07:35 23 სექტემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ნიკოლოზ ცისკარიძის შეხვედრა თაყვანისმცემლებთან

ნიკოლოზ ცისკარიძე სკოლაზე: ძალიან საინტერესო ცხოვრება გვქონდა

© Sputnik/ Maksim Blinov
ავტორები
მოკლე ბმულის მიღება
ნიკოლოზ ცისკარიძე
19 0 0

Sputnik-ის კოლუმნისტი ნიკოლოზ ცისკარიძე სკოლის პერიოდს იხსენებს და მოსწავლეების თანამედროვე ცხოვრებას გასულ დროსთან ადარებს.

სკოლაში ადვილად ვსწავლობდი, ამას დიდი სიამოვნებით ვაკეთებდი. როდესაც ვამთავრებდი სკოლას, წასვლა გამიჭირდა. არ მინდოდა სკოლის დატოვბა, იმიტომ რომ იქ მართლაც ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს.

სამ სკოლაში ვსწავლობდი — თბილისის ჩვეულებრივ სკოლაში, თბილისის ქორეოგრფიულ სასწავლებელში, შემდეგ კი მოსკოვის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში.

სამწუხაროდ, ბევრი ჩემი პედაგოგი ცოცხალი აღარ არის. ეს ძალიან საწყენი და დასანანია. აქამდე დიდი სითბოთი ვიხსენებ ბევრ მასწავლებელს. ხოლო ვინც ცოცხალია, ყოველთვის ვცდილობ მოვინახულო, როდესაც თბილისში ჩავდივარ.

საოცარია, მოსკოვში ვცხოვრობ იმ სკოლის გადასწვრივ, რომელშიც ვსწავლობდი. მთელი ცხოვრება ჩემი ფანჯრები სკოლას უყურებს. სამწუხაროდ, მყავს კოლეგები, რომლებსაც სკოლა საკმაოდ ცუდად ახსენდებათ. სულ მეუბნებიან: „როგორ შეგიძლია საერთოდ სკოლის წინ ცხოვრება, არ გეჯავრება?" მე კი ასეთი გრძნობა სკოლის მიმართ არასდროს მქონია. სკოლის კედლებში გატარებული პერიოდი ჩემთვის ძალიან ძვირფასია.

ყველა ჩემი თანაკლასელი მახსოვს, თუმცა ზოგიერთი წლებია არ მინახავს. მაგარამ მათზე მშვენიერი მოგონებები დამრჩა.

ერთადერთი, რაზეც მწყდება გული, არის ის, რომ თბილისის სასწავლებელი პლეხანოვზე მაშინ ჩამოგვართვეს და ორჯონიკიძის ქუჩაზე ახალ შენობაში გადაგვიყვანეს. ძველი შენობა მიწისძვრის დროს დაზიანდა და დიდი ხანია დაკეტილია. ეს სამწუხაროა, ის ძალიან მოხერხებული იყო და იქ ძალიან კარგად ვგრძნობდით თავს. კარგი იქნებოდა, რომ ეს შენობა აღადგინონ და ქორეოგრაფიულ სასწავლებელს დაუბრუნონ.

სკოლაში ყოველთვის ბევრი გაკვეთილი და დავალება მქონდა. რა თქმა უნდა, იყო პირველი შეყვარება და იმედგაცრუებებიც. ვერ ვიტყვი, რომ ჩემი სასკოლო ცხოვრება სხვა მოსწავლეების ცხოვრებისგან განსხვავდებოდა. ყველაფერი სხვებსავით მქონდა.

რა თქმა უნდა, ვაბშვობაში დაბრუნება მინდა. მაგრამ როდესაც მახსენდება, შემდგომში რა რთული გზა გავიარე… ალბათ, ყველა დრო თავისებურად საყვარელია. ბავშვობაში თავისებურად კარგია, ახლაც კარგია, მაგრამ სხვამხრივ.

მაგრამ მაშინ გაცილებით მეტს ვთამაშობდით, უფრო მეტად ბავშვურები ვიყავით. ახლა, რადგან სკოლაში ვმუშაობ, და გარდა ამისა, რომ პედაგოგი და უმაღლესი სასწავლო დაწესებულების რექტორი ვარ, ბავშვებს რომ ვუყურებ, ვხედავ, რასაც არ თამაშობენ. მათ არ აქვთ ის თამაშები, რომლებიც ჩვენ დროს იყო. ძირითადად ყველა გართულია აიპადებით, აიფონებით, რაღაც ელექტრონული სათამაშოებით. ჩვენ კი სულ დავრბოდით, მოძრაობაში ვიყავით, ხეებზე ვძვრებოდით, მუხლები სულ გადატყავებული გვქონდა… ძალიან საინტერესო ცხოვრებით ვცხოვრობდით. ახლა ყველაფერი შეიცვალა.

მთავარი თემები