ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება

© AFP 2024 / VANO SHLAMOVბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გახდება თუ არა ის ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატი?

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა. მართალია, დღეს მის პრეზიდენტობაზეც ბევრს საუბრობენ, მაგრამ მმართველი პარტიის თავმჯდომარეობა ამ ქვეყანაში გაცილებით დიდ გავლენას ნიშნავდეს, ვიდრე პრეზიდენტის პოსტი, თუმცა აქაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება საკითხს, ვინ არის ამ პოსტზე. პიროვნული ავტორიტეტი მნიშვნელოვნად განაპირობებს პრეზიდენტის გავლენას.

დღეს დაანონსებული სკანდალი არ შედგა. პრინციპში, ის მმართველ პარტიას ყველაზე ნაკლებად სჭირდებოდა. სწორედ ამიტომ შეხვედრაზე ქართული ოცნების ოფისში მხოლოდ კომიტეტის თავმჯდომარეები დაიბარეს და არა — მთელი უმრავლესობა. ჟურნალისტებს განსაკუთრებით მოხვდათ თვალში ის, რომ შეხვედრაზე არ იმყოფებოდნენ დეპუტატები, რომელთაც წინა დღეებში კრიტიკულ განცხადებებს აკეთებდნენ.

პრეზიდენტის სასახლე - Sputnik საქართველო
არა სიცოცხლე, არა სიკვდილი, არამედ რაღაც სხვა - ქართული პოლიტელიტის საპრეზიდენტო ვნებანი

ახლა ბევრი რამ საკუთარ ადგილზე დადგება ბევრი თვალსაზრისით. პირველი და უმთავრესი, ალბათ, ისაა, რომ ქართული ოცნების იმ წევრებს, რომლებიც 2012 წლის 21 აპრილს „ქართული ოცნება“ დააფუძნეს, ვეღარ ეტყვიან, რომ უბრალოდ, არ იციან მათი წვლილის შესახებ.

გიორგი კვირიკაშვილი კი პარტიის თავმჯდომარის პოსტიდან დღეს განცხადებით, 19 მაისს კი ოფიციალურად წავა. თუმცა პარტიის ყრილობაზე პრეზიდენტობის კანდიდატის დასახელება მოსალოდნელი არ არის.

„ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ერთ-ერთ უმძიმეს დროს ჩამოაყალიბა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, რომელმაც გარდამტეხი როლი შეასრულა სახელმწიფოს დემოკრატიულ განვითარებაში. ყველასთვის ნათელია, თუ რამდენად დიდია ჩვენი გუნდისთვის მისი დამაარსებლის, ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი. მინდა გითხრათ, რომ პირადად ჩემი და მთელი გუნდის სახელით მე შევთავაზე და ვთხოვე ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, რომ სათავეში ჩაუდგეს ჩვენს პარტიას და მოხარული ვარ, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თანხმობა განაცხადა. მას ყველაზე მეტად ძალუძს გააძლიეროს მთავარი პოლიტიკური ბირთვი პარტიის თავმჯდომარის რანგში, შესძინოს მეტი და ახალი დინამიკა შემდგომი განვითარებისთვის, მეტი ეფექტურობისთვის და პროგრესისთვის, როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო ხელისუფლებას და თვითმმართველ ორგანოებს“, — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ქართული ოცნება - Sputnik საქართველო
რა ხდება მმართველ პარტიაში?

მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი კობახიძე ვარაუდობს, რომ ეს არ ნიშნავს სხვა საკადრო ცვლილებებს, ეს ცვლილებებს თავისთავად ნიშნავს და ძალიან მკვეთრადაც. ეხლა ძალიან მნიშვნელოვანია, ვის აირჩევენ პოლიტსაბჭოში, რომელიც, ჩვენი ინფორმაციით, შემცირდება. სავარაუდოა, რომ ხმაურიანი განცხადებებით ცნობილი დეპუტატები მასში ვეღარ მოხვდებიან, თუმცა ასევე ვერ მოხვდებიან სხვადასხვა დროს სხვადასხვა ძალების მიერ „შეცურებული“ პირები. ასეა თუ ისე, გია ხუხაშვილის მიერ დაანონსებული ბიძინა ივანიშვილის მეორედ მოსვლა შედგა. იმედია, რომ ის პარტიასა და ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას აიღებს და ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს.

ექსპერტი გია ხუხაშვილი, რომელიც მთელი ამდენი ხნის განმავლობაში გამალებული მოითხოვდა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას, კმაყოფილია. მას, როგორც ჩანს, უფრო რეალური ინფორმაცია აქვს, რომ ის არც პრეზიდენტობას და არც პრემიერ-მინისტრობას არ აპირებს. დღეს გაჟღერებული ინფორმაციით, პრეზიდენტის პოსტზე შესაძლოა, ირაკლი ღარიბაშვილი დასახელდეს, ოღონდ მოგვიანებით — ივლისის ბოლოს. ღარიბაშვილს ბევრი მხარდამჭერი ჰყავს და მისი პრემიერობიდან — ბევრი მადლიერი ადამიანი საქართველოში. ასევე მისი კადრები დღემდე ინარჩუნებენ პოზიციებს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში.

ქართული ოცნების ლიდერები - Sputnik საქართველო
პარტიული ომი „ქართულ ოცნებაში" - ბოსები სიტუაციის დალაგებისათვის ემზადებიან

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი ოფიციალურად პარტიაში არეული სიტუაციის დასალაგებლად დაბრუნდა.

პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ კრახი უწოდა „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას. მისი თქმით, ოცნებამ ლიდერის გარეშე არსებობა ვერ შეძლო და პარტიის გადასარჩენად უკვე პოლიტიკადნ წასული ლიდერის დაბრუნება გახდა საჭირო. „ახლა მნიშვნელოვანია, როგორ იქნება გააზრებული დაშვებული შეცდომები და როგორ მოხდება მათი გამოსწორება“, — აცხადებს დავით უსუფაშვილი.

როგორც არ უნდა იყოს, ცხადია, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში სწორედ ქართული ოცნების ხელისუფლების მხარდასაჭერად და განსამტკიცებლად დაბრუნდა და სიუპრიზებს არა, მაგრამ გააზრებულ გადაწყვეტილებებს კი უნდა ველოდოთ.

 

ყველა ახალი ამბავი
0