მოქალაქე ბოს ბლოგი: ბებოს გაცოცხლებული სოფელი და გენდერული თანასწორობა

CC0 / Pixabay / ჟანგიანი ბოქლომი კარზე
ჟანგიანი ბოქლომი კარზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
„მოქალაქე ბო“ ერთი ქართველი ახალგაზრდა კაცია. ფიქრი უყვარს და ყველაფერზე საკუთარი აზრი აქვს. ამ ნაფიქრალ-ნააზრევს კი მოკლე წერილებში აზიარებს და საზოგადოებას აცნობს

საქართველოში აქტიურად მიმდინარეობს კამპანია, რომელიც ქალებზე ძალადობის წინააღმდეგ არის მიმართული. მე ვუერთდები და მხარს ვუჭერ თითოეულ იმ მესიჯს, რომელიც „ნადირი“ და „ცხოველი“ მამრებისთვის იგზავნება.

მიუხედავად ამისა, დღევანდელ ბლოგში არ ვაპირებ ვისაუბრო, თუ რაოდენ დიდ წნეხსა და შეურაცხყოფას განიცდიან ქალები საქართველოში. ჩემი საუბარი შეეხება მხოლოდ და მხოლოდ ქალების მიერ შექმნილ წარსულს, აწმყოსა და მომავალს. 

საქართველოს სახელმწიფო დროშა კედელზე - Sputnik საქართველო
მოქალაქე ბოს ბლოგი: საფრთხე, რომელიც რეალურია

გასულ ზაფხულს სოფელში ვიყავი. ჩემი სოფელი მთებს შორის ამოსული პატარა ყვავილივითაა, რომელიც ყოველ გაზაფხულზე ცოცხლდება, შემოდგომობით კი ძილს მიეცემა ხოლმე. იქ პატარა სახლი მაქვს, სადაც ყოველ გაზაფხულზე სახლდება ბებიაჩემი და შემოდგომამდე მიწის დამუშავებით ცდილობს სარჩო-სანოვაგის მოწევას. რა თქმა უნდა, საქონელიც ჰყავს.

ბებოს გარდა, იმ სოფელში სახლების კარებს კიდევ ოთხნი აღებენ, მათგან სამი ქვრივად დარჩენილი ქალია... სულ დამავიწყდა, ბებიაჩემიც მათ რიგს მიეკუთვნება. გაზაფხულზე იწყებენ მიწაზე მუშაობას და ასე გრძელდება მთელი ცხრა თვე. მოკლედ რომ ვთქვათ, სოფელს მოხუცი ბებიების ხელები აცოცხლებენ.

სწორედ ჩემ პატარა სოფელს ვამსგავსებ საქართველოს. ეს კავკასიონის მთების ძირში ამოსული პატარა ყვავილია, რომელიც ბევრჯერ მოწყვიტეს, მაგრამ ყოველთვის ახლიდან აღმოცენდა. 

წარსულზე საუბრით თავს არ შეგაწყენთ, ისედაც კარგად ვიცით, რომელი დიდებული მანდილოსნის მკლავებზე იდგა საქართველო. აწმყოსა და იმ ფაქტებზე მოგახსენებთ, რომლებიც ხაზს უსვამს თითოეული ქალბატონის სიცოცხლისა და არსებობის აზრს ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის. 

ახალგაზრდა მიწათმოქმედი - Sputnik საქართველო
მოქალაქე ბოს ბლოგი: ახალგაზრდული იდეები და სოფლის ცხოვრება საქართველოში

გახსოვთ 9 აპრილი — დღე, როცა საქართველომ გამოღვიძება გადაწყვიტა, დღე, რომლის ფასადაც 21 სიცოცხლე გავიღეთ და მათგან 17 ქალი იყო?!

რატომღაც მგონია, რომ სწორედ იმ დღიდან ჩაეყარა საფუძველი ძირეულ ცვლილებებს ჩვენ აზროვნებაში, ანუ გაჩნდა ეჭვი პატრიარქატის, „მამათა ძალაუფლების“ მიმართ ქალებზე.

ამის მერე, სხვა რომ არაფერი ვთქვათ, ქვეყანამ ჯერ პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩია ქალი, სულ ახლახან კი პრეზიდენტადაც...

ანუ, ქალები თანდათან მეტად ფასდებიან, მათი დიდი იმედი აქვთ; იმდენად დიდი, რომ ბევრი ქმარი ან ზრდასრული შვილი სწორედ „საყვარელი დედიკოს“ იმედად ზის შინ და ხელებში შესციცინებს მას.

რას ვიზამთ, გენდერული თანასწორობის ამბავიაო, მავანი იტყვის, ეს დემოკრატიის პრინციპებიაო.

კი, ბატონო, მაგრამ მთავარი ხომ ისაა, ქალიცა და კაციც მაქსიმალურად გაისარჯოს, რათა ქვეყანა ჩემი საყვარელი სოფლის ცხოვრებას არ დაემსგავსოს, სოფლისა, რომელმაც სიცოცხლე რამდენიმე დღის წინ შეწყვიტა, როცა ბებო მოწეული მოსავლით ქალაქს დაბრუნდა...

ყველა ახალი ამბავი
0