რამდენად საზიანოა გაჯეტები პანდემიისას - მედიკოსების რჩევები და დედების პირადი გამოცდილება

© photo: Sputnik / Igor Zarembo / გადასვლა მედიაბანკშიმოსწავლე ონლაინ–გაკვეთილზე
მოსწავლე ონლაინ–გაკვეთილზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით უკვე ორი თვეა პატიოსნად იცავს ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებს: ჩვენ დროის უმეტეს ნაწილს ვატარებთ დახურულ სივრცეში, რათა სოციუმთან დისტანცია დავიცვათ.

დიახ, მედიკოსები მართალი არიან - ერთი მხრივ, ეს საგრძნობლად ამცირებს СOVID-19-ით ინფიცირების რისკს. მაგრამ, მეორე მხრივ, ჰაერის გარეშე და გაჯეტების გარემოცვაში სახლში მყარად ჯდომით გარდაუვლად ვიზიანებთ ნერვულ სისტემას და არა მხოლოდ.

ისტერიულად ვუყურებთ ახალ ამბებს კორონავირუსის შესახებ ტელევიზიით, კომპიუტერითა თუ პლანშეტით, ვსაუბრობთ მობილურით, ვმუშაობთ დისტანციურად - ეს ყველაფერი უკავშირდება გაჯეტების ტოტალურ გამოყენებას.

როგორ შეიძლება ამ პირობებში კარგი მხედველობის შენარჩუნება და, რაც მთავარია, ბავშვების დაცვა დისტანციური გაკვეთილების გვერდითი მოვლენებისგან? გამოცდილება და რჩევები „Sputnik-საქართველოს“ სპეციალისტებმა გაუზიარეს.

ჩვენი თვალები საფრთხეშია

კარანტინი ჩვენი ჯანმრთელობისთვის ნამდვილ გამოცდად იქცა. თვალების დატვირთვა რამდენჯერმე გაიზარდა, ამბობენ ექსპერტები. ამიტომ ახლა ძალიან მნიშვნელოვანია გრაფიკის დაცვა, რათა ბავშვებს არ მივცეთ შესაძლებლობა, მთელი დღე კომპიუტერთან და გაჯეტებთან გაატარონ.

© photo: Sputnik / Kirill Kallinikov / გადასვლა მედიაბანკშიგოგონა კომპიუტერთან
რამდენად საზიანოა გაჯეტები პანდემიისას - მედიკოსების რჩევები და დედების პირადი გამოცდილება - Sputnik საქართველო
გოგონა კომპიუტერთან

„უნდა ვეცადოთ, მოვახერხოთ, რომ ბავშვმა კომპიუტერთან გაატაროს არაუმეტეს 40 წუთი. შემდეგ აუცილებელია 10-15 წუთით დასვენება, - ამბობს მედიცინის დოქტორი, ექიმი-ოფთალმოლოგი მაკა ლორთქიფანიძე. - აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ შენობაში კარგი განათება იყოს. თუ სინათლე ძალიან სუსტია, დატვირთვა იზრდება. საჭიროა ბავშვმა ხშირად ახამხამოს თვალები. ამ დროს თვალი ბუნებრივად სველდება. ხშირი ხამხამის წყალობით თვალის რქოვანა ტენიანდება“.

წიგნები - Sputnik საქართველო
განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სკოლის მოსწავლეების მშობლებისთვის

რაც უფრო დაძაბული უყურებს ბავშვი რამეს, მით უფრო იშვიათად ახამხამებს, რამაც არასასურველი შედეგები შეიძლება გამოიწვიოს, ამბობს ექიმი.

ლორთქიფანიძის თქმით, განათლების სამინისტროს პროექტ „ტელესკოლის“ შემუშავების პერიოდში კონსულტაციები ოფთალმოლოგებთანაც მიმდინარეობდა. ამიტომ ტელევიზორის ეკრანებთან და კომპიუტერთან გასატარებელი დრო დასაშვებ ნორმას არ აღემატება. 

ექიმის თქმით, მხედველობაზე უნდა იზრუნონ ბავშვების მშობლებმაც, რომლებიც ასევე დისტანციურად მუშაობენ და კომპიუტერებთან 8-9 საათს ატარებენ.

„მხედველობაზე ჩვენც, ზრდასრულებმაც აუცილებლად უნდა ვიზრუნოთ. თუნდაც საათში ერთხელ, თუ 40 წუთში ერთხელ არა, დავასვენოთ თვალი. კარგია „ხელოვნური ცრემლის“ ჩაწვეთება დღეში 2-3-ჯერ. გააკეთეთ თვალის ვარჯიშები, გადაიტანეთ მზერა მონიტორიდან ცალკეულ საგნებზე“, - ამბობს ექიმი.

მუშაობის დროს ყურადღება უნდა მიექცეს ასევე შრიფტის ზომას და ეკრანის სიკაშკაშეს. მონიტორი არ უნდა იყოს ძალიან ბნელი ან პირიქით - ძალიან ნათელი. აუცილებელია მისი დარეგულირება ისე, რომ თვალს, ხერხემალსა და კუნთებს დამატებითი ტვირთი არ დააწვეს.

ყველაზე საზიანო გაჯეტი

კითხვას, თუ რომელი გაჯეტია ყველაზე მავნებელი ბავშვის მხედველობისთვის, მაკა ლორთქიფანიძე დაუფიქრებლად პასუხობს - მობილური ტელეფონი.

