როცა სიცოცხლე სიკვდილზე იმარჯვებს

© Sputnik / Levan Avlabreliთბილისური შემოდგომა
თბილისური შემოდგომა - Sputnik საქართველო
გამოწერა
1997 წლის 11 ნოემბერს საქართველოში გაუქმდა სიკვდილით დასჯა

ქართულ სამართალში სიკვდილით დასჯა მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სასჯელის ერთ-ერთ ზომად ჯერ კიდევ ფეოდალურ ხანაში გამოიყენებოდა. სიკვდილით დასჯას განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დროს მიმართავდნენ, როგორც ამბობენ, უფრო მეფისა და სახელმწიფოს ღალატისთვის, აგრეთვე — მეფის პირადი საჯარო შეურაცხყოფისათვის, მეკობრეობისათვის. როგორც დადასტურებულია, გიორგი III-ის 1170 სიგელის მიხედვით, სიკვდილით დასჯა „მრავალჯერ პარვისთვისაც“ ყოფილა დაწესებული. განაჩენი სხვადასხვა ფორმით სრულდებოდა: ჩამოხრჩობა, მოშთობა, კლდიდან გადმოგდება თუ ცეცხლზე დაწვა.

თამარის მეფობის პერიოდში აიკრძალა სასჯელის ეს ფორმა, თუმცა მოგვიანებით, ის მაინც აღადგინეს და, ძირითადად, წარმოადგენდა ქვეყნისათვის „საშიში ადამიანებისგან“ გაწმენდის საშუალებას.

სულხან-საბა ორბელიანის ძეგლი ბოლნისში - Sputnik საქართველო
ქართველი ერის მოჭირნახულე

სიკვდილით დასჯის მოწინააღმდეგეებს სამი ძირითადი არგუმენტი აქვთ: 

1. სასამართლო არ არის დაზღვეული შეცდომებისგან და უდანაშაულოს დასჯა გამორიცხული არ არის. 

2. სიკვდილით დასჯას არა აქვს ბოროტმოქმედების შემაკავებელი ეფექტი. 

3. ამ ნაბიჯით ხელისუფლება საზოგადოებაში ძალადობის აღზევებას უწყობს ხელს.

სიცოცხლის უფლება ადამიანის უმაღლესი უფლებაა, ის ღვთისგან ბოძებულია და მისი ხელყოფა არც კანონიერად შეიძლება და არც — უკანონოდ. სიცოცხლის წართმევის უფლება მხოლოდ უზენაესის პრეროგატივაა!

დიდი კავკასიონი - Sputnik საქართველო
„მე პატარა ქართველი ვარ...“ – დუტუ მეგრელის ცნობილი ლექსი და მისი ნამდვილი ვერსია

პორტუგალია იყო ევროპის პირველი ქვეყანა, რომელმაც 1867 წელს გააუქმა სიკვდილით დასჯა, ევროკავშირის უკანასკნელი წევრი კი, რომელმაც 1999 წელს სისხლის სამართლის კოდექსიდან ამოშალა სასჯელის ეს ფორმა, დიდი ბრიტანეთი გახდა, თუმცა, როგორც ცნობილია,1964 წლიდან ამ ქვეყანაში სიკვდილით არავინ დაუსჯიათ.

დღეს, 21-ე საუკუნეში სიკვდილით დასჯა ისევ რჩება ამერიკული საზოგადოების დილემად.

1996 წლის მიწურულს საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმი გამოაცხადა. 1997 წლის 11 ნოემბერს კი პარლამენტმა საბოლოოდ გააუქმა სიკვდილით დასჯა. საქართველო მეორე პოსტსაბჭოთა ქვეყანა იყო (მოლდოვეთის შემდეგ), რომელმაც უარი თქვა სასჯელის ამ განსაკუთრებული ზომის გამოყენებაზე. 

სვეტიცხოველი - Sputnik საქართველო
მცხეთის ქალაქს მირონი დუღს

ჩვენი კეთილმსახური მეფე თამარის მაგალითის შემდეგ ილია ჭავჭავაძის ქვრივს, ოლღა გურამიშილს გაგახსენებთ. მან წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის, გიორგი ყაზბეგის, ხელით გენერალ-გუბერნატორს გაუგზავნა არზა, რომელშიც ითხოვდა ილიას მკვლელების შეწყალებას: „სამხედრო სასამართლომ სიკვდილით დასჯა გადაუწყვიტა ჩემთვის და მთელი საქართველოსთვის ძვირფასი ილია ჭავჭავაძის სამ მკვლელს. სიცოცხლეში ჩემმა ქმარმა მთელი თავისი ძალღონე და ღვთის მიერ მასზე მოვლენილი მაღალი ნიჭი შესწირა ადამიანის სულში ადამიანური გრძნობის და კაცთა შორის სიყვარულის გამტკიცებას. მე ღრმად მწამს, დღეს რომ ჩემი ქმარი ცოცხალი იყოს, შეუნდობდა იმათ, რომელთაც სასიკვდილოდ გაიმეტეს იგი და თავის უბედურ, გზადაბნეულ ცხვრებად  მიიჩნევდა“… ეს იყო მაღალი ჰუმანიზმისა და ქრისტიანული პრინციპების იშვიათი გამოვლენა. გაოგნებული „რუსკიე ვედემოსტი“ წერდა: „მაშინ, როდესაც მთელ რუსეთში გამეფებულია ზნეობრივი სიბნელე და უკუნეთი და ყოველ ნაბიჯზე გაისმის მოჰკალ, ჩამოახრჩე და ლამის სასოწარკვეთილების მორევში ჩავიხრჩოთ, ამ დროს საქართველოს საუკეთესო შვილის ქვრივი, რომელსაც უსაყვარლესი მეუღლე ბარბაროსულად მოუკლეს და თვითონაც იგი მხეცურად დაჭრეს, ევედრება მთავრობას, სიკვდილით ნუ დასჯით მკვლელებსო. აქამდე ვიცოდით, რომ ფიზიკური მზე აღმოსავლეთიდან ამოდის, ახლა უნდა ვთქვათ, ზნეობრივმა მზემ საქართველოდან ამოაშუქა“.

დღევანდელი დღეს ნამდვილად ღირს ამ მაღალადამიანური და ქრისტიანული ჰუმანიზმით გამთბარი ფაქტის — სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვების აღნიშვნა.


ყველა ახალი ამბავი
0