ჟურნალისტი იცვლის პროფესიას: როცა სიამოვნება წესიერების ზღვარს არ სცდება

© Sputnik / Alex Shlamovშოთა ნოზაძე - მასაჟისტი
შოთა ნოზაძე - მასაჟისტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკისათვის „ჟურნალისტი იცვლის პროფესიას“ „Sputnik–საქართველოს“ რეპორტიორი მასაჟის სალონს ეწვია და ის მოგვიყვება, როგორია მასაჟისტის ერთი სამუშაო დღე.

აქ სიამოვნება წესიერების ზღვარს არ სცდება... მაგრამ ვინ გითხრათ, რომ ყოველთვის მოკრძალებული და წესიერი უნდა იყოთ?

ან, იქნებ, შეგნებულად გსურთ გააკეთოთ ეს მაგიდაზე თუ სარკის წინ, ჯაკუზიში?

ნუ მოითმენთ... თქვენ სრული უფლება გაქვთ, დღე-ღამის ნებისმიერ დროს საკუთარ თავს განტვირთვის საათი დაუთმოთ და მიბრძანდეთ მასაჟისტთან როგორც ქალბატონები, ასევე მამაკაცები.

© Sputnik / Alex Shlamovმასაჟის სალონი
ჟურნალისტი იცვლის პროფესიას: როცა სიამოვნება წესიერების ზღვარს არ სცდება - Sputnik საქართველო
მასაჟის სალონი

ქართულ ბაზარზე მასაჟის მომსახურებას არაერთი დაწესებულება უზრუნველყოფს, სადაც გამოცდილი სპეციალისტები გთავაზობენ სარელაქსაციო, სპორტულ, სამკურნალო, ჰიგიენურ თუ კოსმეტიკურ მასაჟს. ასევე მასაჟს ჯაკუზიში და ცხელი ქვებით, თუმცა მე მაინც გამორჩეულად ოთხი ხელით მასაჟი მომეწონა, რომელსაც ორი ქალბატონი აკეთებს.

ეს არის პროფესია, რომელიც სასიამოვნოც არის და სასარგებლოც. მასაჟის მეშვეობით შეგვიძლია გავლენა მოვახდინოთ კანზე, სახსრებზე, სისხლის მიმოქცევაზე, ცენტრალურ ნერვულ და პერიფერიულ ნერვულ სისტემაზე, სასუნთქ სისტემაზე, ნივთიერებათა ცვლაზე, კუნთებზე და ორგანიზმის საერთო მდგომარეობაზე.

© Sputnik / Alex Shlamovჟურნალისტი მასაჟის პროფესიას ეუფლება
ჟურნალისტი იცვლის პროფესიას: როცა სიამოვნება წესიერების ზღვარს არ სცდება - Sputnik საქართველო
ჟურნალისტი მასაჟის პროფესიას ეუფლება

მასაჟის დადებითი გავლენა ნერვულ-კუნთოვან აპარატზე დამოკიდებულია მასაჟის მეთოდსა და ხასიათზე, მასაჟისტის ოსტატობაზე, ხანგრძლივობაზე და ა.შ. ეს გავლენა გამოიხატება კუნთების შეკუმშვის სიხშირესა და მოდუნებაში, ასევე კან-კუნთოვან მგრძნობელობაში.

არსებობს სასწავლებლები, სადაც პროგრამის გავლის შემდეგ საბაზისო დონეზე გეცოდინებათ: მასაჟის კლასიფიკაცია დანიშნულებისა და მეთოდიკის მიხედვით, აღდგენითი თერაპიის ნაირსახეობები და მათი თავისებურებები; შეძლებთ კლასიკური მასაჟის ჩატარებას შესაბამისი ილეთების გამოყენებით; ილეთების სწორად გადანაწილებას, ასევე სახისა და კისრის სრული კოსმეტიკური მასაჟის ჩატარებას. კურსის დასრულების შემდეგ შეგიძლიათ დასაქმედეთ სამედიციცნო დაწესებულებაში, სარეაბილიტაციო ცენტრში, კერძო სექტორში, კოსმეტიკურ კაბინეტში და საკურორტო სექტორში.

