ქართველი რობინ ჰუდი გურიიდან - მელქისედეკ გუნთაიშვილი

© FB / Georgian-Gurian Outlawsგურული ფირალები
გურული ფირალები - Sputnik საქართველო
გამოწერა
უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლა, კაცობრიობის შექმნის დღიდან დაიწყო და მრავალნაირი სახე ჰქონდა. ამ ადამიანებზე იქმნებოდა ლეგენდები და თაობიდან თაობას გადაეცემოდა. ბევრი მათგანის შესახებ მხატვრული ნაწარმოებებიც იქმნებოდა.

ასე გავიგეთ ძველ რომში სპარტაკის აჯანყების, ბრიტანეთში რობინ ჰუდის, ინდოეთში კაპიტან ნემოს(სავარაუდოდ მას ჰყავდა პროტოტიპი, რა თქმა უნდა არა ამ მასშტაბით) და სხვათა შესახებ. ეს გახლდათ გამორჩეულ ადამიანთა (ან ადამიანთა ჯგუფის) პროტესტის ფორმა. რომ ვთქვა ამ მოვლენისგან შორს არც საქართველო იყო მეთქი, შეიძლება გაგეღიმოთ, რადგან მარტო გურია ასამდე ასეთ მებრძოლს ითვლის. მათ აბრაგებს ან ფირალებს უწოდებდნენ. აბრაგი (Абрек) ჩრდილო კავკასიური ტერმინია და რუსულის მეშვეობით შემოვიდა ჩვენში, ხოლო სიტყვა ფირალი (ფირარ) არაბულად გაქცეულს ნიშნავს. XVII საუკუნეში ამ სახელს ოსმალეთის არმიის დეზერტირებს უწოდებდნენ. სავარაუდოდ ეს ტერმინი აჭარიდან შევიდა გურულ დიალექტში. ძირითადად ეს იყო ადამიანთა კატეგორია, რომლებიც ისტორიულმა ბედუკუღმართობამ მკვლელობისა და ტერორის გზაზე დააყენა. ქართველ ფირალთა ისტორიას რომ გადავხედე, ბევრი მათგანის თავგადასავალი ჩემთვის უცხო აღმოჩნდა, ამიტომ გადავწყვიტე ზოგიერთის შესახებ გიამბოთ.

ფაიფურის ჭადრაკი - Sputnik საქართველო
როგორ დაუბრუნა თბილისელმა ქურდმა „პეშკამ“ სახელგანთქმულ მოჭადრაკეს მილიონიანი ჭადრაკი

მელქისედეკ გუნთაიშვილი დაიბადა 1873 წელს, პირველად ფირალად გავარდა 1889 წელს. 18 წლისამ ცოლი მოიყვანა და ბათუმში მანთაშევის ქარხანაში დაიწყო მუშაობა.  20 წლისა  უკვე მეორედ გააბრაგდა. მისი ძმის გადმოცემით აჭარაში იგი ებრძოდა ხოჯებს და ბეგებს, მაგრამ შეიპყრეს და გადააგზავნეს ქუთაისში, სადაც  12 წლიანი კატორღა სახალინზე სამუდამო გადასახლებით  მიუსაჯეს. იქ მან ოთხი წელი გაატარა და 1904 წელს გაიქცა. ერთხანს აზერბაიჯანში იმალებოდა, შემდეგ სოხუმში აღმოჩნდა, სადაც ტერაქტების სერია მოაწყო და 17 „სტრაჟნიკი“ მოკლა. სოხუმში გუნთაიშვილის დაჭერისათვის ხელისუფლებამ ჯილდო — ხუთი ათასი მანეთი დააწესა. აფხაზეთიდან ის ეპისკოპოსის ანაფორით, პარიკითა და წვერით შენიღბული გაიპარა. მშობლიურ სოფელ კვირიკეთში დაბრუნებისთანავე  ჩაება ტერორისტულ საქმიანობაში და მონაწილეობდა პოლიციელებზე თავდასხმაში და იარაღის გატაცებაში. მთავრობამ ისევ დაუწყო დევნა, მისი შეპყრობისთვის აქაც ჯილდო დაწესდა. გუნთაიშვილი დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. ფირალი რომ ვერ მოიხელთეს, დედამისი და მისი ძმა აპოლონი დააპატიმრეს. განსრისხებულმა გუნთაიშვილმა ოზურგეთის მაზრის უფროსის მოკვლა გადაწყვიტა, მაგრამ ამხანაგებმა არ დაანებეს — ყველას ააწიოკებენო.

