მოქალაქე ბოს ბლოგი: ენერგეტიკა, ტურიზმი და... მონატრებული ხმლის ქნევა

© Pixabay / Arijitrexმთების პეიზაჟი
მთების პეიზაჟი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„მოქალაქე ბო“ ერთი ქართველი ახალგაზრდა კაცია. ფიქრი უყვარს და ყველაფერზე საკუთარი აზრი აქვს. ამ ნაფიქრალ-ნააზრევს კი მოკლე წერილებში აზიარებს და საზოგადოებას აცნობს.

გუშინ ვფიქრობდი, ასეთი მაგარი ქვეყანა ვართ, არაფერი არ გვაკლია და მაინც ასე უკან რატომ ვართ-მეთქი? ხომ შეიძლება, ჩვენმა ქვეყანამ  წინ წაიწიოს რაღაც კონკრეტული კრიტერიუმებით, რომელთა განვითარება და პროგრესი დამატებით ბენეფიტებს მოგვიტანს?

რა თქმა უნდა, შეიძლება. 

თბილისი - Sputnik საქართველო
მოქალაქე ბოს ბლოგი: რატომ ვერ გაიმართა წელში ჩვენი ქვეყანა

თქვენის ნებართვით, გაგაცნობთ ჩემი ხედვით გასათვალისწინებელ იმ სამ კრიტერიუმს, რომელთა განვითარება და წინ წამოწევა მნიშვნელოვან დადებით გავლენას მოახდენს ქვენის ბიუჯეტსა და ეკონომიკაზე.

უპირველეს ყოვლისა, ენერგეტიკა.

საქართველო წყალუხვი ქვეყანაა. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მდინარეების უმეტესობა კლოდვან რელიეფზე მოედინება, რაც ერთი-ორად ზრდის დაქანების სიჩქარეს და შესაბამისად, უფრო მეტი მოცულობით გარდაიქმნება ენერგიად. 

მსოფლიოში ამ მხრივ მოწინავე ქვეყანა იაპონიაა, რომელიც საკუთარ ტერიტორიაზე არსებული წყლის 70%-ზე მეტს ისე იყენებს, რომ ენერგეტიკაში გამუდმებული ზრდისა და განვითარების წინაპირობას ქმნის. 

კაზინო - Sputnik საქართველო
მოქალაქე ბოს ბლოგი: კაზინოში წაგებული ცხოვრება და „ქარწაღებული“ ახალგაზრდობა

რა მოხდებოდა, მისაბაძ მაგალითად ამომავალი მზის ქვეყანა გვექცია და ანალოგიურად აგვეთვისებინა წყლის რესურსები? დარწმუნებული ვარ, ენერგოდამოუკიდებლობა უფრო მეტად თავდაჯერებულ და, რაც ყველაზე მთავარია, ეკონომიკურად დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გვაქცევს.

შემდეგი უმნიშვნელოვანესი ასპექტი ტურიზმია.

საქართველოს აღმოსავლეთ ევროპის შვეიცარიად მოიხსენიებენ, რადგან ერთადერთი ქვეყანაა ახლო აღმოსავლეთში, სადაც ტურისტს თოვლზე თხილამურებით სრიალიცა და ზღვაში ბანაობაც ერთ დღეს შეუძლია.

ახლა კითხვა უნდა დავსვა: საინტერესოა, ჩვენ უნდა გვამსგავსებდნენ შევიცარიას თუ პირიქით, შევიცარიას უნდა უწოდებდნენ შუაგული ევროპის საქართველოს? ბუნებრივი პირობები და რელიეფური მრავალფეროვნება ხომ ჩვენს ქვეყანაში უფრო ფართოდაა წარმოდგენილი, ვიდრე ნეიტრალიტეტის მქონე სახელმწიფოში. 

საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო
მოქალაქე ბოს ბლოგი: ვის კეთილდღეობას ხმარდება ჯვრით გარდასახული ფული?

ვფიქრობ, ტურიზმის საკითხს, სხვებთან შედარებით, მაინც მეტი ყურადღება ექცევა და შესაბამისად, მეტადაცაა განვითარებული. საქართველო ყოვეწლიურად სულ უფრო და უფრო მეტ ვიზიტორს იღებს მთელი მსოფლიოდან, რაც დამატებითი ვალუტის შემოდინების წყაროა.

გულახდილად გეტყვით, საქართველო რომ ერთ-ერთი უმოკლესი გზაა ევროპასა და აზიას შორის, ჩემთვის ნომერ პირველ პრიორიტეტს წარმოადგენს. ვფიქრობ, ქვეყანამ უფრო მკაცრი პოლიტიკა უნდა გაატაროს საბაჟო საკითხთან დაკავშირებით, რათა შეძლებისდაგვარად მეტი სარგებელი მივიღოთ სხვადასხვა სახელმწიფოებთან ეკონომიკური კავშირებიდან. 

ყოველთვის, როცა საქართველოს ისტორიას ვკითხულობდი, უკმარისობის განცდა მეუფლებოდა: არასდროს ვიყენებდით ჩვენს შესაძლებლობებს მაქსიმალურად; არასდროს ვცდილობდით გავმხდარიყავით იმაზე მეტი, ვიდრე ვართ...

სამწუხაროდ, ეს ტენდენცია ახლა უფრო მძაფრად და გამანადგურებლად მეჩვენება, ვიდრე უწინ იყო. იქნებ იმიტომ, რომ მაშინ ხმლის ქნევა მაინც შეგვეძლო...

ყველა ახალი ამბავი
0