ვერისუბნელი აბდუშაჰილი: ლეგენდები დოდო აბაშიძეზე

© National Library of Georgia დოდო აბაშიძე
დოდო აბაშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვაჟკაცურ ჩხუბზე უარს არ ამბობდა, მაგრამ ფიზიკურად ძლიერს თავისზე სუსტი არასდროს დაუჩაგრავს. პირიქით, დაჩაგრულების ქომაგი და მომფერებელი იყო. მასზე დღემდე ჰყვებიან მითებს...

ვახტანგ კობაიძე

ამ უბანში ბევრ ცნობილ პიროვნებას უცხოვრია. აქ დაბადებულან, გაზრდილან, ზოგი სხვაგანაც გადასულა საცხოვრებლად, მაგრამ ვერელობისთვის არასდროს უღალატიათ. 

მათ შორის გამორჩეული იყო დოდო აბაშიძე — ბუნებით და ქცევით რაინდი, ღირსების კაცი, უებრო მსახიობი და მამულიშვილი.

სამწუხაროდ, არც გადასაღებ მოედანზე და არც ჩემი ჟურნალისტური საქმიანობისას ჩვენი გზები არ გადაკვეთილა, სიახლოვე და მეგობრობა მასთან არ მქონია, თუმცა, ბავშვობიდან მოყოლებული, ბევრიც რამ ვიცოდი ამ ლეგენდად ქცეულ კაცზე. 

 

ყველა ახალი ამბავი
0