CC0 / Wikipedia / Unknown / Gurian outlawმელქისედეკ გუნთაიშვილი
მელქისედეკ გუნთაიშვილი - Sputnik საქართველო
მელქისედეკ გუნთაიშვილი

მაშინ მელქისმა წერილი მისწერა: რას კადრულობ, მოხუც ქალს რომ ციხეში აგდებო. თუ ასეა, მაშინ შენ ცოლ-შვილს მოვიტაცებ და ტყეში წავიყვანო. მაზრის უფროსმა ეს წერილი მიიღო და მესამე დღეს დედამისი ციხიდან გამოუშვა.  მაზრის უფროსმა მაინც არ მოისვენა, კრება მოიწვია და მოსახლეობას წარუდგინა ფირალთა ხელშემწყობი 30 კაციანი სია. გუნთაიშვილი თავის ამხანაგებთან ერთად, რომელთა შორის იყვნენ დათიკო შევარდნაძე, სიმონ ბურჭულაძე, კოლია შავიშვილი, კიკია მამულაიშვილი, ღამით მაზრის უფროსს მიადგა სახლში. მახარაძეს სუფრა გააშლევინეს, იქეიფეს, შემდეგ გამოატანინეს სია და ბუხარში დაწვეს, თან დაემუქრნენ თუ კიდევ ასეთები გაბედე, იცოდე მოგკლავთო.

ერეკლე მეორის ძეგლი თელავში - Sputnik საქართველო
მაია წყნეთელი, თამარ ვაშლოვნელი, თინა წავკისელი - მითი თუ რეალობა?

მელქისედეკი თურმე ლექსებს წერდა, ერთხელ ცნობილ ლოტბარს არტემ ერქომაიშვილს უთქვამს: „შენ რომ მთავრობა შეგირიგდეს, აუცილებლად ჩემს გუნდში ჩაგრიცხავდიო“. არსებობს ცნობა, რომ ერთ კრებაზე რომელიც გაიმართა ვლადიმერ ერქომაიშვილის ოჯახში, დაახლოებით 1904-05 წლებში, მელქისა გუნთაიშვილი  სოსო ჯუღაშვილთან ერთად გამოცხადებულა.

ამ პერიოდში მისი საქმიანობა უკვე რევოლუციურ ელფერს იძენს, გუნთაიშვილი სხვა ცნობილ ტერორისტებთან ერთად გაერთიანებული იყო წითელ რაზმში და მათთან ერთად მონაწილეობა მიიღო ნასაკირალის ბრძოლაშიც. მას ბევრი ტერორისტული აქტი აქვს მოწყობილი, მათ შორის გაძარცვა ორი სარკინიგზო ეშელონი და მოკლა პოლკოვნიკი კრილოვი, ირკუტსკში მოკლა გენერალი მიშლევსკი. გასაბჭოების შემდეგ მელქისედეკ გუნთაიშვილი ქობულეთში კომისრის თანამდებობაზე მუშაობდა. დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში ოზურგეთის ბაზარში ჩხუბისას მელქისას ძმას, სამსონს შემოაკვდა ვინმე თავართქილაძის ბიძაშვილი. საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ თავართქილაძე „ტროიკის“ წევრი გახდა და გადაწყვიტა სამაგიეროს გადახდა. სამსონი დაიჭირეს და დახვრიტეს. ამის გამო თავართქილაძე ციხეში ჩასვეს, მაგრამ გავლენიანი ნაცნობ-მეგობრების დახმარებით მან მალე დაიხსნა თავი. გათავისუფლებული თავართქილაძე გუნთაიშვილმა მოკლა.

ტამპლიერების ბეჭდის რეპროდუქცია პრაღაში გამართულ გამოფენაზე - Sputnik საქართველო
გიორგი ბრწყინვალე და ტამპლიერთა ძლევამოსილი ორდენი

ამის შემდეგ გუნთაიშვილმა ისევ აიღო ხელში თოფი და ფირალობას დაუბრუნდა. მას ამჯერად საბჭოთა მილიცია დასდევდა. მელქისი და მისი მეგობარი ფირალები შამილ დარჩია და ჯამბულათ ღლონტი თურქეთის გავლით საფრანგეთში აპირებდნენ გაქცევას. ისინი ოზურგეთთან ახლოს ერთ ოჯახში აფარებდნენ თავს, მაგრამ ღლონტმა ისინი გასცა.

თავს მილიციონერთა დიდი რაზმი დაესხათ. ორმხრივი სროლის შედეგად გუნთაიშვილი დაიჭრა, შამილს მისი დატოვება არ სურდა, მაგრამ მელქისედეკმა აიძულა  წასულიყო. დაჭრილი გუნთაიშვილი ცხენის ძუაზე გამოაბეს და მანამდე ათრიეს, სანამ არ მოკვდა. ეს მოხდა 1929 წელს (სხვა მონაცემებით 1933 წელს). დარჩიამ და ღლონტმა კი ოზურგეთთან მდებარე ექადიის ტყეს შეაფარეს თავი, სადაც ღლონტმა დაძინებული შამილ დარჩია მოკლა, გვამი კი მილიციას ჩააბარა.

მელქისედეკ გუნთაიშვილს, გურიაში, გაჭირვებულთა და ხელმოკლეთა დამხმარეს სახელი ჰქონდა. ცნობილი ფაქტია, როგორ დაიხსნა ბანკის კაბალური სესხისგან სრულიად უცნობი ოჯახი. ფირალების წრეში მის სიტყვას დიდი ფასი ჰქონია, ბევრი იჩემებდა მასთან მეგობრობას, რადგან ეს დიდ პატივად მიაჩნდათ. თუმცა, როგორც ყველა ფირალმა, მანაც  გაუსინჯა ღალატს გემო და აკი ემსხვერპლა კიდეც.

ყველა ახალი ამბავი
0