ვინ და რატომ გააძრო პავლეს ტყავი? ანუ მოვალეზე „თავდადების“ ფასი...

გამოწერა
როგორია ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები, რატომ შემცირდა კომერციული ბანკების მთლიან საკრედიტო პორტფელში ე.წ. პრობლემური სესხების რაოდენობა, რა ღირებულების უძრავი ქონება დაისაკუთრეს კრედიტორებმა მხოლოდ იანვრის თვეში და რა ემუქრება მოქალაქეს, რომელიც მოვალეს თავდებად უდგება?

დაკვირვებული მკითხველი შენიშნავდა, რომ წინამდებარე სტატიის ავტორი სისტემატურად ეცნობა ქვეყნის ეროვნული ბანკის მონაცემებს. გამონაკლისი არც ეს შაბათი და კვირა ყოფილა. მთავარი საფინანსო ინსტიტუტის მიერ გასულ კვირას გასაჯაროებული ინფორმაციიდან თქვენ ყურადღებას რამდენიმე ეპიზოდზე გავამახვილებ.

მიმდინარე წლის მარტის თვის მონაცემებით, ეროვნული ბანკის რეზერვების მოცულობა 3.022 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც 241 მილიონი დოლარით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. თუმცა ისიც ირკვევა, რომ უცხოური ვალუტის რეზერვები ბოლო ერთ თვეში 47 მილიონი დოლარით შემცირდა. ანალიტიკოსების განმარტებით, მოულოდნელი არაფერია. ეროვნული ბანკი მუდმივად ზრუნავდა სავალუტო რეზერვების შევსებაზე და იძენდა ათეულობით მილიონ ამერიკულ დოლარს, რითიც გარკვეული დროის განმავლობაში ამუხრუჭებდა კიდეც ლარის გამყარების ტემპს უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში. ამგვარი პოლიტიკა საბანკო ვალდებულებებით დატვირთული მოსახლეობის გაღიზიანებას იწვევდა. არცთუ იშვიათად გაისმოდა მოსაზრება, რომ ქვეყნის მთავარი საფინანსო უწყება კომერციული ბანკების ინტერესებს ემსახურება.

მოვაჭრეები მშრალ ხიდზე - Sputnik საქართველო
საპენსიო სისტემის რეფორმა – მოლოდინი და რისკები...

საკრედიტო ტვირთი ვახსენეთ და აქვე გეტყვით, რომ როგორც ეროვნული ბანკი იუწყება, კომერციული ბანკების ჯამურ საკრედიტო პორტფელში, თებერვლის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14 პროცენტით შემცირდა ე.წ. პრობლემური სესხების წილი. ამჟამად უიმედო სესხების საერთო მოცულობა 633 მილიონი ლარია, ეს კი მთლიანი საკრედიტო პორტფელის 2.8 პროცენტია, რაც, ანალიტიკოსთა შეფასებით, სექტორის ჭარბ ლიკვიდობაზე მიუთითებს. ანუ, ბანკებს აქვთ შესაძლებლობა, რისკებდაბალანსებული კრედიტები გასცენ. როცა ლიკვიდობა არასაკმარისია, ბანკი ან დაკრედიტების მოცულობას ამცირებს ან სასესხო განაკვეთს ზრდის. ზოგადად, პრობლემური სესხების მოცულობის შემცირება დადებითი პროცესია, თუმცა სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ თავი არ უნდა მოვიტყუოთ. პრობლემური სესხების რაოდენობის შემცირება კრედიტის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული უძრავ-მოძრავი ქონების რეალიზაციის ან ვალების ჩამოწერის შედეგია და არა მსესხებელთა გადახდისუნარიანობის გაუმჯობესების. მათ ამ მოსაზრებას კი უთუოდ გაამყარებს კიდევ ერთი მაჩვენებელი, რომელიც ეროვნული ბანკის „საფინანსო სექტორის მიმოხილვაში“ არის მითითებული: მიმდინარე წლის მხოლოდ იანვრის თვეში კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებულმა ქონებამ 209.5 მილიონი ლარი შეადგინა და ეს 49.1 მილიონი ლარით ჭარბობს გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. ამასთანავე, ეროვნული ბანკის ცნობით, მიმდინარე წლის იანვრის მონაცემებით, ჩამოწერილი სესხების მოცულობამ 28.7 მილიონი ლარი შეადგინა, მაშინ, როცა გასული 2017 წლის ამავე პერიოდში 22.6 მილიონი ლარის ოდენობის სესხი ჩამოიწერა. ერთი სიტყვით, ვადაგადაცილებული კრედიტი მსესხებელს კარგს რომ არაფერს უქადის, არახალია, თუმცა ბოლო დროს სულ უფრო იკვეთება კიდევ ერთი ახალი ტენდენცია, როცა თანხას პეტრე სესხულობს და გასტუმრება პავლეს უწევს პრინციპით — „სანამ პეტრე მოვიდოდა, პავლეს ტყავი გააძვრესო“…

ფულის დათვლა - Sputnik საქართველო
თვალი მიჭირავს ბანკზედა, როგორც მიმინოს მწყერზედა...

