თუ მოვალე ვალს არ გიბრუნებთ, უძველეს და გამოცდილ მეთოდს მიმართეთ!

© Sputnik / Levan Avlabreliშემოდგომა თბილისში
შემოდგომა თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თურმე სესხება-გასესხების ტრადიცია ლამის კაცობრიობის ასაკს ითვლის... Sputnik საქართველოს ჟურნალისტმა თამაზ ჩიქვანაიამ ძალზე საინტერესო ფაქტები მოიძია ამ „ფენომენთან" დაკავშირებით

საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის არასდროს ვყოფილვარ, ამიტომაც არ გამკვირებია, როცა აღმოვაჩინე, რომ საშუალო სტატისტიკური ადამიანების კატეგორიას მივეკუთვნები. რა კუთხით, ამას ახლა მოგახსენებთ:- როგორც გამოირკვა საქართველოს მოსახლეობის 80%-ს ბანკის ან მევახშის ვალი აქვს. არც მე ვარ გამონაკლისი და დავინტერესდი წარსულში რა ვითარება იყო ამ მხრივ. ჯერ განვმარტავ სიტყვებს: მევალე ვალის გამცემია. მოვალე – ვალის ამღები.

ვალის აღება ყოველთვის არ იყო ასეთი მარტივი და  საუკუნეების წინ ამ პროცესს ბევრი დასამახსოვრებელი ფაქტი ახლდა თან.  ამ სტატიაში სწორედ მათ შესახებ გიამბობთ.

1827 წელს ალჟირის მმართველმა, ვალების გადაუხდელობის გამო წამოწყებული კამათისას, საფრანგეთის ელჩს სილა გააწნა. ეს ფაქტი მოგვიანებით ალჟირში საფრანგეთის არმიის შეჭრისა და 100 წლიანი ოკუპაციის დაწყების მიზეზი გახდა.

თბილისი - Sputnik საქართველო
სანამ ქართველობაზე უარს იტყვით...

ინდიელების ტომში სახელად კვაკუტლ, ვალებთან დაკავშირებული უცნაური ტრადიცია არსებობდა. აქ ვალის აღებისას საგარანტიო ფურცლის ან გირაოს ნაცვლად, მოვალე საკუთარ სახელს ტოვებდა. შედეგად ვალის გადახდამდე, მას სახელის ნაცვლად გაურკვეველი ხმებით ან ჟესტებით მიმართავდნენ.

ვალებთან დაკავშირებით, საინტერესო კანონი არსებობდა XVI საუკუნის ინგლისში. ვალის გადაუხდელობის შემთხვევაში მოვალეებს ციხეში სვამდნენ, თუმცა არსებობდა გამონაკლისი. კერძოდ, მოვალის საკუთარ სახლში დაპატიმრება აკრძალული იყო, რის გამოც სახლიდან გაუსვლელობის შემთხვევაში, შესაძლებელი გახლდათ პატიმრობის თავიდან აცილება.

ვალის ამოღების სასტიკი ტრადიცია არსებობდა ძველ რუსეთში. მოვალეს ქალაქის მთავარ მოედანზე აწამებდნენ. ცუდ გადამხდელს უმოწყალოდ სცემდნენ, რათა რაც შეიძლება ხმამაღლა ეყვირა, მის ახლობლებს მისი ტანჯვა ენახათ და მის ნაცვლად დაებრუნებინათ ვალი.

იპოთეკური სესხები თურმე ძველ საბერძნეთშიც არსებობდა და უჩვეულო სახე ჰქონდა.  ბერძენი იპოთეკარები, მოვალის ეზოში ამონტაჟებდნენ სპეციალურ აბრას. მასზე გაკეთებული იყო წარწერა, რომელიც იუწყებოდა სესხის ვადებზე და გადაუხდელობის შემთხვევაში გასატარებელ ზომებზე. აღნიშნული აბრა, ვალის გადახდამდე რჩებოდა მსესხებლის სახლში.

ლევიტაცია - Sputnik საქართველო
როგორ „გადავაგოროთ“ უიღბლობის დღე - 7 სექტემბერი?

ძველი სლავები სესხის გაცემის დამადასტურებელ დოკუმენტად იყენებდნენ ხის ჯოხებს. მაგალითად, თუ ისესხებდით 10 ტომარა ფქვილს, მსესხებელიც და გამსესხებელიც, 2 სხვა და სხვა ჯოხზე 10 ნაკაწრს გააკეთებდნენ. ერთი ჯოხი მსესხებელთან რჩებოდა, მეორე გამსესხებელთან და ეს გახლდათ სესხის არსებობის დამადასტურებელი ერთადერთი დოკუმენტი.

