წინასაარჩევნო პროგნოზები - რას მოუტანს ქვეყანას ამომრჩევლის გულგრილობა

© SPUTNIK / LEVAN AVLABRELIწინასაარჩევნო აგიტაცია საქართველოში
წინასაარჩევნო აგიტაცია საქართველოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
შედგება თუ არა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური.

„ქართული ოცნება”  საპრეზიდენტო არჩევნებამდე 10  დღით ადრე  საკუთარ კვლევებს აქვეყნებს,  რომლის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილს პირველივე ტურში გამარჯვებას უწინასწარმეტყველებს. ასეთი თვითდაჯერებულობა ხშირად დამღუპველია კიდეც, თუმცა ამ ტიპის კვლევა ძალაინ ჰგავს წინა თვითმართველობის  არჩევნებზე, თბილისის მოქმედი მერის კახი კალაძის  მიღებულ ხმათა რაოდენობას.

მმართველი პარტია ცდილობს საზოგადოებას ისე შეუქმნას აზრი, რომ გამარჯვება უკვე სალომე ზურაბიშვილის ხელშია. 

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოებაში ძალიან დიდი ინტერესია არჩევნების მიმართ,  „ქართულმა ოცნებამ“  მიიღო გადაწყვეტილება და საჯარო გახადა შიდა კვლევების შედეგები.  

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
პრემიერი: არჩევნები თავისუფალ გარემოში ჩატარდება

„გამომდინარე იქიდან, რომ მაღალია მედიისა და საზოგადოების ინტერესი, მივიღეთ გადაწყვეტილება შიდა კვლევების გასაჯაროების შესახებ. „ნაციონალური მოძრაობის“ მცდელობა, ჩვენთვის, ხელისუფლებისთვის დაებრალებინათ იმგვარი დანაშაულები, რომლებითაც მათი რეჟიმი წლების მანძილზე გამოირჩეოდა, იმთავითვე წარუმატებლობისკენ იყო განწირული, ამასვე ადასტურებს ამომრჩევლის განწყობა და შესაბამისი სოციოლოგიური კვლევის შედეგები“ - აცხადებს ჟურნალისატებთან საუბარში უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე.

„ქართული ოცნების“  შიდა  კვლევის  თანახმად, პირველივე ტურში 53%-ით საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი საპრეზიდენტო  კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს. მეორე ადგილზე 19%-იანი მაჩვნებლით გრიგოლ ვაშაძეა „ნაციონალური მოძრაობიდან“, მესამე ადგილს კი 17%-ით დავით ბაქრაძე  „ევროპული საქართველოდან“  იკავებს, ხოლო სხვა კანდიდატებს 11%-იანი მაჩვენებელი აქვთ.

საარჩევნო კამპანია - Sputnik საქართველო
საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში – ბრძოლა წესების გარეშე

ამ ჩატარებულ კვლევებშიც კი, არჩევნებში არ მიიღებს მონაწილეობას ან არ გადაუწყვეტია ვის მისცემს ხმას ამომრჩეველთა - 48 % - ი. ეს კი, დამეთნხმებით,  საკმაოდ დიდი ნიშნულია, რომელსაც არჩევნების შედეგებზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლია. იქნება თუ არა საჭირო  არჩევნებისათვის ადმინისტრაციული რესურსის სრული ჩართულობა? ამაში ორი აზრი არ არსებობს ვინაიდან,  საზოგადოებას ქართული ოცნების მხრიდან არც თუ პოპულარული კანდიდატი წარედგინა. შესაბამისად, საქართველოს ყოფილ პრემიერ მინისტრს ბიძინა ივანიშვილს  მოუწევს  თავისი ძალაუფლების სრულად გამოყენება და ადმინისტრაციული რესურსის მაქსიმალურად ამუშავება. სწორედ ეს ფაქტორი განაპირობებს მაღალ პროცენტულობას და არა საზოგადოების სიმპატიები კანდიდატის მიმართ.

