შელოცვები ბებიის სკივრიდან - დამწვრობისა

© photo: Sputnik / Nina Zotina / გადასვლა მედიაბანკშიცეცხლის ალი
ცეცხლის ალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვაგრძელებთ ხალხური ზეპირსიტყვიერების იშვიათი დარგის, გაქრობის პირას მყოფი ქართული ფოლკლორის უნიკალური სახეობის - შელოცვების პუბლიკაციას. კვირაში ერთხელ გაგაცნობთ სამკურნალო შელოცვებსა და მათთან დაკავშირებულ რიტუალს. რუბრიკას გაუძღვება ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი საბა მეტრეველი.

შელოცვა განმარტებით ლექსიკონებში ცრურწმენას უკავშირდება. თითქოს, შელოცვის სიტყვები დათრგუნავს, განდევნის ავ სულს და ავადმყოფს გამოაჯანმრთელებს. შელოცვა „გულისხმობს შერითმულ სიტყვებს, რომელთა ძალაც ავადმყოფს გამოათავისუფლებს ავი სულებისგან“. შელოცვაში სამი რამ არის დომინანტური და გაუთიშველი: სიტყვა, მოქმედება (რიტუალი) და ჩურჩული.

მიღებულია, რომ შელოცვას „ბარბაროსული გაუგებრობა“ უნდა ახლდეს. ყველაზე „გამჭრელ“ ტექსტებადაც სწორედ აბრაკადაბრული, ანუ ბუნდოვანი შინაარსის მქონე მიიჩნეოდა. გამოყოფენ კოსმოგონიურ, სამკურნალო და სამეურნეო შელოცვებს. შელოცვები წარმოადგენენ რაღაც ეკლესიური ცოდნის, ქრისტიანული სიმბოლიკის გადაგვარება-დამახინჯების პროდუქტს. მინიშნებითაც კი ადვილი საგრძნობია, რომ ქრისტიანული ცოდნა რაღაც ეტაპზე გახალხურდა, მასში შეიჭრა არაკანონიკური ელემენტები, დამახინჯდა და ასეთი ფორმით განეფინა შელოცვებში. ამდენად, შელოცვები არ არის წარმართული ტექსტები და, ძირითადად, ქრისტიანობის გახალხურების, პაგანიზაციის პროდუქტია. ერთ-ერთი ძირითადი განმასხვავებელი ლოცვასა და შელოცვას შორის არის რიტუალი, რომლის გარეშე ის თითქოს ძალას კარგავს.

შეშინებული ბიჭი - Sputnik საქართველო
შელოცვები ბებიის სკივრიდან – შეშინებულისა
შელოცვები — ეს იგივე მაგიური პოეზიაა და მაგიური ტექსტებით ლოცვა მორწმუნე ქრისტიანისთვის  მკრეხელობაც კია: „ვაჲ არს მათა, რომელნი შელოცვითა კურნებასა ეძიებენ… ღმერთი არს მკურნალი ჩვენი“ — გვაწავლიან ეკლესიის წმინდა მამები. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ზეპირსიტყვიერების ეს ჟანრი ძალზე აქტუალური იყო ქართულ სოფლებში, შემლოცველიც განსაკუთრებული მადლმოსილების ადამიანი უნდა ყოფილიყო. დღეს კი ქართული ფოკლორის ეს იშვიათი მარგალიტი გაქრობის პირასაა.

გთავაზობთ ბებიის სკივრიდან ამოღებულ სამკურნალო შელოცვებს — დღეს დამწვრობისას შემოგთავაზებთ.

სახელითა ხვთითა, მამითა, სულითა წმინდითა (3 — ჯერ)

ელი ელობდა, მელი მელობდა,

წითელხუცესა ხარი გეება,

ზღვა ხნავდა, ქვიშა თესავდა.

ვის გოუგონია ზღვა ხნული, ქვიშა თესილი,

ქალი შაკიკის შეტევის დროს - Sputnik საქართველო
შელოცვები ბებიის სკივრიდან - შაკიკისა

დამწვარი წამს იქით გაგრძელებულიყოს?!

ღმერთო, არგე ლოცვა ჩემი,

შეეწიე მადლი შენი,

მოუხდინე ლოცვა ჩემი, 

ბრძანებაა ღვთის და

ლოცვა არის ჩემი! (3 — ჯერ).

 

ყველა ახალი ამბავი
0