რეპერი Residente და ირაკლი ახალაია: ფანდურზე შესრულებული სინგლი და გრემის ჯილდო

© FB / Irakli Akhalaiaირაკლი ახალაია პუერტო-რიკოელ რეპერ residente-თან ერთად
ირაკლი ახალაია პუერტო-რიკოელ რეპერ residente-თან ერთად - Sputnik საქართველო
გამოწერა

ამბავი ასეთია: ორი წლის წინ ნიჭიერი მუსიკოსის ირაკლი ახალაიას მიერ დაწერილ მელოდიაზე შექმნილმა სიმღერამ „ომი'' (Guerra), რომელიც პუერტორიკოელი რეპერის რენე პერეს ჯოლგარის, მეტსახელად „რეზიდენტეს“ (Residente) მუსიკალურ ალბომშია შესული, გრემი მოიპოვა.

სინგლში ფანდურზე თავად ირაკლი უკრავს, სიმღერა სტუდია „ბრავო რეკორდსში“ ჩაიწერა. სიმღერაზე გადაღებულ კლიპში პანკისელ ქალთა ანსამბლი „აზნაში“ და ირაკლი ახალაია მონაწილეობენ.

© FB / Irakli Akhalaiaირაკლი ახალაია
რეპერი Residente და ირაკლი ახალაია: ფანდურზე შესრულებული სინგლი და გრემის ჯილდო - Sputnik საქართველო
ირაკლი ახალაია

ვისაც ეს ფაქტი გამორჩა, ალბათ ლოგიკური შეკითხვა გაუჩნდება – რატომ მოისურვა უცხოელმა მუსიკოსმა სიმღერის საქართველოში ჩაწერა?

საქმე ისაა, რომ რეზიდენტემ თავის დროზე კვლევის შედეგად აღმოაჩინა, რომ აფრიკულ, ამერიკულ და ჩინურ გენთან ერთად ის კავკასიური გენის მატარებელიცაა. ამიტომ საკუთარ გენეტიკურ სამშობლოებში იმოგზაურა და სიმღერები ადგილობრივ მუსიკოსებთან ერთად ჩაწერა. კლიპის გადასაღებად პანკისის ხეობა შეარჩია.         

ეს ფაქტი ორი წლის წინ სათანადოდ არ გაშუქდა. როგორც ჩანს, ნიჭიერი ქართველი მუსიკოსი ცნობილი რეპერის ჩრდილქვეშ მოექცა. ამიტომ გადავწყვიტეთ, ირაკლი ახალაია ჩვენ გავაცნოთ მკითხველს და მისი დღევანდელი საქმიანობის შესახებაც შევიტყოთ. 

— ირაკლი, რეპისა და ფანდურის ერთ მუსიკალურ ყალიბში ასე საინტერესოდ მოქცევა მხოლოდ ნიჭიერ ადამიანს შეუძლია. ამ ხაზს დღემდე აგრძელებთ?

— რეპი და ფანდური მართლაც თითქოს სხვადასხვა პოლუსებია, მაგრამ როცა საქმე მუსიკას ეხება, შეუძლებელი არაფერია.

იცით, რას ვფიქრობ? იქნებ იდეების არარსებობის ბრალია, რომ მსგავსი კომპოზიციები ჩვენთან არ იქმნება? მიმაჩნია, რომ ქართველ მუსიკოსებს სიახლე გვაკლია. არადა, მადლობა ღმერთს, რეპერების ნაკლებობას არ ვუჩივით, ვირტუოზი მუსიკოსებიც გვყავს და, წესით, ინოვაციები სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს. 

© FB / Irakli Akhalaiaირაკლი ახალაია
რეპერი Residente და ირაკლი ახალაია: ფანდურზე შესრულებული სინგლი და გრემის ჯილდო - Sputnik საქართველო
ირაკლი ახალაია

— დღეს რას საქმიანობთ, რაიმე ახალ პროექტზე ხომ არ მუშაობთ?

— 30 წლის ვარ და გარკვეული გამოცდილება უკვე დავაგროვე. საკუთარი ბენდიც მყავდა, „ნიჭიერის“ ნახევარფინალსა და ფინალში ვეხმარებოდი გიორგი ჩიტაურს, ანუ ვიცი, როგორ უნდა გაკეთდეს ბენდი. მაგრამ ჩემ ქალაქში რამდენჯერაც შევთავაზე ბენდის შექმნა, იმდენჯერ არაფერი გამოვიდა. მხოლოდ თბილი სალამი, მოკითხვა და დაპირება, რომ ჩემნაირ პროფესიონალ კადრს ხელიდან არ გაუშვებენ...

