პირველი ავტომობილი საქართველოში, „ვეფხისტყაოსანი“ კოსმოსში და სხვა საინტერესო ამბები

© Pixabay / PublicDomainPicturesწიგნები
წიგნები - Sputnik საქართველო, 1920, 15.05.2021
გამოწერა
საქართველოს უმდიდრეს და უძველეს ისტორიაში მრავლადაა საინტერესო ფაქტები, რომელთა შესახებ შესაძლოა ბევრს არც სმენია. ქვემოთ რამდენიმე მათგანს გაგაცნობთ.

***

ძველ კოლხეთში არქეოლოგებმა იპოვეს „ბალზამარიები“ - საგანგებო ჭურჭლები, სადაც არომატულ ბალზამებს ინახავდნენ. ყველას, განსაკუთრებით დიდებულებს, თავისი ჭურჭელი ჰქონდა, რომელსაც სიკვდილის შემდგომ სამარეში ატანდნენ.

*** 

ძველი წიგნი - Sputnik საქართველო, 1920, 15.11.2020
კახელი თავადის სხარტი პასუხი იმპერატორს, სამყურა ბალახის ძალა და სხვა საინტერესო ფაქტები

გალაკტიონ ტაბიძის მუზა, მერი შერვაშიძე, 1921 წელს სტამბოლში გამართული სილამაზის მსოფლიო კონკურსის გამარჯვებული გახდა.

***

აქტრისა მარგარიტას, ანუ მარგარეტ დე სევრის პორტრეტი, ფიროსმანმა დახატა არა ნატურიდან, არამედ აფიშიდან.

***

XVI−XVII საუკუნეთა მიჯნაზე, როდესაც საქართველო დაქუცმაცდა და დასუსტდა, ჩვენს ქვეყანას ჩრდილოეთიდან ახალი დამპრობლები მოევლინნენ. ჩერქეზ-ადიღეველთა წინაპრებმა აფხაზეთის მიწა-წყალი მიიტაცეს და კომპაქტურად დასახლდნენ.

ლეკებმა კაკ-ელისენი (დღევანდელი საინგილო) მოგლიჯეს კახეთს და იქაური ქართული მოსახლეობა ისლამის რჯულზე მოაქციეს.

ოსმალთა და სპარსელთა შემოსევებისაგან გაპარტახებული და გაუკაცრიელებულ შიდა ქართლს ოსები დაეპატრონენ.

სართხე დაემუქრა სვანეთსაც, რომელსაც XVII საუკუნის დასაწყისში ჩრდილოკავკასიელებმა შეუტიეს. მაგრამ გამოჩნდა გმირი — ყანსავ ყიფიანი, რომელმაც მთელი სვანეთი ფეხზე დააყენა, ადგილობრივებისაგან ჯარი შეკრიბა, მტრები კავკასიონის ქედს იქით გადარეკა და ჩრდილოელთა აგრესიისაგან იხსნა იქაურობა.

ძველი წიგნები და ღამის ნათურა საწერ მაგიდაზე - Sputnik საქართველო, 1920, 08.06.2020
უცნობი ფაქტები: ლიპარიტის მთა ისლანდიაში, სარაჯიშვილის ქრთამი და დაკარგული ძვირფასი ნოტები

სვანეთმა, აფხაზეთის, საინგილოსა და შიდა ქართლის ბედი რომ არ გაიზიარა, ეს დიდწილად ყანსავ ყიფიანისა და მის გვერდით მებრძოლი სვანი პატრიოტების დამსახურებაა.

***

მანუჩარ ციციშვილი მე−17 საუკუნის პირველი ნახევრის ქართველი პოეტის, ნანუჩას ნამდვილი სახელ−გვარია. იგი „ვეფხისტყაოსნის“ ინტერპოლატორი გახლდათ. მას 11 სტროფი დაუმატებია „ავთანდილის ანდერძისათვის.“

ნანუცას მიერ ჩართულ სტროფებს პოემის ზოგ ხელნაწერში მიწერილი აქვს „ნ“ ან „ნა“. რაც იმაზე მიანიშნებს, რომ სტროფები ნანუჩას შექმნილია.

***

ქართველი მსახიობი სოფიკო ჭიაურელი საერთაშორისო კონკურსებზე შვიდჯერ არის დაჯილდოებული პრემიით „ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის“.

 ***

კოსმონავტმა იური გლაზკოვმა 1977 წელს კოსმოსში წაიღო საყვარელი წიგნის — „ვეფხისტყაოსნის“ საიუბილეო გამოცემა. კოსმოსიდან დაბრუნებულმა მფრინავმა ეს წიგნი თბილისის ხალხთა მეგობრობის მუზეუმს აჩუქა.

