„პოლიტიკური იდიოტიზმი თუ შეთქმულება კალაძის წინააღმდეგ“

© Sputnik / Alexander Imedashviliთავისუფლების მოედანი
თავისუფლების მოედანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარასკევს თბილისის საკრებულოს სხდომა დიდი ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. მიუხედავად ოპოზიციის პროტესტისა, დედაქალაქის საკრებულომ მაინც მიიღო გადაწყვეტილება, კერძო კომპანიისათვის თბილისის ცენტრში მიწის ნაკვეთების გადაცემის შესახებ. „Sputnik-საქართველოს“ ჟურნალისტი საკრებულოში მომხდარისა და მოვლენების შესაძლო განვითარების შესახებ მოგვითხრობს

28 ხმით 3-ის წინააღმდეგ — გადაწყვეტილება მიღებულია. სახელისუფლებო გუნდის მტკიცებით, თბილისში უზარმაზარი სარეკრეაციო ზონა აშენდება. ოპოზიცია კი თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებას სამარცხვინოს და თბილისის მიწების ბიძინა ივანიშვილისათვის მიყიდვას უწოდებს. გუშინდელი სხდომა თბილისის საკრებულოში ძალიან დიდი ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, რამდენჯერმე ჩაიშალა კიდეც და იყო ძალადობის ალბათობა. უმრავლესობას საპატრულო პოლიციის გამოძახება და ოპოზიციის დარბაზიდან ფიზიკური ძალის გამოყენებით გაყვანა დასჭირდათ. გუშინდელი მოვლენები ძალიან წააგავდა 2003 წლის ოქტომბრის ამბების პრელუდიას. ზაალ უდუმაშვილი ამ ბრძოლაში ჩაერთო, როგორც სააკაშვილის რეინკარნაცია, მაგრამ ვარდების რევოლუციას ელენე ხოშტარიასა და კოლორიტული ნატა ფერაძის შეძახილები ნამდვილად აკლდა. ხმაურისა და გაწევ-გამოწევის გამო სხდომა საათნახევრის განმავლობაში შეჩერებული იყო და ძლივს განახლდა. თქვენ წარმოიდგინეთ, ოპოზიციის ერთი მომხრე დააკავეს კიდეც და ადმინისტრაციული წესით დააჯარიმეს.

და მაინც — რა იგეგმება და რატომაა ასე მწვავე ოპოზიცია „პანორამა თბილისის" პროექტის განხორციელების მიმართ? კონკრეტულად გუშინ საუბარი იყო პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწისქვეშა პარკინგის მოწყობასა და თაბორის მთაზე 5000 კვადრატული მეტრი მიწის გადაცემაზე საირიგაციო სისტემის მშენებლობისათვის.

პანორამა თბილისის ერთ-ერთი კომპლექსის მშენებლობა - Sputnik საქართველო
„პანორამა თბილისი“: სასამართლომ საქმე ნაწილობრივ შეწყვიტა

ნაციონალური მოძრაობის ლიდერები, კერძოდ, ზაალ უდუმაშვილი სხდომის დარბაზიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს და ის პარალელურად იმუქრებოდა, რომ 21 ოქტომბერს მოვა თბილისის ხელისუფლებაში და ამ დამღუპველ გადაწყვეტილებებს გააუქმებს. საკრებულოში მათი ფრაქციის თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის მტკიცებით კი, პარკინგის პროექტი სათანადოდ არაა მომზადებული და მას გეოლოგიური და სატრანსპორტო სქემების შესახებ დასკვნები თან არ ახლავს. საკრებულოს უმრავლესობა კი დარწმუნებულია, რომ დღეს ძალიან სასიკეთო საქმე გააკეთეს და პუშკინზე სამომავლოდ აშენებული მიწისქვეშა პარკინგი თბილისის მოძრაობის განტვირთვას და პარკინგის მოწესრიგებას შეუწყობს ხელს.

სხდომა დატოვა თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა. მან პატრულის გამოძახებას თბილისის მთავრობის სირცხვილი უწოდა და თქვა, რომ ივანიშვილი თავისუფლების მოედნის თავისი სასტუმროს მშენებლობისათვის გადათხრას აპირებს.

