

ვარსკვლავებიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 28.05.2021
„უბედურ ვარსკვლავზე დაბადებული“ ცნობილი ადამიანები: საინტერესო ფაქტები

იქ აკვნესებდა თავის სალამურს და მთელი ქალაქი მოდიოდა თურმე მისი აზანისა (ლოცვის) და სიმღერების მოსასმენად...

ამბობენ, ანასტასია რომ მოკვდა, ალავერდამ სალამური გატეხაო. მას მერე კიდევ დიდხანს იცოცხლა ალავერდამ, თუმცა ცოლი აღარ შეურთავს...

***

თავის დროზე თბილისში სტუმრად იმყოფებოდა ჩეხოსლოვაკიის კულტურის მინისტრი, რომელსაც კინოსტუდია „ქართული ფილმის“ დათვალიერება მოუწადინებია.

საპატიო სტუმრის მოლოდინში მთელი კინოსტუდია ფეხზე დადგა. ხელმძღვანელობამ ტერიტორია საგანგებოდ დაასუფთავა, განსაკუთრებით, ანტისანიტარიის ბუდედ ქცეული ტუალეტი. უფრო მეტიც, საპირფარეშოს ერთი დღით მცველიც კი მიუჩინეს და დაავალეს, რომ კაციშვილი არ შეეშვა ტუალეტში. ისიც პატიოსნად ასრულებდა დავალებას და კაციშვილს არ აჭაჭანებდა ახლო-მახლო. მაგრამ რაღაც მომენტში ყურადღება ოდნავ მოუდუნებია და ტუალეტში ვიღაცას შეუსწრია. საპირფარეშოს მცველი არ დაბნეულა, კარი გაუღია და დაუკითხავად შეჭრილი კაცი სულ პანჩურის კვრითა და დედის გინებით გამოუგდია იქიდან.

მერეღა გაირკვა, რომ „ყოჩაღ დაცვას“ საპირფარეშოდან კინწისკვრით თვით ჩეხოსლოვაკიის კულტურის მინისტრი გამოუძევებია...

კონიაკი - Sputnik საქართველო, 1920, 22.05.2021
კონიაკის აბაზანა: ამბავი „ველური“ ქართველი თავადისა და კუდაბზიკა ფრანგებისა

***

თბილისის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიცია ოთარ ტყეშელაშვილის ხელმძღვანელობით 50-იანი წლების პირველ ნახევარში სადაზვერვო არქეოლოგიურ სამუშაოებს აწარმოებდა თბილისის მიდამოებში. ექსპედიციამ მიაკვლია ძველი მატერიალური კულტურის ძეგლებს, რომელთა შორის განსაკუთრებულ  ყურადღებას იპყრობდა სოფელ დიღმისკენ მიმავალი შარაგზის მახლობლად მდებარე გორაკი „ნატბეების გორა“.

თუმცა ამ აღმოჩენაში არქეოლოგებზე არანაკლები დამსახურება ჰქონდა... მელიას, რომელსაც გორაკის ფერდობზე სოროები გაეთხარა და მიწასთან ერთად იქიდან ბრინჯაოს ხანისა და ადრეული რკინის ხანის თიხის ჭურჭლის ნატეხები ამოეყარა, რითიც თავისდაუნებურად მეტად საინტერესო ძეგლი აღმოაჩინა.

***

ერთხელ ლეგენდარული მოჭიდავის, ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონ გივი კარტოზიას სახლში ქურდი შეიპარა. დამნაშავე გამოუცდელი ყოფილა და მილიციას მისი აყვანა არ გასჭირვებია. ბატონ გივის დაურეკეს, აუხსნეს, რაც მოხდა და განყოფილებაში მისვლა სთხოვეს.

მილიციის შენობაში მისულ ფალავანს, ხელიდან წასული კრიმინალის ნაცვლად, შეშინებული პატარა ბიჭი რომ დახვედრია, უკითხავს – თუ რამე გიჭირდა, სახლში რომ ვიყავი, მაშინ რატომ არ მოხვედიო.

ძველი წიგნი - Sputnik საქართველო, 1920, 25.04.2021
ამბავი როსკიპებისთვის დადგმული ძეგლებისა: ხაზინის ქურდები - წარსულიდან აწმყომდე

− დედა მყავს ძალიან ცუდად და წამლის ფული არ მაქვს, − ატირებულა ყმაწვილი. − არც კი ვიცოდი, ვის სახლში შევიპარეო.

და გივი კარტოზიამ ქურდი მილიციის განყოფილებიდან გამოიყვანა, მერე მისი ავადმყოფი დედა მოინახულა, ქალბატონის სასთუმალთან სამკურნალო ფულიც დატოვა და, საერთოდაც, იმ დღის შემდეგ იმ ყმაწვილისთვის მზრუნველობა არ მოუკლია − მუშაობაც დააწყებინა და ცხოვრებაშიც გზა გაუკვალა.

***

დიდებულ მსახიობებს ფრუნზიკ მკრტჩიანსა და ბუბა კიკაბიძეს აღიარება მანამდედაც არ აკლდათ, მაგრამ ფილმ „მიმინოს“ შემდეგ მათზე პოპულარული მსახიობები მთელ მაშინდელ საბჭოთა კავშირში ძნელად თუ მოიძებნებოდა.

ერთხელაც ბუბა კიკაბიძემ ფრუნზიკ მკრტჩიანი თბილისში მოიწვია. ისიც ერევნიდან თავისი მანქანით წამოსულა და როგორც კი თბილისში შემოსულა, მაშინვე უმიზეზოდ გაუჩერებიათ ავტოინსპექტორებს.

ყველაფერი წესრიგში მაქვსო, უჩვენებია საბუთები მსახიობს. არა, ჩვენ უნდა წამოგვყვე, სერიოზული დარღვევა გააკეთეთო, გაჯიუტებულან ინსპექტორები. მაშინ მკრტჩიანს თავისი სახელის გამოყენება უცდია და უკითხავს:

სამეფო გვირგვინი - Sputnik საქართველო, 1920, 12.03.2021
ამბავი ქართველი პრინცისა, რომელიც კინაღამ ბულგარეთის მეფე გახდა

− მე ვერ მიცანით?

− პირველად გხედავთ, − უთხრეს.

− ვაჰ! მე ფრუნზიკა ვარ, თქვენი კიკაბიძის მეგობარი!

− კიკაბიძე ვინ არის?..

მოკლედ, მილიციელებმა ფრუნზიკა თავიანთ მანქანაში გადასვეს და წაიყვანეს, მაგრამ სად, სტუმარს არ გაუმხილეს. ბოლოს მიადგნენ ერთ სახლს, კარი გააღეს, შევიდნენ და ფრუნზიკა გაოცებისგან გაშეშდა − ოთახში დიდი სუფრა იყო გაშლილი, მის თავში კი ბუბა იჯდა.

− ოჰ, ბუბა, შენ რა გითხარი! − ძლივს გაუღიმია მკრტჩიანს, რომელსაც გზაში ოხვრა-მოთქმა არ შეუწყვეტია. − იცოდე, ჩემთან რომ ჩამოხვალ, კაცი არ ვიყო, ერევნის შესასვლელში „კაგებე“ თუ არ დაგახვედროო...

ყველა ახალი ამბავი
0