ისტორიული პარადოქსი: საქართველოს ოქროს ხანა და მონებად გაყიდული ათასობით ქართველი

© Pixabay / 12019მზის ჩასვლა მთების ფონზე
მზის ჩასვლა მთების ფონზე  - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამამლუქე ბავშვი აღნაგობითა და გამძლეობით გამორჩეული უნდა ყოფილიყო და რაც მთავარია, მებრძოლი სული სისხლსა და ხორცში უნდა ჰქონოდა გამჯდარი. სწორედ ამიტომ ედო ოქროს ფასი საქართველოდან გატაცებულ ტყვეებს.

ვანო სულორი

მოგეხსენებათ, „მამლუქი“ არაბული სიტყვაა და „თეთრ მონას“ ნიშნავს. თუმცა დროთა განმავლობაში ის უბადლო მეომრის სინონიმად იქცა.

„თეთრი მონა“ ძალიან ძვირად ფასობდა. შერჩევა უმკაცრესი წესით ხდებოდა. ბავშვი არა მხოლოდ აღნაგობით, არამედ გამძლეობითაც გამორჩეული უნდა ყოფილიყო და რაც მთავარია, მებრძოლი სული სისხლსა და ხორცში უნდა ჰქონოდა გამჯდარი.

© courtesy of Mglebis Khorumiცხენოსანი მამლუქი
ისტორიული პარადოქსი: საქართველოს ოქროს ხანა და მონებად გაყიდული ათასობით ქართველი - Sputnik საქართველო
ცხენოსანი მამლუქი

სწორედ ამიტომ ედო ოქროს ფასი საქართველოდან და ჩრდილოეთ კავკასიიდან გატაცებულ ტყვეებს.

მემატიანეთა მტკიცებით, XIII–XVIII საუკუნეებში, მხოლოდ დასავლეთ საქართველოდან ყოველწლიურად 11-12 ათასი ტყვე გაჰყავდათ და ჰყიდნენ ოსმალეთსა და ეგვიპტეში. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოდან გატაცებულთ, ისინი ძირითადად ირანსა და ერაყში ხვდებოდნენ.

ევროპულ საისტორიო ლიტერატურაში დაცული ცნობის მიხედვით, ეგვიპტის სულთანმა თურან შაჰმა 12 ათასამდე ყმაწვილი მონა შეიძინა — ძირითადად ქართველები და ჩერქეზები, და მათგან მამლუქთა არმია შეადგინა. ამის თაობაზე ინფორმაციას გვაწვდის ფრანგი სამხედრო სპეციალისტი ვოლნეი.
შესაძლოა ეს ინფორმაცია ვინმეს გადაჭარბებულად მოეჩვენოს, მაგრამ არსებობს სხვა წყაროებიც, რომლებიც ადასტურებს საქართველოდან ათასობით ტყვის გაყვანის ფაქტს ყოველწლიურად. 

თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ თურან-შაჰამდე მამლუქებს წარმატებით იყენებდა სალადინიც — თავადაც „თეთრ მონათა“ წრიდან გამოსული ქურთი მონა, რომელიც ნიჭისა და სიმამაცის წყალობით სულთნობამდე და ეგვიპტის ერთპიროვნულ მმართველობამდე აღზევდა.

„მკვდართა ქალაქი“ კაიროში - Sputnik საქართველო
„ქარბუქთა დამაოკებელი“ და ოსმალთა რისხვა – ამბავი ქართველი მამლუქი იოსებ მღებრიშვილისა

ცნობილია ისიც, რომ სალადინის მამლუქებში ქართველებიც მრავლად იყვნენ. ყურადღება უნდა მიექცეს იმ ფაქტს, რომ სალადინის მეფობის პერიოდი (1171 – 1193 წ.წ.) ქრონოლოგიურად ემთხვევა საქართველოს „ოქროს ხანას“, როდესაც პოლიტიკური, ფინანსური და სამხედრო თვალსაზრისით, საქართველო წინა აზიის ერთ-ერთ უძლიერეს სახელწიფოს წარმოადგენდა.

მაგრამ, რაოდენ პარადოქსულადაც უნდა მოგეჩვენოთ, ქართველები მაინც მრავლად გაჰყავდათ ტყვეებად უცხოეთში.

ქვემოთ ამის რამდენიმე სავარაუდო მიზეზზე მოგახსენებთ: 

