ოპოზიცია ჩივის, ზურაბიშვილი კი აღიარებას მოითხოვს

© photo: AFP 2020 / VANO SHLAMOVსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაერთიანებულ ოპოზიციას ისღა დარჩა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები სასამართლოში გაასაჩივროს, რაც ნამდვილად ღია კარის მტვრევას ჰგავს.

ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების არაღიარების რეჟიმშია და მმართველ გუნდს სასამართლოში უჩივის. სხვა საქმეა – რამდენად გააუქმებს არჩევნების შედეგებს სასამართლო. როგორც ცნობილია, ოპოზიცია ხელისუფლებას არჩევნებში ამომრჩევლების მოსყიდვაში ადანაშაულებს. თავის მხრივ, ჩვეულ სტილს ინარჩუნებს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც გამოირჩევა რადიკალური მიდგომებით. მისი განცხადებით, ივანიშვილმა ხალხს „ქვეყანა აახია“. ალბათ რადიკალიზაციას 16 დეკემბერსაც არ უნდა ველოდოთ, პოლიტიკური პროცესები ისე მიმდინარეობს, რომ საზოგადოებამ ივანიშვილს ერთი წლით მანდატი მიანიჭა და ხელისუფლების დაპირებების ასრულების მოლოდინში რჩება. 

გიორგი მარგველაშვილი და სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
პრეზიდენტის ინაუგურაციის ჩატარებას საფრთხე ემუქრება?

მმართველმა ძალამ თავი აარიდა ოპოზიციასთან დაპირისპირებას და პრეზიდენტის ინაუგურაცია თელავში გადაიტანა. როგორც სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, დროა ოპოზიცია შეეგუოს არჩევნების შედეგებს და აღიაროს ის პრეზიდენტად. გარდა ამისა, დიდი დატვირთვა მიენიჭა პრეზიდენტის ინაუგურაციის ჩატარების ადგილს. თელავი, პირველ რიგში, არის ადგილი, სადაც ზურაბიშვილი დამარცხდა და ამ ნაბიჯით ზურაბიშვილს სურს, რომ ხაზი გაუსვას იმ ფაქტორს, რომ ის ყველას პრეზიდენტია და არ ეშინია, რომ თელაველები მის ამგვარ გამოწვევას გააპროტესტებენ, და, მეორეც, ინაუგურაცია ატარებს სიმბოლურ დატვირთვას, ის ტარდება ერეკლე მეფის რეზიდენციაში.

გაერთიანებული ოპოზიცია 16 დეკემბერს ფართომაშტაბიან აქციას აანონსებს, თუმცა არ უნდა გვქონდეს იმის იმედი, რომ ხელისუფლება ოპოზიციის რაიმე მოთხოვნას გაითვალისწინებს. ძირითადად, ოპოზიცია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვს, ასევე საარჩევნო სისტემის მოდერნიზაციას. ხელისუფლება, რა თქმა უნდა, იგნორირებას უწევს საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თემას.  ერთადერთი, ჩვენ უნდა ველოდოთ ხელისუფლებაში გარკვეულ გადაადგილებებს და უნდა ვივარაუდოთ, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტი სულ მალე ვაკანტური გახდება. როგორც ამბობენ, არ არის გამორიცხული, ეს პოსტი კვლავ ბიძინა ივანიშვილმა დაიკავოს. სამთავრობო ცვლილებები აუცილებელია, რადგან ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური კრიზისია, რომელიც ეტაპობრივად უნდა დაიძლიოს. სხვა შემთხვევაში ხელისუფლებას საზოგადოებიდან ნდობის მანდატი ამოეწურება და ძნელი წარმოსადგენი არ არის, რა ტიპის პრობლემები შეიქმნება. ივანიშვილმა უნდა კარგად გაიაზროს ეს მიღებული ნდობის მანდატი.

ქართული ოცნება - Sputnik საქართველო
ყველაფერი ან არაფერი: „ოცნების“ მიერ „შავი პიარის“ საპირწონედ გაღებული ნებისმიერი პირობა

თავად სააკაშვილი სრულ ისტერიკაშია. როგორც იკვეთება, უკრაინული ჯგუფის დაკავება არ შედიოდა მის ინტერესებში. როგორც ხელისუფლება აცხადებს, ამ დაჯგუფებას გარვეული ზრახვები და მიზანი გააჩნდა 16 დეკემბრის აქციასთან დაკავშირებით. გავრცელებული ინფორმაციით, აქციაზე პროვოკაცია იგეგმებოდა, რაც შემდგომში ხელისუფლებას დაბრალდებოდა.

სანამ ოპოზიცია სასამართლო ინსტანციებში დარბის და არჩევნების გაუქმებას მოითხოვს, ხელისუფლების მიერ გაყვანილი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციისგან არჩევნების შედეგების აღიარების მოლოდინშია. იმედია, პირველად არჩეული ქალი პრეზიდენტი თავისი ქმედებებით ხალხთან უფრო ახლოს იქნება და არ ასცდება პოლიტიკურ რეალობას.

სალომე ზურაბიშვილისაც თავისი ქარიზმა აქვს და ეს წინასაარჩევნოდაც გამოავლინა, მაგრამ არა დადებითი კუთხით. ასე რომ, მას ბევრი აქვს სამუშაო თავის თავზე, რათა საზოგადოების ნდობის მანდატი რეალურად მიიღოს. ინაუგურაციამდე რამდენიმე დღე რჩება და საქართველო ბოლოჯერ პირდაპირი წესით არჩეულ ქალ პრეზიდენტს მიიღებს.

 

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!

 

ყველა ახალი ამბავი
0