© Sputnik / Alex Shlamovნელსაცხებლები მასაჟისათვის
ჟურნალისტი იცვლის პროფესიას: როცა სიამოვნება წესიერების ზღვარს არ სცდება - Sputnik საქართველო
ნელსაცხებლები მასაჟისათვის

მე კი გამიმართლა, რომ არაფორმალური განათლება მასაჟის გამოცდილ სპეციალისტებთან მივიღე და ისიც კი ვისწავლე, რასაც სასწავლებელში არასდროს გასწავლიან.

შუადღე იყო, როცა პირველი კლიენტი მოვიდა. ამ ადამიანის სახე ყველა თქვენგანს ერთხელ მაინც გინახავთ, თუმცა არა ინტიმურად. მასაჟი ინტიმური პროცესია და დაუწერელი პროფესიული ეთიკა მოითხოვს, რომ სხვასთან გატარებულ ინტიმურ საათებზე არ ვისაუბროთ. ეს მასაჟის სპეციალისტებმა მასწავლეს.

მათ ისიც მასწავლეს, ზღვის წყალმცენარეების და როზმარინის ზეთი როგორ გამომეყენებინა, რადგან ექსტრაქტები ანიჭებს „ქაშმირის“ ეფექტს კანს, არბილებს და ხდის ხავერდოვანს, ვიტამინი E კი აახალგაზრდავებს. ზეთი არეგულირებს ცხიმოვანი წარმონაქმნების ლიპიდურ ცვლას, აქრობს ცელულიტს, აძევებს ტოქსინებს და მისწრებაა ღრმა მასაჟისთვის.

© Sputnik / Alex Shlamovმასაჟი სასიამოვნო პროცედურაა
ჟურნალისტი იცვლის პროფესიას: როცა სიამოვნება წესიერების ზღვარს არ სცდება - Sputnik საქართველო
მასაჟი სასიამოვნო პროცედურაა

პროცედურაც უფრო მეტად სასიამოვნო ხდება, როდესაც ხელები სხეულზე დასრიალებენ. ამ დროს ყველა სახის მასაჟს თავისი ილეთები აქვს.

ზეთები სხვადასხვა დანიშნულებისთვისაა: გამყინავი, ანტიცელულიტური, ეროტიკული, გამწმენდი, არომატული...

პირველი სამუშაო დღე შრომატევადი აღმოჩნდა: პროცედურა ერთი საათი, ილეთები თანმიმდევრულად და მასაჟის ოქროს წესი – გქონდეს ოქროს ხელები და გიყვარდეს შენი საქმე, როცა სხვას სიამოვნებას ანიჭებ.

© Sputnik / Alex Shlamovჟურნალისტი მასაჟის სალონში
ჟურნალისტი იცვლის პროფესიას: როცა სიამოვნება წესიერების ზღვარს არ სცდება - Sputnik საქართველო
ჟურნალისტი მასაჟის სალონში

უმეტეს შემთხვევაში მასაჟისტს ანაზღაურება გამომუშავებით აქვს და ხშირია შემთხვევები, როცა კმაყოფილი კლიენტი ე.წ. „ჩაის" ფულსაც ტოვებს. თავად პროფესია კი პერსპექტიულია, მით უფრო მაშინ, როდესაც მომსახურება გულისხმობს, რომ კლიენტი ისევ დაბრუნდეს...

და თუ თქვენც ჩემსავით გაგიმართლებთ და ამ სფეროში რამდენიმე ვიზიტის შემდეგ ცოდნას დააგროვებთ, განტვირთვისთვის შეგიძლიათ სახლის პირობებში თქვენს პარტნიორსაც მიანიჭოთ სიამოვნება და გაუკეთოთ რომანტიკული მასაჟი...

 

ყველა ახალი ამბავი
0