საახალწლო ლეგენდები: ვინ დაკიდა პირველი წინდა ბუხრის თავზე

© Pixabay / JaymzArtსაახალწლო მორთულობა
საახალწლო მორთულობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ალბათ ცოტამ თუ იცის, რომ საშობაო დღესასწაულის განუყრელი პერსონაჟი სანტა კლაუსი მისტიური სახე კი არა, რეალური პიროვნებაა, რომელიც ცივ და ყინულით დაფარულ ლაპლანდიაში კი არა, თბილ ბიზანტიაში ცხოვრობდა.

კათოლიკურ სამყაროში ბავშვების მოყვარული კეთილი და სათნო მოხუცი სანტა კლაუსი, იგივე სან ნიკოლაუსის, ანდა პაპა ნოელის წინაპარი რეალური ადამიანი სასწაულმოქმედი წმინდა ნიკოლოზი იყო.  

სიკეთით, სიყვარულით, უბრალოებით, თავმდაბლობით, უფლისა და ადამიანების განსაკუთრებული სიყვარულით, უბრალოებით გამორჩეული მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსი მცირე აზიის ქალაქ პათარში ქრისტეს შობიდან III–IV საუკუნეთა მიჯნაზე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. მისი მშობლები — თეოფანე და ნონა, შეძლებული დიდგვაროვნები იყვნენ. წმინდა ნიკოლოზმა თავის ქონება ღატაკ ქვრივ-ობლებს დაურიგა და უფლის მსახურების გზას დაადგა. მას მთელი ქრისტიანული სამყარო უდიდეს პატივს სცემს და აღსრულებული კეთილი საქმეების და სასწაულების გამო.  

სათამაშო სანტა კლაუსი წითელი გულების ფონზე - Sputnik საქართველო
ჩემოდანი, ფორთოხალი და მძიმე ლოდი: უცნაური საახალწლო ტრადიციები

წმინდანმა დაბადებისთანავე აღასრულა პირველი სასწაული — მასზე მშობიარობის შემდეგ დედამისი ხანგრძლივი სნეულებისაგან განიკურნა. მერე კი ახალშობილი ყრმა ნათლობის დროს ემბაზში დაუხმარებლად იდგა ფეხზე. მარხვაც კი ჩვილობაში დაიწყო და ოთხშაბათობით და პარასკევობით არ სვამდა დედის რძეს.

სრულიად ახალგაზრდა ნიკოლოზი მირონ-ლუკიის მთავრეპისკოპოსი გახდა და 325 წელს ნიკეაში გამართულ პირველ მსოფლიო საეკლეისო კრებაში  აქვს მიღებული მონაწილეობა.

იგი ნებისმიერ გაჭირვებულს ეხმარებოდა და გამუდმებით სიკეთეს თესდა. უამრავი ადამიანი იხსნა განსაცდელისაგან როგორც სიცოცხლეში, ისე სიკვდილის შემდეგ.  მის მიერ გადარჩენილთა შორის იყვნენ უსამართლოდ განსჯილი სიკვდილმისჯილები, ცრუ დასმენების მიზეზით მსჯავრდებულები, განსაცდელში ჩავარდნილი  ადამიანები. მის სახელთან არაერთი სასწაულია დაკავსირებული და ის დღემდე ითვლება ბავშვთა, სნეულთა, მეზღვაურთა და ტუსაღთა ზეციურ მფარველად. 

ალბათ ცოტამ თუ იცის, რომ ბუხრის თავზე ლამაზი ჭრელი წინდების დაკიდების ტრადიციაც, რომელიც ახალი წლის პირველ დილას მილიონობით ბავშვს ახარებს, წმინდა ნიკოლოზთან არის დაკავშირებული.