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკშიბავშვები მობილურ ტელეფონში თამაშობენ
რამდენად საზიანოა გაჯეტები პანდემიისას - მედიკოსების რჩევები და დედების პირადი გამოცდილება - Sputnik საქართველო
ბავშვები მობილურ ტელეფონში თამაშობენ

საქართველოს პრაქტიკამ აჩვენა: დისტანციურ სწავლებასა და ვირტუალურ ურთიერთობას თანაკლასელებთან და პედაგოგებთან განსაკუთრებული პასუხისმგებლობით დაწყებითი კლასების მოსწავლეები და მათი მშობლები მიუდგნენ.

შვიდი წლის გიორგი მარის დედის თქმით, მას თავიდან ეშინოდა, რომ ბავშვი ვერ შეეჩვეოდა ონლაინ-გაკვეთლებს, მისი მიჯაჭვულობა გაჯეტებზე კი მოიმატებდა.

„ჩვენი გაკვეთილები 40-40 წუთი გრძელდება, - ამბობს მარი. - იწყება დილის 11:00 საათზე. შემდეგ არის 10-15-წუთიანი შესვენება და მომდევნო გაკვეთილი. მეორე გაკვეთილის შემდეგ უფრო გრძელი 20-წუთიანი შესვენებაა. ბავშვს მოსწონს პროცესი და მოუთმენლად ელოდება მასწავლებელთან და მეგობრებთან შეხვედრას. ჩატში 7-8 ბავშვია“.

როგორც გიორგის დედა აღნიშნავს, ბავშვის დრო კომპიუტერთან დღეში ერთ საათამდე შეამცირა.

„ჩემს შვილს უყვარს ტელეფონით თამაში, მულტფილმების ყურება. სამწუხაროდ, შეუძლებელია გაჯეტების სრულიად ამოშლა ცხოვრებიდან. მეც ხშირად ვზივარ ტელეფონით ხელში, რადგან ამას სამსახურის საქმე მოითხოვს, ალბათ ამით ბავშვს კარგ მაგალითს არ ვაძლევ“, - წუხს ქალი.

სმარტფონის ბატარეის დატენვა - Sputnik საქართველო
იძულებითი „დეტოქსიკაცია“: საფრანგეთში მოსწავლეებს სმარტფონების გამოყენება აეკრძალათ

ის, რომ კარანტინის დროს თვალები უფრო მეტად იღლება, 17 წლის აბიტურიენტმა დეა გოგიჩაიშვილმაც გამოსცადა. გოგონა იმედოვნებს, რომ მალე სტუდენტი გახდება და კორონავირუსი მისი და მისი მეგობრების გეგმებს არ შეცვლის.

„მთელ დროს ან ტელეფონით ხელში ვატარებ, ან კომპიუტერთან. ცალკეა კონსპექტები და წიგნები. თვალებს უჭირს და ამას ვგრძნობ. გარდა სკოლის დისტანციური მეცადინეობისა, მაქვს ვიდეოჩატები რეპეტიტორებთან. მუდმივად რაღაცას ვწერ ან ვკითხულობ. მეტი დატვირთვაა“, - ამბობს დეა.

მეცადინეობების გარდა, არის რამდენიმე ჩათი თანაკლასელებთან და მეგობრებთან. იზოლაციაში ყოფნა ვირტუალური ურთიერთობის გარეშე ახლა უბრალოდ შეუძლებელია, ამბობს მოზარდი.

სახლში დარჩენილი შიშები, ურთიერთობები ოჯახში და კორონავირუსი - ფსიქოლოგი გვირჩევს>>

გამოდის, სპეციალისტები, მოსწავლეები და მათი მშობლები თანხმდებიან, რომ დღეს გაჯეტების გარეშე ცხოვრება შეუძლებელია. როგორი საზიანოც არ უნდა იყოს ისინი, თანამედროვე ცხოვრების განუყოფელ ატრიბუტად იქცა.

თათია გურგენიძე მოსწავლეებთან ერთად - Sputnik საქართველო
კორონავირუსი, ონლაინ გაკვეთილები და ახალი რეალობა – ფსიქოლოგის რჩევები ბავშვებს

ამიტომ ტელეფონებთან და პლანშეტებთან ნაკლები დროის გატარების რჩევებს ხშირად ნეგატიური რეაქცია მოჰყვება. საბოლოოდ, გაჯეტების „დოზას“ თავად განვსაზღვრავთ.

მაგალითად, მშობლებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ 5-6 წლის ბავშვისთვის ტელეფონის ან პლანშეტის ყიდვა მათ განვითარებაზე მიუთითებს, არ აწყენდათ კომპანია Applе-ის დამფუძნებლის სტივ ჯობსის მაგალითის გათვალისწინება.

თავის დროზე IT-რევოლუციონერმა მკაცრად განუსაზღვრა თავის შვილებს პლანშეტითა და სხვა გაჯეტებით სარგებლობის დრო, განსაკუთრებით, ღამით და დასვენების დღეებში. იმიტომ ნამდვილად არა, რომ მას ბოლო მოდელის ტელეფონის შეძენის შესაძლებლობა არ ჰქონდა. უბრალოდ ჯობსი იმდენად საინტერესო და ბრძენი ადამიანი იყო, რომ როდესაც ბავშვებს მსოფლიოზე, ისტორიაზე, წიგნებსა და სხვა თემებზე ესაუბრებოდა, არც ერთ მის შვილს პლანშეტი აღარ ახსენდებოდა.

 

ლიზა შელია

ყველა ახალი ამბავი
0