მარტვილის კერძო სკოლაში სტუდია მაქვს, ქუთაისის რესტორანშიც ვუკრავ ბენდთან ერთად. ახლა ახალი პროექტი დავიწყე და ბავშვთა ბენდი შევქმენი. 

© FB / Irakli Akhalaiaირაკლი ახალაია
რეპერი Residente და ირაკლი ახალაია: ფანდურზე შესრულებული სინგლი და გრემის ჯილდო - Sputnik საქართველო
ირაკლი ახალაია

თავიდანვე მინდოდა, ჩემი ცოდნა რაიონისთვის მომეხმარებინა, მაგრამ სურვილი ერთია და რისი საშუალება მეძლევა – ეს მეორე. არასდროს გავხდები ვინმეს მხარდამჭერი მხოლოდ იმიტომ, რომ რაიმე სარგებელი ვნახო. მირჩევნია ასე ვიცხოვრო, ვიდრე ვინმეს მარიონეტი გავხდე. 

— გაიხსენეთ, როგორ შეიქმნა სიმღერა, რომელიც რეპერ Residente-ს ალბომში შევიდა, როგორ დაუკავშირდით მას?  

 — დაახლოებით ორი წლის წინ ტელეფონით დამიკავშირდა ქალბატონი ნონა გიუნაშვილი, რომელიც საქართველოში ამ პროექტის პროდიუსერი გახლდათ. მითხრა, რომ ჩვენთან სიმღერის ჩასაწერად ჩამოდიოდა პუერტორიკოელი კომპოზიტორი, რეპერი residente, რომელსაც სიმღერის ჩასაწერად ფანდურზე შესრულებული მუსიკალური ფონი სჭირდებოდა.

იმ დროისათვის ჩემი ერთ-ერთი ვიდეო სოციალურ ქსელებში დიდი მოწონებით სარგებლობდა და ჩავთვალე, რომ სწორედ ეს კომპოზიცია, ან ნაწილი ამ კომპოზიციიდან residente-ს სტილში ჯდებოდა. თუმცა მაშინ ვერც ვხვდებოდი, წინ რა მელოდა. 

მაშინ „ბრავო რეკორდსის“ სტუდიაში ვმუშაობდი, რომელთან თანამშრომლობაც ყველა მუსიკოსის ოცნებაა. იქ მომასმენინა რეზიდენტემ რიტმი, რომელზეც ახალი მელოდია უნდა დამეკრა. თან ამიხსნა, რომ ამ მელოდიაზე პანკისიდან ჩამოსულმა ქალთა ანსამბლმა „აზნაშმაც“ უნდა იმღეროსო. მითხრა, რომ სიმღერა ომზე უნდა ყოფილიყო. 

© photo: courtesy of Irakli Akhalaiaირაკლი ახალაია
რეპერი Residente და ირაკლი ახალაია: ფანდურზე შესრულებული სინგლი და გრემის ჯილდო - Sputnik საქართველო
ირაკლი ახალაია

ძალიან დავიბენი, წარმოიდგინეთ, წამებში უნდა მომეფიქრებინა აკორდული სვლა ფანდურზე, რომელიც სიმღერის მუსიკალურ ხაზს განსაზღვრავდა. არადა, ეს ნებისმიერი კომპოზიტორისთვის საკმაოდ დიდი თავსატეხია. მელოდია მთლიანად ჩემია. მით უმეტეს, რომ მე კომპოზიტორი არ ვარ. ფიქრებით იმწამსვე აგვისტოს ომისკენ წავედი, რადგან ეს პერიოდი წარსულიდან ყველაზე მძაფრ მოგონებებს აღმიძრავს და... სიმღერაც შედგა.

ამაში ძალიან დიდი შრომა ჩავდეთ. მოგეხსენებათ, უშრომლად არაფერი მოდის. და, მაინც, ყველაფერი ძალიან კარგად მახსენდება, რადგან მათთან მუშაობა ჩემთვის ზედმეტად საინტერესოც კი იყო. მიმაჩნია, რომ ჩემ ცხოვრებაში ჯერჯერობით ყველაზე დიდი გამოცდა საკუთარ თავთან, მუსიკალური თვალსაზრისით, ამ ალბომზე მუშაობისას ჩავაბარე და ამით ვამაყობ. 

