ასტროლოგი ცაგარელი 7-13 აგვისტოს პროგნოზით

© AFP 2024 / DANI POZO პერსეიდის მეტეორული ნაკადი ცაში
პერსეიდის მეტეორული ნაკადი ცაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
"Sputnik-საქართველოს" ავტორმა, ცნობილმა ქართველმა ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა ისაუბრა მომავალ კვირაზე, თუ რა გველოდება და როგორ ავარიდოთ თავი უსიამოვნებებს.

დედამიწის ენერგეტიკის თვალსაზრისით, მიწის ენერგეტიკა ცოტა ხისტია. რადგან დედამიწა ახლა უარყოფით ენერგოველში იმყოფება, ეს აძლიერებს ნეგატიურ ენერგიას. ამიტომ ადამიანები ამ პერიოდში ჩვეულებრივზე უფრო მეტად არიან გაღიზიანებული. ტრავმებისა და ავარიების შემთხვევები ცოტა იზრდება. განსაკუთრებით ფრთხილად იყავით ეკოლოგიური კატასტროფების კუთხით. ყურადღება მიაქციეთ გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემას. ამ კვირაში ისინი შედარებით სუსტდება. მით უფრო, რომ ეს კვირა მთვარის დაბნელებას უკავშირდება, რაც უფრო აღრმავებს ამ ვითარებას.

გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც დედამიწის ენერგეტიკა უარყოფითია, ამ დროს ძნელად ხორცდება ჭრილობები. ასევე, არასასურველია ახალი საქმეების დაწყება, მნიშვნელოვანი ღონისძიებებისა და გასაუბრებების ჩატარება. ესაა პერიოდი, როდესაც, მაღალი გაღიზიანებადობის გამო, კონფლიქტი ადამიანებს შორის მკვეთრად იზრდება.

გარდა ამისა, 7 რიცხვი ძალზე მნიშვნელოვანი დღეა, რადგან ის სავსემთვარეობასა და ამასთან, მთვარის დაბნელებას უკავშირდება. ჩვენთან სავსემთვარეობა თბილისის დროით 22:12 საათზე, ხოლო მთვარის დაბნელება — 22:22 საათზე იქნება. ეს ძალზე მნიშვნელოვანი პერიოდია. ანუ, დაბნელება — ის პერიოდია, როდესაც ადამიანს განსაკუთრებით უმწვავდება პრობლემები და ძველი, ასევე ქრონიკული დაავადებები. განწყობის მკვეთრი ცვლილებების გამო ადამიანს ძალზე კონფლიქტური ვითარების შექმნა შეუძლია.

ჰოროსკოპი - Sputnik საქართველო
საქართველოში პოლიტიკური მოვლენების ასტროლოგიური პროგნოზი 2017 წელს

განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ მძღოლებსა და ქვეითად მოსიარულეებს, უყურადღებობას ტრავმებისა და ავარიების გამოწვევა შეუძლია. ასეთი დღე ყოველთვის ძალიან ფრთხილად უნდა გავატაროთ.

შეიძლება მოხდეს სხვადასხვა სახის კატაკლიზმები, მათ შორის ტერორისტული აქტების სახით. ამიტომ, გაფრთხილდით!

ამ დღეს არაფერი ახალი არ დაიწყოთ! გარდა ამისა. ეცადეთ, პოზიტიურ ტონუსში იყოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. რადგან როდესაც მთვარის დაბნელება ახლოვდება, ჩვეულებრივ, ადამიანს რაღაც მელანქოლიური განწყობა, დეპრესიული მდგომარეობა ეწყება.

ვიცით, რომ კოსმოსი ბუმერანგის პრინციპით მუშაობს — რასაც ვაგზავნით კოსმოსურ სამყაროში, იგივე გვიბრუნდება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ ვიყოთ მოწყენილი და ცუდ ხასიათზე, არამედ პირიქით, მაქსიმალურად დადებითი განწყობა გვქონდეს, მაქსიმალურად გვქონდეს ურთიერთობა სასიამოვნო ადამიანებთან, ბუნებასთან, ხელოვნებასთან, სილამაზესთან.

ანუ, ამ დღეს კოსმოსში გაშვებული პოზიტიური ენერგია აუცილებლად დაგვიბრუნდება პოზიტიური სახით. ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორია — ცხვირპირი არ ჩამოგვტიროდეს, შევეცადოთ, ეს დღე სერიოზული შეცდომების გარეშე და მელანქოლიურ-დეპრესიული ტენდენციების გარეშე განვვლოთ.

ასევე, ამ კვირაში მნიშვნელოვანია კიდევ ერთი ფაქტორი. პლანეტა მერკური — გონებისა და ინტელექტის პლანეტა — კვირას, 13 აგვისტოს, რეტროგრადული ხდება, რაც ნიშნავს, რომ ის უკან მოძრაობას იწყებს. ეს მიუთითებს, რომ რადგან პლანეტა უკუსვლას შეუდგა, ის ყველასგან ძველ, შესაძლოა, განუხორციელებლ, შეჩერებულ, არასწორად განვითარებულ იდეებთან, ძველ პროექტებთან დაბრუნებას მოითხოვს.

აქ უნდა დავუბრუნდეთ რაღაც ძველს — ძველ ურთიერთობებს, ძველ იდეებს, პროექტებს და ხელახლა გავიაზროთ ისინი, ყველაფერი ახლებურად დავიწყოთ. ამას მოითხოვს რეტროგრადული მერკური. თუმცა, მას, რა თქმა უნდა, ნეგატიური ტენდენციაც აქვს. ეს უკავშირდება იმას, რომ როდესაც მერკური რეტროგრადული ხდება, ამ დროს საავტომობილო ტრასებზე საცობები და ჭედვა მკვეთრად იზრდება.

მერკურის რეტროგრადულობა 5 სექტემბრამდე გაგრძელდება. ამიტომ განსაკუთრებით ფრთხილად უნდა ვიყოთ!

 

ყველა ახალი ამბავი
0