60 დღის განმავლობაში, ვალის გადაუხდელობის შემთხვევაში, ძველ რომში ხდებოდა მოვალის ქონების კონფისკაცია და მისთვის ღირსების ჩამორთმევა. აღსანიშნავია, რომ ძველ რომაელებს მეორე სასჯელი უფრო მეტად აშინებდათ და მაქსიმალურად ცდილობდნენ გადასახადების დროულად დაფარვას.

მოსეს კანონით ქურდს ვალად ედებოდა ზარალის ანაზღაურება, რადგან თუ მოპარულის საფასურს არ გადაიხდიდა, მონად გაყიდდნენ. ამგვარად, დაზარალებულს ზარალი ყოველთვის უნაზღაურდებოდა.

გილიოტინა - Sputnik საქართველო
რატომ დაარქვეს ფრანგებმა სიკვდილის მანქანას გილიოტინა, ანუ დიდი თბილისური სიცხეები...

ღვთისმოსავ ებრაელებს კარგად ესმოდათ, რომ ვალის გადახდას  ღვთის კანონი ავალდებულებდა, ამიტომ მევალეს იმის იმედი ჰქონდა, რომ ვალს დაიბრუნებდა. თუ ებრაელს ვალის გასტუმრების საშუალება არ ჰქონდა, ვალის დასაფარავად შეეძლო საკუთარი თავი ან თავისი შვილები მონად გაეყიდა, თუმცა საიუბილეო, ანუ ყოველ 50-ე წელს ებრაელ მონებს ათავისუფლებდნენ. ყველას უბრუნდებოდა თავ-თავისი სამკვიდრო, ეს ოჯახებს ვალებში ჩავარდნისა და სიღარიბისგან იცავდა. ისიც კი, ვისაც თავისი უხეირობით ხელიდან გამოეცლებოდა ქონება, სამუდამოდ არ კარგავდა თავის მემკვიდრეობას. ახლა კი იმაზე თუ როგორ დავიბრუნოთ გაცემული თანხა (ეს ძირითადად თანამედროვე ბანკებსა და მიკროსაფინანსო დაწესებულებებს ეხება).

სკივრი - Sputnik საქართველო
შელოცვები ბებიის სკივრიდან – გათვალულისა

თუ ვერავითარი ხერხით ვერ ახერხებთ, რომ პატიოსნად(?) გასესხებული ფული დაიბრუნოთ, საშველად უნდა მიმართოთ მაგიას. შეიძინეთ ერთი ცალი ჩვეულებრივი ცვილის სანთელი, ისე რომ ხურდა გამყიდველს დაუტოვოთ. საღამოს, მზის ჩასვლისას მოიმარჯვეთ მოვალის ფოტო, აანთეთ სანთელი და 13-ჯერ წარმოთქვით შემდეგი შელოცვა:-

„როგორც ეს სანთელი იწვის და დნება, ისევე ჩემი მოვალე (წარმოთქვით მისი სახელი) სინდისის ქენჯნით იტანჯება, ვერ ისვენებს ვერც დღისით და ვერც ღამით ვიდრე ვალს არ დააბრუნებს. ეს სიტყვები დამოწმებულია ცეცხლის და ქარის ენერგიით, გამყარებულია დედა წყლით და დობილი მიწით“. ამ რიტუალის მერე, მოვალე უახლოესი 7 დღის მანძილზე აუცილებლად შეგეხმიანებათ და შეხვედრას შემოგთავაზებთ. რაც შეეხება ფულის დაბრუნებას, ამის თქმა ბოშა ქალმა, რომელმაც ეს საოცარი ხერხი მასწავლა ვერ მოასწრო, რადგან ცალკე მე მეჩქარებოდა და ცალკე მას გამოუჩნდა ახალი კლიენტი.

P.S.ეს წერილი რომ გადავიკითხე ერთი ფრაზის დამატების აუცილებლობა აღმოვაჩინე: ნუ აიღებთ ვალს და ამით თქვენს პოტენციურ მევალეებს ზედმეტ თავის ტკივილის ააცილებთ… არა და ზოგჯერ როგორ გჭირდება და არ გაქვს…

 

ყველა ახალი ამბავი
0