11:48 19 აგვისტო 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.9344
  • 100 RUB3.8267
  • USD2.5779
ექიმი

კისტა: სიმპტომები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა

CC0 / Pixabay / DarkoStojanovic
ავტორები
მოკლე ბმულის მიღება
შოთა ნოზაძე
234960

რუბრიკა „ფასილიტატორის“ სტუმარია მეან–გინეკოლოგი სალომე ლოლუა

 საკვერცხის კისტა არის  კეთილთვისებიანი წარმონაქმნი ქალის ორგანიზმში, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს ღრუს–თხევადი ან ნახევრად თხევადი შიგთავსით. კისტის წარმოქმნის ზუსტი მექანიზმის განსაზღვრა ხშირად რთულია, უმეტეს შემთხვევაში, საკვერცხეში კისტა ქალის ორგანიზმში უმნიშვნელო ცვლილებების გამო წარმოიქმნება, რომელიც დაკავშირებულია ჰორმონებთან, ნორმალური მენსტრუალური ციკლის პირობებშიც კი. კისტა შეიძლება წარმოიქმნას ნებისმიერი ასაკის ქალის საკვერცხეში, მაგრამ ძირითადად, იგი რეპროდუქციული ასაკის ქალების პათოლოგიად ითვლება. საბედნიეროდ, კისტების უმრავლესობა არ საჭიროებს მკურნალობას და თავად გაიწოვება, უსიმპტომოდ 1–3 მენსტრუაციული ციკლის განმავლობაში. 

კისტები შეიძლება დაიყოს ფუნქციონალურად და პათოლოგიურად:

კისტებს, რომლებიც არ საჭიროებენ სპეციალურ მკურნალობას და თვითგანკურნებას ექვემდებარებიან, ეწოდებათ ფუნქციონალური ან დროებითი. როგორც წესი, ასეთი კისტა ვითარდება ოვულაციის დარღვევის შედეგად, ხდება ფოლიკულის ზრდა და მასში სითხის დაგროვება. ფუნქციონალური კისტა თავადვე გაიწოვება.

უფრო სერიოზულ დაავადებას წარმოადგენს პათოლოგიური კისტები:

ყვითელი სხეულის კისტა — წარმოიქმნება არარეგრესირებული ყვითელი სხეულის ადგილზე, რომლის ცენტრში სისხლის მიმოქცევის დარღვევის შედეგად ჰემორაგიული სითხე გროვდება. ყვითელი სხეული კისტა ჩვეულებრივ არ აღემატება რვა სანტიმეტრს.

პარაოვარიალური კისტა — არ წარმოიქმნება საკვერცხიდან, მაგრამ მდებარეობს მის მახლობლად. თავისთავად წარმოადგენს თხელკედლიან, ერთკამერიან წარმონაქმნს, ზომით 20 სანტიმეტრამდე.

დერმოიდული კისტა – ხშირად შეიცავს სხვადასხვა ჩანართებს, როგორიცაა თმა, ცხიმის უჯრედები, ძვლის და კბილის ქსოვილები, რაც შემოსაზღვრულია სქელი კაფსულით, დიამეტრი აღწევს 15 სანტიმეტრამდე. ასეთი კისტა იზრდება ნელა მაგრამ მუდმუვად. დიდი ზომების შემთხვევაში ახდენს ზეწოლას მეზობელ ორგანოებზე და იწვევს მუდმივი ხასიათის ტკივილს.

ენდომეტრიოიდული კისტა – ვითარდება მაშინ,როდესაც საკვერცხეში იწყებს ზრდას ენდომეტრიუმის ქსოვილი. ესეთი კისტები ხშირად ორმხრივია და იზრდება ხუთიდან 15–20სანტიმეტრამდე. ენდომეტრიოიდული კისტა იზრდება ყოველი ახალი მენსტრუაციული ციკლის შემდეგ.

სიმპტომები რომლებიც ახასიათებს საკვერცხის კისტებს:

— არარეგულარული მენსტრუალური ციკლი.

— ტკივილი მუცლის ქვედა არეში, რომელიც ძლიერდება მენსტრუალური ციკლის დაწყებისას ან შემდეგ, შარდვისას და სექსუალური აქტის დროს. ზეწოლის შეგრძნება სწორ ნაწლავზე ან შარდის ბუშტზე, რის გამოც პაციენტს შეიძლება ჰქონდეს ხშირი შარდვა ან კუჭის მოქმედება.

— მუცლის შებერილობა ან სიმძიმის შეგრძნება მუცლის არეში.

— მუცლის გარშემოწერილობის ზრდა.

კისტის გართულებები:

1)შემოგრეხა – საკვერცხის კისტის შემოგრეხის დროს ხდება საკვერცხის შიგნით სისხლის მიმოქცევის მოშლა, რაც იწვევს ძლიერ ტკივილს და მწვავე მუცლის განვითარებას.

2) კისტის აპოპლექსია – აპოპლექსია ვლინდება მუცლის ძლიერი ტკივილით, ფარული სისხლდენით მუცლის ღრუში.

ორივე ზემოთ აღნიშნული გართულება საჭიროებს სასწრაფო გადაუდებელ ქირურგიულ მკურნალობას.

3) კისტის მალიგნიზაცია – იშვიათ შემთხვევაში კისტის გართულება შეიძლება იყოს საკვერცხის კიბო.

მკურნალობა:

კისტის მკურნალობა დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე, კისტის სახეობასა და ზომაზე. ქალს, რომელსაც აქვს საკვერცხეზე წარმონაქმნი, აუცილებელია იმყოფებოდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. მკურნალობის გზები ორგვარია: მედიკამენტოზური და ოპერაციული. ორივე შემთხვევაში აუცილებელია დეტალური გამოკვლევა, რათა განისაზღვროს მკურნალობის შემდგომი ტაქტიკა. კონსერვატიული მკურნალობის დროს ინიშნება ვიტამინო თერაპია, ჰორმონალური პრეპარატები. მენსტრუალური ციკლის დასარეგულირებლად რიგ შემთხვევაში ინიშნება ანტიბიოტიკებიც. ქირურგიული მკურნალობა ნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში: კისტის დიდი ზომები, მენოპაუზის მქონე ქალბატონებში საკვერცხეზე წარმონაქმნის არსებობა, ზომების სწრაფი ზრდა, შემოგრეხა, როდესაც კისტა  რამდენიმე მენსტრუალური ციკლის შემდეგ არ ქრება.

მთავარი თემები