რაც შეეხება არჩევნების მთავარ შეკითხვას, იქნება თუ არა მეორე ტური? ბუნებრივია, დღევანდელი სურათი სწორედ ამის მყარ საფუძველს იძლევა, რომ მეორე ტური ძალიან რეალურია.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოკითხვა „ოცნების“ შეკვეთით: საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გახდება

რა განაპირობებს მეორე ტურს? - არჩევნებზე პასიურობა. ბოლო ტენდენციას თუ დავაკვირდებით ამომრჩეველი უარს აცხადებს არჩევნებში მონაწილეობაზე არაჯანსაღი საარჩევნო გარემოს გამო. ამიტომაც, ამომრჩეველთა აქტივობა სავარაუდოდ, იქნება 55 დან -60 % მდე. ამ არჩევნებზე აუცილებლად იქნება ისეთი კატეგორია, რომელიც არჩევნებზე მივა და ყველა კანდიდატს გადახაზავს, რაც იქნება ერთგვარი პროტესტი მათი მხრიდან. რაოდენობრივად ეს იქნება დაახლოებით 3-4 %-ი.

საბოლოოდ, მეორე ტური, რომელიც დღევანდელი გადასახედიდან გარდაუვალი იქნება, უფრო დემოკრატიულობის ხარისხზე ილაპარაკებს. ხელისუფლება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით მეორე ტურამდე მიიყვანს სალომე ზურაბიშვილს, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატს. ვინაიდან, პირველ ტურში საარჩევნო ბარიერს ვერც ერთი კანდიდატი ვერ გადალახავს და ბუნებრივია, მათ შორის ზურაბიშვილი. აქედან გამომდინარე, ერთის მხრივ ამას დემოკრატიულობის ელფერი ექნება, ხოლო მეორეს მხრივ გვეყოლება ძალით „გაქაჩული“ კანდიდატი, რომელსაც საზოგადოებაში არ ყავს რეალური ალტერნატივა.

საარჩევნო ბიულეტენები ურნაში - Sputnik საქართველო
ბიულეტენებში მითითებული იქნება პრეზიდენტობის 25-ვე კანდიდატი

წინა არჩევნების სპეციფიკიდან გამომდინარე ამომრჩეველთა ხმების რაოდენობა სავარუდოდ ამდაგვარად გადანაწილდება:

სალომე ზურაბიშვილი (საინიციატივო ჯგუფი) - მიიღებს  40%-ს;

გრიგოლ ვაშაძე  (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა)  - მიიღებს 22%-ს;

დავით ბაქრაძე ( ევროპული საქართველო -მოძრაობა თავისუფლებისათვის) - მიიღებს - 14%-ს;

დავით უსუფაშვილი (თავისუფალი დემოკრატები-შენების მოძრაობა) - მიიღებს - 8%-ს;

შალვა ნათელაშვილი (საქართველოს ლეიბორისტული პარტია) -  მიიღებს -5 %-ს;

კახა კუკავა (თავისუფალი საქართველო) - მიიღებს -3%-ს;

ზურაბ ჯაფარიძე - (პოლიტიკური გაერთიანება „გირჩი“) – 3% -ს .

დანარჩენი კანდიდატები ერთიანობაში აიღებენ დაახლოებით  2 %-მდე;

პროტესტი და გაფუჭებული ბიულეტინების რაოდენობა მთლიანობაში  -   მიიღებს -4%-ს;

რამდენად მიიღებს საზოგადოება ამ რეალობას, ეს თავად საზოგადოებაზეა დამოკიდებული.  ინდიფერენტულობა საკმაოდ საშიში ტენდენციაა. სრული ძალაუფლება არ უნდა იყრიდეს თავს ერთი ადამიანის ხელში, ეს აფერხებს ქვეყნის განვითარებას და რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ჩვენ ძალიან ახლოს ვართ ამგვარ ტენდენციასთან.

 

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!

 

ყველა ახალი ამბავი
0