შელოცვები ბებიის სკივრიდან – მასტიტისა

© photo: Sputnik / Alexandr Utkin / გადასვლა მედიაბანკშისკივრი
სკივრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვაგრძელებთ ხალხური ზეპირსიტყვიერების იშვიათი დარგის, გაქრობის პირას მყოფი ქართული ფოლკლორის უნიკალური სახეობის - შელოცვების პუბლიკაციას. კვირაში ერთხელ გაგაცნობთ სამკურნალო შელოცვებსა და მათთან დაკავშირებულ რიტუალს. რუბრიკას უძღვება ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი საბა მეტრეველი.

შელოცვა განმარტებით ლექსიკონებში ცრურწმენას უკავშირდება. თითქოს, შელოცვის სიტყვები დათრგუნავს, განდევნის ავ სულს და ავადმყოფს გამოაჯანმრთელებს. შელოცვა „გულისხმობს შერითმულ სიტყვებს, რომელთა ძალაც ავადმყოფს გამოათავისუფლებს ავი სულებისგან“. შელოცვაში სამი რამ არის დომინანტური და გაუთიშველი: სიტყვა, მოქმედება (რიტუალი) და ჩურჩული.

ქალი შაკიკის შეტევის დროს - Sputnik საქართველო
შელოცვები ბებიის სკივრიდან - შაკიკისა

მიღებულია, რომ შელოცვას „ბარბაროსული გაუგებრობა“ უნდა ახლდეს. ყველაზე „გამჭრელ“ ტექსტებადაც სწორედ აბრაკადაბრული, ანუ ბუნდოვანი შინაარსის მქონე მიიჩნეოდა. გამოყოფენ კოსმოგონიურ, სამკურნალო და სამეურნეო შელოცვებს. შელოცვები წარმოადგენენ რაღაც ეკლესიური ცოდნის, ქრისტიანული სიმბოლიკის გადაგვარება-დამახინჯების პროდუქტს. მინიშნებითაც კი ადვილი საგრძნობია, რომ ქრისტიანული ცოდნა რაღაც ეტაპზე გახალხურდა, მასში შეიჭრა არაკანონიკური ელემენტები, დამახინჯდა და ასეთი ფორმით განეფინა შელოცვებში. ამდენად, შელოცვები არ არის წარმართული ტექსტები და, ძირითადად, ქრისტიანობის გახალხურების, პაგანიზაციის პროდუქტია. ერთ-ერთი ძირითადი განმასხვავებელი ლოცვასა და შელოცვას შორის არის რიტუალი, რომლის გარეშე ის თითქოს ძალას კარგავს. შელოცვები — ეს იგივე მაგიური პოეზიაა და მაგიური ტექსტებით ლოცვა მორწმუნე ქრისტიანისთვის  მკრეხელობაც კია: „ვაჲ არს მათა, რომელნი შელოცვითა კურნებასა ეძიებენ… ღმერთი არს მკურნალი ჩვენი“ — გვაწავლიან ეკლესიის წმინდა მამები. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ზეპირსიტყვიერების ეს ჟანრი ძალზე აქტუალური იყო ქართულ სოფლებში, შემლოცველიც განსაკუთრებული მადლმოსილების ადამიანი უნდა ყოფილიყო. დღეს კი ქართული ფოკლორის ეს იშვიათი მარგალიტი გაქრობის პირასაა.

უფროსი შვილი უმცროსთან შესახვედრად მის დაბადებამდე მოამზადეთ - Sputnik საქართველო
შელოცვები ბებიის სკივრიდან - ორსულისა

გთავაზობთ ბებიის სკივრიდან ამოღებულ სამკურნალო შელოცვებს — დღეს წყლისას (მასტიტის) შემოგთავაზებთ.

სახელითა ხვთითა, მამითა, სულითა წმინდითა (3-ჯერ)

ანი იყო, ბანი იყო,

წყალთა შუა ნავი იყო,

წყალის პირზე სახტარია,

იქავ დედაკაცი იყო.

დედაკაცო, მომიტანე

კალამი და კალმის პირი.

ავალ ზეცას,

ვეტყვი დედას,

მომცემს ისარს,

დავკრავ წყლისას,

წყლისა-მტრისა,

საბარცხალო მზისა.

სამი ძმები მიდიოდენ

სამებისა მადსა.

ერთს ქვიოდა კეკენახა,

მეორესა — კუკუნახა,

მესამესა — თვალნამისა,

წყლისა ხარ და

წყლისა გაპარვისა!

ღმერთო, არგე ლოცვა ჩემი, / შეეწიე მადლი შენი, / მოუხდინე ლოცვა ჩემი, / ბრძანებაა ღვთის და / ლოცვა არის ჩემი! (3-ჯერ).

წყლისას გამოლოცვისას სავარცხელს უსვამდნენ ძუძუზე.

ყველა ახალი ამბავი
0