© FB / Irakli Akhalaiaირაკლი ახალაია საფრანგეთის პრინცესასთან ერთად
რეპერი Residente და ირაკლი ახალაია: ფანდურზე შესრულებული სინგლი და გრემის ჯილდო - Sputnik საქართველო
ირაკლი ახალაია საფრანგეთის პრინცესასთან ერთად

— ალბათ ბევრი ფიქრობს, რომ ამ ნამუშევრისთვის მაღალი ჰონორარი მოგცეს. შეგიძლიათ ამის შესახებ გვითხრათ?

— რეპერთან არანაირი კონტაქტი არ მქონია, თუ არ ჩავთვლით ჩაწერის დღეს, როცა ის ვნახე. თავიდან პროდიუსერს შევუთანხმდი ჰონორარზე — ცოტა არ იყოს, სასაცილო თანხაზე, 100 დოლარზე. თუმცა რეზიდენტეს იმდენად მოეწონა ჩემი ნამუშევარი, ბოლოს 600 ლარი გადამიხადეს.

სიმღერის ჩაწერის პროცესი გადაღებულია. მას HBO სტუდია იღებდა და ამაზე დოკუმენტურ ფილმი შექმნეს. მთლიანი ალბომი, შვიდი თუ რვა სიმღერა, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ჩაიწერა. ფილმის საუნდტრეკი კი ჩვენთან ჩაწერილი სიმღერაა.  

© photo: courtesy of Irakli Akhalaiaირაკლი ახალაია
რეპერი Residente და ირაკლი ახალაია: ფანდურზე შესრულებული სინგლი და გრემის ჯილდო - Sputnik საქართველო
ირაკლი ახალაია

ხმა, რომელიც სხვა განზომილებაა

ირაკლი ბავშვობიდან ცეკვავს, მღერის და უკრავს. სკოლაში კარგად სწავლობდა და მისი ოცნებები იმთავითვე ხელოვნებას უკავშირდებოდა. ყველაზე კომფორტულად თავს სცენაზე გრძნობდა. ხელოვანთა ოჯახში გაიზარდა, დედა კულტურის სახლის დირექტორი იყო, მამა — სამხატვრო ხელმძღვანელი. დღეს სტუდიები აქვთ, სადაც პატარებს ქართულ ხალხურ სიმღერებსა და საკრავებზე დაკვრას ასწავლიან.

ირაკლია ახალაია: ფანდურზე დაკვრა მამამ მასწავლა. 17 წლის ვიყავი, თბილისში რომ ჩამოვედი სასწავლებლად — სტუდენტი გავხდი. მერე ქუთაისში დავბრუნდი...

ამ წლების განმავლობაში ბევრჯერ გამხსენებია დედაჩემის ნამღერი და მისი ხმის გახსენებაზე ბევრჯერ მიტირია. დედაჩემის ხმა ჩემთვის სხვა პლანეტა და განზომილებაა. ესაა ხმა, რომელიც ყველაზე თბილი, ყველაზე სევდიანი და ყველაზე საყვარელია — მთელი ცხოვრებაა. 

© FB / Irakli Akhalaiaირაკლი ახალაია კლიპის ჩაწერის დროს
რეპერი Residente და ირაკლი ახალაია: ფანდურზე შესრულებული სინგლი და გრემის ჯილდო - Sputnik საქართველო
ირაკლი ახალაია კლიპის ჩაწერის დროს

— როდის მიხვდით, რომ მუსიკა თქვენი სამყაროა?

— რთულია გახსენება, მაგრამ ფაქტია, რომ სკოლის დამთავრებისთანავე ჩავაბარე საცირკო-საესტრადო სასწავლებელში, რომლის დამთავრების შემდეგ გავხდი ქართული ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფი. პარალელურად ვცეკვავდი ანსამბლ „ეგრისში“.

მერე შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავაბარე, დრამის ფაკულტეტზე. მაქვს მაგისტრის ხარისხი...   

ცხოვრებაში ხელიდან გაშვებულ შანსებზე მწყდება გული. დღეს უკვე ვიცი, რომ, თურმე, კაცმა ყოველთვის ის უნდა აკეთო, რაც სიამოვნებასა და ბედნიერებას მოგანიჭებს. და კიდევ, იცით, რას გეტყვით? თუ სხვის დახმარებას ვერ შეძლებთ, ნუ ავნებთ მაინც...

ყველა ახალი ამბავი
0