მოქალაქე ბოს ბლოგი: ახალგაზრდული იდეები და სოფლის ცხოვრება საქართველოში

© photo: Pixabay / nicolagiordanoახალგაზრდა მიწათმოქმედი
ახალგაზრდა მიწათმოქმედი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„მოქალაქე ბო“ ერთი ქართველი ახალგაზრდა კაცია. ფიქრი უყვარს და ყველაფერზე საკუთარი აზრი აქვს. ამ ნაფიქრალ-ნააზრევს კი მოკლე წერილებში აზიარებს და საზოგადოებას აცნობს

დღევანდელი სამყარო გამოწვევებით სავსეა. მარტივად რომ ვთქვა, მსოფლიოში, სადაც უსაზღვროდ კონკურენტული გარემოა შექმნილი, ფაქტობრივად ყოველდღე მიმდინარეობს ბრძოლა გადარჩენისთვის. ერთი შეხედვით ეს სურათი შემაშინებელ გარემოებას ქმნის, მაგრამ თუ კონკრეტულად აქცენტს საკუთარი თავის განვითარებაზე გავაკეთებთ, მივხვდებით, რომ სწორედ კონკურენტუნარიან გარემოში ცხოვრება იძლევა განვითარების საშუალებას. 

დღეს საქართველოში სტუდენტთა წლიური რაოდენობა საშუალოდ 40 ათასის ფარგლებშია, საიდანაც დაახლოებით 10% უკვე ცდილობს საკუთარი კარიერული წინსვლის დაწყებას. მიუხედავად ბევრი დაბრკოლებისა, რაც, უმეტესწილად, სწავლისა და სამუშაოს ერთმანეთთან შეთავსებაში გამოიხატება, საკმაოდ ბევრია იმ ახალგაზრდა ადამიანების რაოდენობა, რომლებმა უკვე მოახერხეს და შეძლეს თავის დამკვიდრება შრომით ბაზარზე. 

აქცია მარიხუანისთვის - Sputnik საქართველო
მოქალაქე ბოს ბლოგი: კანაფის ფესტივალი და რეალური პიროვნული თავისუფლება

რადგან საუბარი შრომით ბაზარზე ჩამოვარდა, არ შემიძლია, არ გამოვყო ის პლუსები და მინუსები, რომლებიც ახალგაზრდა თაობის სამუშაო პროცესს ახლავს.

სტუდენტზე მორგებული გრაფიკი — ეს არის ის მთავარი ხელშემწყობი ფაქტორი, რომელიც სტუდენტს საშუალებას აძლევს, სწავლის პარალელურად იმუშაოს. ამავდროულად საქართველოში მრავლადა ისეთი კომპანიები, სადაც მოწინავე პოზიციებს სწორედ ახალგაზრდები იკავებენ და ეს ყოველივე აზრთა თანხვედრის საუკეთესო წინაპირობას ქმნის.

და, მაინც, მწვავე პრობლემად რჩება ანაზღაურების საკითხი. საქართველოში შრომა არ არის საკმარისად დაფასებული. სწორედ ამიტომაც ხსნიან უცხოური კომპანიები საქართველოში ფილიალებს, რათა ნაკლები ჯამაგირი გადაუხადონ დაქირავებულ ადგილობრივ პერსონალს. აი, ამ დაუფასებლობის გამოა, რომ ხშირად ახალგაზრდას საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი შეაქვს და ეს ყოველივე მისი პიროვნული თვისებების რეგრესს იწვევს. 

90-იანების თბილისი - Sputnik საქართველო
მოქალაქე ბო: ბნელი 90-იანები, ანუ ავტომობილები აგურებზე და „კანონიერი ქურდი“ ხელისუფლებაში

გარდა ადმინისტრაციული და ბიზნეს-სექტორისა, ახალგაზრდების წვლილი გარკვეულწილად გაიზარდა აგრარულ ბიზნესებში. სოფლად ხშირად შეხვდებით ახალგაზრდებს, რომლებიც ადრეული ასაკიდან ჩაერთვნენ სოფლის ცხოვრებაში და, საბოლოო ჯამში, ეს მათი ბიზნეს-იდეის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი გამხდარა. მეფუტკრეობა თუ მეკურდღლეობა, მწყრის ფერმა თუ სხვა სამეწარმეო კატეგორიები ქართველმა ახალგაზრდებმა საკმაოდ კარგად აითვისეს და არ გამოვრიცხავ, რომ ძალიან მალე ჩვენ რამდენიმე მსხვილი კომპანიაც მივიღოთ, რომლებსაც სათავეში ახალგაზრდა და ამავდროულად ქარიზმატული ლიდერები ეყოლებათ.

ამ შემთხვევაში ყველაზე კარგი და, რაც მთავარია, მნიშვნელოვანი — ეს სახელმწიფოს პოზიციაა. კარგია, რომ აქცენტი ახალგაზრდა თაობაზე კეთდება და მისი განვითარება-წარმატებისთვის, „ახალგაზრდული ბიზნეს-იდეის“ რეალიზებისთვის მრავალათასიანი გრანტები გამოიყოფა და სახელმწიფო პროგრამები იქმნება.

ჩემთვის, როგორც ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლისა და ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, ეს ყოველივე კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია, რადგან ნებისმიერი ქვეყნის ლოკომოტივი ყოველთვის და ყველგან ახალი იდეები და შესაძლებლობებია.

ყველა ახალი ამბავი
0