თბილისის საკრებულო - Sputnik საქართველო
თბილისის საკრებულოში 13 მილიონერია

მშვიდი და გაწონასწორებული „ევროპელი დემოკრატი" ელენე ხოშტარია ისე გადაირია, რომ დეპუტატი ქალბატონი სულ ძალის გამოყენებით გაიყვანეს საკრებულოს სხდომის დარბაზიდან, არასამთავრობოთა წარმომადგენელმა ნატა ფერაძემ კი საკრებულოს თავმჯდომარეს შუა თითი უჩვენა და თმაჭაღარა ალიბეგაშვილს ყვირილით მიაცილებდა: „არ გრცხვენია? რატომ გაყიდეთ თბილისი?".

შედარებით ნაკლები აჟიოტაჟი მოჰყვა ბათუმის საკრებულოს მიერ აჭარის მთავრობისათვის მწვანე კონცხის მიმდებარე მიწის ნაკვეთის გადაცემას. ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერ წევრებს ეჭვი აქვთ, რომ ნაკვეთს მთავრობა ბიძინა ივანიშვილის „ბიზნეს დეველოპმენტს" გადასცემენ. აჭარის მთავრობის მეთაური კი გაოცებულია ამ აჟიოტაჟის გამო და ამბობს, რომ მწვანე კონცხის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა და საბაგირო გზის განახლება იგეგმება და ამაში ტურისტული პოტენციალის განვითარების გარდა, ცუდი არაფერი იკვეთება.

წინასაარჩევნო აგიტაცია - Sputnik საქართველო
კალაძის სელფები, ინაშვილის მუხტი, რესპუბლიკელთა არჩევანი და „გუგავა მოვა“...

ექსპერტ გია ხუხაშვილის შეფასებით, ოპოზიცია ტემპერატურის აწევას ცდილობს, ხოლო ხელისუფლება მათ აძლევს ამის საშუალებას, რადგან პროექტი, რომელზეც საუბარია, დიდი, ხანგრძლივად განსახორციელებელი და მნიშვნელოვანია. ამიტომ მისთვის გაუგებარია, რატომ ხდება ამ საკითხების გამოტანა უშუალოდ არჩევნების წინ, რაც კახი კალაძის წისქვილზე ნამდვილად არ ასხამს წყალს. "ამ ადამიანებმა დაინახეს, რომ „ქართული ოცნება" ემსგავსება იმას, რასაც ქართველმა ხალხმა უარი უთხრა 2012 წელს", — ამბობს გია ხუხაშვილი და მიიჩნევს, რომ ეს ან სრული პოლიტიკური იდიოტიზმია, ანდა შეთქმულება კახი კალაძის წინააღმდეგ.

შეთქმულებების თეორიები იმის შესახებ, რომ კახი კალაძის დაწინაურება მთავრობაში ბევრს არ მოსწონს და არჩევნებამდე 22 დღით ადრე ამ საკითხის გამოტანა საჭირო არ იყო, მყისვე გაჩნდა. ოპოზიციამ თავი დაიიმედა, ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებას იმიტომ ჩქარობს, რომ არჩევნების წაგებას ელოდებიან და იმედი არ აქვთ, რომ მიწებს ბიძინა ივანიშვილს გადასცემენო. საზოგადოებაში ზოგადად ბევრი მოსაზრება არსებობს „პანორამა თბილისთან" დაკავშირებით, მაგრამ „ბლექ სი არენაც" რომ გავიხსენოთ, მასზეც ათასგვარი ჭორმართალი დადიოდა და მშვენიერი საკონცერტო დარბაზი გამოვიდა შუა გურიაში და გამოაცოცხლა გავერანებული ადგილები. იქვე 7-ვარსკვლავიანი სასტუმრო, ზღვაში შეჭრილი აუზით დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის გურიისა და აჭარის მოსახლეობისათვის. ძველ თბილისს ინვესტირება და მიხედვა ნამდვილად სჭირდება. უცნაურია ისიც, რომ ჯერჯერობით ამ ტერიტორიების ივანიშვილის კომპანიებისათვის გადაცემა არ განხორციელებულა და ამას ოპოზიციის წინსწრებით აპროტესტებს, თუმცა მათი ვნებებიც გასაგებია — ტემპერატურას მაღლა სწევენ წინასაარჩევნოდ. თუმცა ასაშენებელი ჯერ კიდევ ბევრია და იმედია, პარტიები სწორედ უკეთესი პროექტების წარდგენაში შეეჯიბრებიან ერთმანეთს.

ყველა ახალი ამბავი
0