დიახ, კომერციული ბანკები პოტენციურ მოვალეს ხშირად მიუთითებენ, რომ კრედიტს მხოლოდ თავდების წარმოდგენის შემთხვევაში გასცემენ. თავდებობას იმიტომ მიმართავენ, რომ ამ შემთხვევაში იზრდება ვალდებულების შესრულების ალბათობა. იმის მიხედვით, თუ რა სახის თავდებობაა, კრედიტს გადაიხდის მოვალე ან/და თავდები. პირობითი პეტრეს და პავლეს თავგადასავალიც ამ წუთიდან იწყება. ამიტომ ურიგო არ იქნება, თუ იურისტების რჩევას გავიზიარებთ და ვიდრე ახლობელს თავდებში ჩავუდგებით, გავითვალისწინებთ, რომ ამგვარ „თავდადებას“ არც თუ იშვიათად სერიოზული რისკები ახლავს…

საბანკო სფეროში კარგად ჩახედული სპეციალისტები და იურისტები აცხადებენ, რომ ხშირად სწორედ თავდებში მყოფი პირები გვევლინებიან დაზარალებულის ამპლუაში. მაინც რა უნდა ვიცოდეთ, ვიდრე კომერციულ ბანკში ან ნებისმიერ საკრედიტო დაწესებულებაში ახლობლის სასიკეთოდ თავის „დადებას“ გადავწყვეტთ?

ეროვნული ვალუტა ლარი - Sputnik საქართველო
პირველი მერცხალი – ლარის „აიწონა-დაიწონა“ და „საოცნებო“ ფასები!

იურისტების განმარტებით, თავდებობა შეიძლება იყოს ვადიანიც და უვადოც. თავდებობის ხელშეკრულების ნამდვილობისთვის საჭიროა კანონით დადგენილი ფორმის დაცვა, კერძოდ, თავდებობა უნდა დაიდოს წერილობით. მასში უნდა განისაზღვროს ის კონკრეტული თანხა, რომლის ფარგლებშიც თავდები მოვალის ვალდებულებაზე პასუხს აგებს. ერთმანეთისგან განსხვავდება სოლიდარული და სუბსიდიური თავდებობა. თუ მხარეები ხელშეკრულებით განსხვავებულ წესზე არ შეთანხმდებიან, სუბსიდიური თავდებობის წესები მოქმედებს, რაც იმას გულისხმობს, რომ თავდებისადმი მიმართვა მოვალის ვალდებულების შესრულების მიზნით მხოლოდ მას შემდეგ არის შესაძლებელი, რაც სასამართლო ძირითადი მოვალის მიმართ მისივე ვალდებულების იძულებითი აღსრულების მოთხოვნას დააკმაყოფილებს. წინააღმდეგ შემთხვევაში თავდებს შეუძლია, უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე. თუ მხარეები ხელშეკრულებით შეთანხმდებიან, რომ თავდები ვალდებულებას სოლიდარულად კისრულობს, მაშინ გამსესხებელს შეუძლია სასამართლო ღონისძიებების გარეშე მოსთხოვოს თავდებს ძირითადი მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულება. ამ შემთხვევაში თავდები გარკვეულწილად მოვალეს უთანაბრდება. მნიშვნელოვანია, რომ კანონმდებლობით თავდები უფლებამოსილია, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების, შესრულების ვადის გადაცილების შესახებ ინფორმირებული იყოს. გამსესხებელი ვალდებულია ეს ინფორმაცია თავდების მოთხოვნისთანავე გასცეს, წინააღმდეგ შეთხვევაში იგი თავისუფლდება შესაბამისი ინფორმაციის მიუწოდებლობის გამო დამდგარი ზიანისგან. მთავარი პრობლემა კი მაინც ის არის, რომ მოქალაქეები არ უღრმავდებიან რისკებს, რომლებიც თავდებობას ახლავს თან და ხელშეკრულებას გაუაზრებლად აწერენ ხელს.

თბილისი - Sputnik საქართველო
ბანკებისა და მევახშეების მიერ დასაკუთრებული უძრავ-მოძრავი ქონება და მსესხებელთა რისკები

იურისტების შეფასებებით, ყველამ, ვინც პრაქტიკაში ამ საკითხს კარგად იცნობს, იცის, რომ თავდებობის ხელშეკრულების ფორმა, რომელსაც საბანკო დაწესებულებები იყენებენ, შაბლონურია და თავდებს მაქსიმალურად მაღალ პასუხისმგებლობას აკისრებს. საქმე ის არის, რომ აღნიშნული ხელშეკრულებით, იმ შემთხვევაში, თუ მოვალე ნაკისრ ვალდებულებას ვერ დაფარავს, გამსესხებელს შეუძლია დარჩენილი ვალის ანაზღაურება თავდებში მყოფ პირს მოსთხოვოს.

რისკების გათვალისწინებით იურისტები მოქალაქეებს გვირჩევენ, ვინმესთვის თავდებში ჩადგომისგან თავი მაქსიმალურად შევიკავოთ. ხოლო, თუ სიტუაცია გარდაუვალია და მაინც გავრისკავთ, ყურადღება მივაქციოთ იმას, თუ რამდენად გადახდისუნარიანია მსესხებელი, რომელსაც თავდებში ვუდგებით. კარგად გავიაზროთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოვალე სესხს ვერ გადაიხდის, ვალდებულების შესრულება ჩვენ მოგვიწევს!

ყველა ახალი ამბავი
0