***

Сиони в Самшвилде - Sputnik საქართველო, 1920, 18.09.2020
გადამწვარი „შეუპოვარი“ და ბარიკადები დახოცილი მტრისგან: ფაქტები საქართველოს ისტორიიდან

საქართველოში პირველი ავტომობილი 1901 წელს სენაკელმა აზნაურმა ვარლამ გვათუამ შემოიყვანა. მანქანა სავარაუდოდ „როლს როისის“ ფირმის იყო და მოძრაობდა დაახლოებით  25 კმ/სთ სიჩქარით.

***

XIX საუკუნის მეორე ნახევარში გურიაში დიდი აჯანყება მოეწყო და მის მხარდასაჭერად მღელვარება დაიწყო სამეგრელოშიც. სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში დამსჯელი რაზმით შევიდა მაზრის უფროსი, შეჰყარა სოფლის მოსახლეობა და ჰკითხა:

— რა გინდათ? რას ითხოვთ?

— ჩვენ... — ენა დაება ხალხის ლიდერს, — ჩვენც ის გვინდა, რაც გურულებს.

— აბა, ყაზახებო, — გასცა ბრძანება მაზრის უფროსმა, — მიართვით მაგათ, რაც გურულებს მიერთვათ.

ყაზახებიც დაერივნენ სოფლელებს და მათრახებით ზურგი აუჭრელეს. გამწარებული მეგრელები ერთმანეთს ეჩურჩულებოდნენ:

— ღმერთგამწყრალ გურულებს, რავა, მათრახი თუ უნდოდათ, რისთვის აწუხებდნენ დიდ ხელმწიფეს, მოსულიყვნენ მარგალიაში და ცხრაპირ ტყავს გავაძრობდით მაგ შეჩვენებულებს...

***

ირანის შაჰი აღა-მაჰმად ხანი ბავშვობაში ნადირ შაჰმა დაასაჭურისა. დამპყრობელს იმედი ჰქონდა, რომ თბილისის გოგირდის აბანოები პოტენციას აღუდგენდა. როცა ხელი მოეცარა, გაბოროტებულმა თბილისის აბანოები დაანგრევინა.

ქვიშის საათი - Sputnik საქართველო, 1920, 31.01.2020
თურმე ასეც ხდება: მოულოდნელი ცხოვრებისეული ფაქტები

***

იუსტინე ჯანელიძე მსოფლიო კარდიოქირურგიის ერთ-ერთი პიონერი, ლეგენდარული ქირურგი, აკადემიკოსი, მედიცინის სამსახურის გენერალ-ლეიტენანტი იყო. 30 წლის გახლდათ, როდესაც 1918 წელს, პირველმა მსოფლიოში, ურთულესი ოპერაცია ჩაატარა და ტყვიით აორტაგაგლეჯილი ადამიანი გადაარჩინა.

***

ცნობილი ქველმოქმედი, ბიზნესმენი დავით სარაჯიშვილი, არ აპირებდა დახმარებოდა თავის ბიძაშვილ ვანო სარაჯიშვილს. მას ასე გაუმართლებია თავისი ახირება: ვანო ნიჭიერია, მაგრამ  შრომა არ უყვარს, ამიტომ შორს ვერ წავა, დუქნის მომღერლად დარჩებაო. თუმცა, საქმეში ილია ჭავჭავაძის ჩარევის შემდეგ, მეცენატმა მაინც დააფინანსა ახალგაზრდა ვანოს იტალიაში სასწავლებლად წასვლა. მაგრამ მას თბილისელ მეგობრებთან ქეიფი და დროსტარება მოენატრა, სწავლა მიატოვა და სამშობლოში დაბრუნდა.

„ხომ ვამბობდი, ეგ დუქნის მომღერლობას ვერ გასცდება-მეთქი?“ — კიდევ ერთხელ დარწმუნებით უთქვამს მაშინ დავით სარაჯიშვილს.

საბედნიეროდ ნიჭი არ დაიკარგა და „საქართველოს ბულბულმა“ მაინც მოიპოვა მსოფლიო აღიარება.

***

ირანის შაჰის, აბას პირველის ამაოხრებელი ლაშქრობების შემდეგ ქართლ-კახეთში მჭედელი თითქმის  აღარ დარჩა — დაუმორჩილებლები გაჟლიტეს, დატყვევებულები ირანში წაასხეს. 1615 წლიდან 1625 წლამდე ქართლსა და კახეთში საომარი იარაღი არც გამოჭედილა. მარტყოფის გამარჯვების შემდეგ გიორგი სააკაძე დაუკავშირდა იმერთა მეფე გიორგი მესამეს, დასავლეთ საქართველოდან გადმოიყვანეს მჭედლები და აღმოსავლეთ საქართველოში ასე ააღორძინეს ეს ძველთაძველი დარგი...

ყველა ახალი ამბავი
0