ნაძვის ხე - Sputnik საქართველო
შობა–ახალი წლის ტრადიციები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში

ერთ-ერთი გადმოცემის მიხედვით, სასწაულმოქმედის მშობლიურ ქალაქ პათარში ცხოვრობდა ერთი ღარიბი კაცი, რომელსაც სამი ულამაზესი ქალიშვილი ჰყავდა. მამას სამზითვო ფული არ გააჩნდა, რომ ქალიშვილები გაეთხოვებინა და ძალიან ღელავდა მათ ბედზე თავისი სიკვდილის შემდეგ. ერთხელაც მის საუბარს წმინდა ნიკოლაუსმა (ნიკოლოზმა) მოჰკრა ყური და გადაწყვიტა, დახმარებოდა ოჯახს. მაგრამ წმინდანს ურჩიეს, ეს არ გაეკეთებინა, თავმოყვარე მოხუცი მოწყალებას მაინც არ მიიღებსო. ნიკოლაუსს გამოსავალი მაინც უპოვია: დაღამებას  დაელოდა და სახლში საკვამურიდან ჩაიპარა. მას თან ჰქონდა ოქროს მონეტებით სავსე სამი ჩანთა. როცა ნიკოლაუსი საჩუქრის დასადებ ადგილს ეძებდა, დაინახა გოგონების მაღალყელიანი წინდები, რომელიც გასაშრობად ბუხრის თავზე იყო გაფენილი...

დილით მამამ და მისმა ქალიშვილებმა მონეტებით სავსე წინდები რომ იპოვეს, სიხარულით ცას ეწივნენ. ამის შემდეგ მოხუცმა მამამ შეძლო თავისი სამივე ქალიშვილი ღირსეულ ადამიანებზე გაეთხოვებინა.

შვეიცარიასა და ავსტრიაში სანტა კლაუსს სერიოზულ კონკურენციას უწევს წმინდა სილვესტრი, რომლის სახელობის დღეც ამ ორ ქვეყანაში ახალ წელს აღნიშნავენ.

სანტა კლაუსის გარდა სილვესტერკლაუსაც ჰყავდა თავის წინამორბედი თუ პროტოტიპი —   კათოლიკების წმინდა პაპი სილვესტრი, რომელიც ქრისტეშობიდან III–IV საუკუნეთა მიჯნაზე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.

საჩუქრები ნაძვისხის ქვეშ - Sputnik საქართველო
ვის რა ვაჩუქოთ საახალწლოდ: რჩევები ყველასთვის

იგი რომში ეწეოდა ქრისტიანულ მოღვაწეობას, იყო უცხოთშემწყნარებელი, საკუთარ სახლში ხალისით უმასპინძლდებოდა მოგზაურთ და თავისი სათნოებით არაერთი კერპთაყვანისმცემელი მოაქცია ქრისტეს რჯულზე. ამის გამო აითვალწუნა ის ქალაქ რომის პრეფექტმა ტარკვინიუსმა, რომელმაც სილვესტრს მოსთხოვა, მსხვერპლი შეეწირა კერპებისათვის. რომ ვერ დაითანხმა, პრეფექტმა გადაწყვიტა, მეორე დილით წამებით ამოეხადა მისთვის სული, მაგრამ ღამით წმინდა სილვესტრის წინასწარმეტყველება ახდა:  „ამას ღამესა მიგიღონ სული შენი“. კერპთაყვანისმცემელ პრეფექტს ტრაპეზისას თევზის ფხა გაეჩხირა ყელში და ექიმებმა ვერ გადაარჩინეს.

ამ სასწაულის შემდეგ სილვესტრის ავტორიტეტი ისე გაიზარდა, რომ რომის პაპად აირჩიეს. პოპულარული პაპის სახელი თანდათან გაეხვა ლეგენდების საბურველში. ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად, იმჟამად რომში, ტარპეის კლდის ღრმა გამოქვაბულში ბინადრობდა დიდი გველეშაპი. წარმართები ზღვის ამ მონსტრს, იმისთვის, რომ დედამიწა არ გაენადგურებინა, ბავშვებს სწირავდნენ მსხვერპლად. ამ საშინელ რიტუალს უმარავი პატარა შეეწირა.

მაშინ, გაწამებული მოსახლეობის დასახმარებლად, სილვესტრმა მონსტრი გამოქვაბულში გამოამწყვდია და შელოცვით საუკუნოდ აუკრძალა იქიდან გამოსვლა: „დაე ნუ გაიღება ეს კარები ვიდრე ქრისტეს მეორედ მოსვლამდე“.

ავსტრიასა და შვეიცარიაში ყოველ ახალ წელს იხსენებენ ამ ისტორიას, მადლიერების ნიშნად სილვეტერკლაუსის სამასკარადო კოსტიუმებში ეწყობიან და ასე ზეიმობენ ახალი წლის დადგომას.

ყველა ახალი ამბავი
0