  • 1177 წელს მეფე გიორგი III-ის  წინააღმდეგ აჯანყება მოხდა. ივანე ჯავახიშვილის ცნობით, აჯანყებულთა რაოდენობა 30 ათას კაცს აჭარბებდა. მართალია, მეფემ ბევრი მათგანი შემოირიგა, მაგრამ, არ არის გამორიცხული, რომ ურჩი მეამბოხეები ტყვეებად გაეყიდათ;
  • გიორგი მეფესთან „უსაქმურობისაგან“ შეწუხებული ლაშქრის წარმომადგენლები მისულან და შეუჩივლიათ, „არა არს ძალი დარჩომისა თვინიერ ლაშქრობისა და რბევისა“, ანუ უქმად ჯდომა აღარ გვძალიძს, ლაშქრობა-ბრძოლა მოგვწყურდაო.  საგონებელში ჩავარდნილა მეფე გიორგი: დასაპყრობი დაპყრობილი იყო, დასაჯაბნი - დაჯაბნილი.  მოსარევი მომრევიც ვიყავით უკვე დაპყრობილი გვქონდა. მეზობლები ძუძუს გოჭებივით გატრუნულიყვნენ, ომის საბაბს არ იძლეოდნენ... და მეფეს ლაშქარი საქართველოს განაპირა რეგიონებზე მიუშვია. ქართულმა ჯარმა უზარმაზარი ტერიტორია მოაოხრა მაშინ — ოლთისიდან გიშის ციხემდე. ამ ბარბაროსობას ბევრი უდანაშაულო შეეწირა, ბევრიც ტყვედ ჩავარდა და, როგორც ჩანს, უცხოეთში გაყიდეს სარფიანად;
  • 1185 წელს თამარის მოწინააღმდეგე ყუთლუ-არსლანის დასმა „კარვის დადგმა“, ანუ პარლამენტის შექმნა მოითხოვა. მართალია, ეს გამოსვლა დიდი სისხლისღვრის გარეშე მოგვარდა, მაგრამ გამორიცხული არ არის, ყუთლუ-არსლანის დაპატიმრებული მომხრეები შორეული ეგვიპტის გზისთვის გაეყენებინათ; 
  • 1186 წელს თამარ მეფე იური ბოგოლიუბსკიზე, იგივე გიორგი რუსზე დააქორწინეს, მაგრამ ვერ შეიფერა რუსმა ბრწყინვალე მეფე-ქალის თანამეცხედრეობა. ამიტომაც „პატივით გაიწვია“ იგი უკან თამარმა. მაგრამ გიორგი რუსი მალე ისევ დაბრუნდა საქართველოში და თანამზრახველებიც მრავლად გაიჩინა  დასავლეთ და სამხრეთ საქართველოს ფეოდალების სახით, რომლებმაც 40 ათასიანი არმია დაძრეს თამარის წინააღმდეგ. მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ აჯანყებულთა შორის ერთი პირი არ იყო, მათი რიგები თანდათან შეთხელდა და სამეფო სპას აღარ გაჭირვებია გიორგი რუსის მომხრეთა დამარცხება. და შესაძლოა, დამარცხებულები ტყვეებად გაყიდეს; 
„მკვდართა ქალაქი“ კაიროში - Sputnik საქართველო
„ქარბუქთა დამაოკებელი“ და ოსმალთა რისხვა – ამბავი ქართველი მამლუქი იოსებ მღებრიშვილისა
  • იმ დროს საქართველოში თარეშობდა ტაოს დიდი ფეოდალი გუზანი, რომელიც მეფისადმი სიურჩითა და ტყვეთა სყიდვით დიდ ზიანს აყენებდა ქვეყანას. გუზანი მეზობელ საერისთავოებს ესხმოდა თავს, ატყვევებდა ხალხს და ქათმებივით ჰყიდდა მათ. 1191 წელს მოღალატე გუზან ტაოელმა საქართველოს ჩამოშორა ტაოსკარი, ვაშლოვანი და სხვა ციხეები, რომლებიც მოსახლეობასთან ერთად გადასცა ხლათის სულთან შაჰ-არმენს. ადვილი წარმოსადგენია, რა ბედიც ეწეოდათ სულთნის ხელში ჩავარდნილ ქრისტიანებს. მართალია, გუზან ტაოელი შეიპყრეს და თვალებიც დათხარეს, მაგრამ მისი მრავალწლიანი თარეშის შედეგად არაერთი ქართველი აღმოჩნდა ეგვიპტეში მონად გაყიდული;
  • ნებისმიერი გლეხი და ხელოსანი, რომელიც ვერ გადაიხდიდა შესაბამის გადასახადს, მონად იყიდებოდა. ფეოდალიზმის ეპოქაში ეს ჩვეულებრივი მოვლენა გახლდათ და გამონაკლისს არც საქართველო წარმოადგენდა. ამიტომ ათასობით ჯანითა და ღონით სავსე ქართველი იყიდებოდა უცხოეთში მონად;
  • ფხოველთა ამბოხის შემდეგ, რომელიც სასტიკად ჩაახშო ივანე მხარგრძელმა, სამეფო სპამ მრავლად ტყვე წამორეკა მთიდან. რაღა თქმა უნდა, რომ დატყვევებულ ფხოველთა მნიშვნელოვანი ნაწილი მონებად გაიყიდებოდა...
  • ასე რომ, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, შესაძლოა პარადოქსია, მაგრამ ფაქტია: საქართველოს ძლიერებისა და ბრწყინვალების ეპოქაში, ოქროს ხანაშიც კი, ქართველი ტყვეები მაინც მრავლად იყიდებოდნენ მონებად უცხოეთში. 

     

     

    ყველა ახალი ამბავი
    0