მარგველაშვილის ვეტოების ისტორია: დავძლიოთ თუ არ დავძლიოთ?

© photo: Sputnik / Александр Имедашвилиმარგველაშვილი პარლამენტში
მარგველაშვილი პარლამენტში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ის, რომ მიხეილ სააკაშვილმა „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ 15-მდე კანონს დაადო ვეტო, არავის უკვირდა. აი, მარგველაშვილის მხრიდან ვეტოების გამოყენებას, პოლიტიკური გუნდის კუთვნილების გამო, საქართველოში არავინ ელოდა.

განვითარებულ ევროპულ ქვეყნებში ერთი და იმავე გუნდის წარმომადგენელთა განსხვავებული ხედვა არავის უკვირს. გავიხსენოთ თუნდაც ის, რომ სულ ახლახან პოლონეთში პრეზიდენტის მიერ სასამართლო რეფორმის პაკეტზე ვეტოს დადება გამოსავლად იქცა, რადგან ამით პოლიტიკური კრიზისი განიმუხტა და ქუჩაში გამოსულ ათასობით პოლონელს მშვიდი ცხოვრების საშუალება მიეცა.

საქართველოში კი ეს უკვე პრეზიდენტ მარგველაშვილის მეცხრე ვეტოა, რომლის დაძლევაც მეცხრე მოწვევის პარლამენტს მოუწევს. პოლიტიკური ოპონენტები, ძირითადად, მმართველი გუნდიდან აცხადებენ, რომ პრეზიდენტს მომავალში პოლიტიკური აქტივობის სურვილი, ანუ საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის განზრახვა აქვს და ამიტომ ცდილობს საზოგადოებას დამოუკიდებელ პოლიტიკურ ძალად შესთავაზოს თავი. ასევე ვარაუდობენ, რომ მარგველაშვილი არც შემოდგომაზე მიღებულ კონსტიტუციას მოაწერს ხელს და მისი ხელმოწერა ირაკლი კობახიძეს მოუწევს. ანუ ეს იქნება პირველი შემთხვევა საქართველოს უახლეს ისტორიაში, როცა კონსტიტუციას არა პრეზიდენტის, არამედ პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერა დაამშვენებს. 

პრეზიდენტის სასახლე - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტმა თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირებაზე უარი განაცხადა

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პირველი ვეტო არჩევიდან ზუსტად ერთ წელიწადში გამოიყენა. მან მაშინ ვეტო მოსმენების შესახებ კანონთა პაკეტს დაადო. მარგველაშვილი თვლიდა, რომ მოსმენების გასაღების იმავე უწყების ხელში ყოფნა, რომელიც ამავე დროს მოსმენებს აწარმოებდა, ადამიანის უფლებების დარღვევის მაღალ რისკს ქმნიდა. მართალია, პარლამენტმა ვეტო ადვილად დაძლია, თუმცა ორ მნიშვნელოვან შედეგს ამ ვეტომ მაინც მიაღწია — კანონი საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო და, მეორეც — ფაქტობრივად, ამ ვეტომ უმრავლესობის რღვევის დაწყებას შეუწყო ხელი. „ფორუმი“ და „რესპუბლიკელები“, რომლებმაც ვეტოს დაძლევაში არ მიიღეს მონაწილეობა, პოლიტიკური პროცესებიდან „მიიჯირყვნენ“.

მას შემდეგ იყო კანონი ეროვნული ბანკის შესახებ, რომელიც ქადაგიძის თანამდებობიდან წასვლისთანავე შეიცვალა და საბანკო ზედამხედველობის ფუნქცია ისევ ეროვნულ ბანკს დაუბრუნდა.

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტმა ცესკოს შესახებ „ქართული ოცნების" კანონპროექტი დაიწუნა

რას შეცვლის მარგველაშვილის ვეტო ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსზე? ცნობილია, რომ 20 ივლისს პრეზიდენტმა კიდევ სამ კანონს დაადო ვეტო. დღეს ამ კანონებს პარლამენტის შესაბამისი კომიტეტები განიხილავენ. კერძოდ, საუბარია ადგილობრივი თვითმმართველოს შესახებ კოდექსზე, ასევე საარჩევნო კოდექსზე. საარჩევნო კოდექსს ერთდროულად ორი ვეტო ადევს. ერთი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საკითხს, კერძოდ, საკრებულოს წევრთა რაოდენობის ზრდას ეხება, ხოლო მეორე — ცესკოსა და საოლქო კომისიების ფორმირების წესს. 

პრეზიდენტის აზრით, მეცხრე მოწვევის პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები დემოკრატიის თვალსაზრისით უკან გადადგმული ნაბიჯია, რადგან ის ართმევს თვითმმართველობას ქალაქებს, რომელთაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ის 2014 წელს მიღებული ცვლილებებით მიანიჭა. გარდა ამისა, უდავოდ ყურადსაღებია მარგველაშვილის არგუმენტები, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები სთხოვდნენ ხელისუფლებას, საარჩევნო კოდექსში არ მიეღოთ ცვლილებები, რომლებიც საარჩევნო გარემოს შეცვლიდა არჩევნების წელს. 

საქართველოს პარლამენტის შენობა ქუთაისში - Sputnik საქართველო
საქართველოს პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს რიგგარეშე სესიაზე განიხილავს

„ვეტოების ასე გაუფასურებით გამოყენება მხოლოდ აკნინებს მისი მანდატის შინაარსსაც და მასაც, ვინც ასეთ ვეტოებს იყენებს“, — ამბობს ეკა ბესელია, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი სპიკერი. თუმცა ამავე უმრავლესობის სხვა ლიდერების, მაგალითად, არჩილ თალაკვაძის ტონი შედარებით რბილია, რაც იმას გვაფიქრებინებს, რომ მოლაპარაკებები ვეტოს დაძლევასა თუ ნაწილის გაზიარებაზე პარლამენტსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის, შესაძლოა, მიმდინარეობდეს. 

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ვეტოს დაძლევას პარლამენტი 26 ივლისს აპირებს. საზაფხულო არდადეგებზე წასულ, მაგრამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სამზადისში მყოფ დეპუტატებს ამ ვეტოებმა აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ვაჭრობის დამატებითი საფუძველი გაუჩინა. ცნობილია, რომ მაჟორიტარებს თავიანთ რაიონებში ძალიან უნდათ საკუთარი კანდიდატურები გაიყვანონ და არა — ზემოდან წარმოგზავნილი კანდიდატები.

საქართველოს პარლამენტის შენობა - Sputnik საქართველო
სიჯიუტედ ქცეული ოცნება... ანუ ერთი ყველას წინააღმდეგ...

როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, მარგველაშვილის ვეტოს უმრავლესობა წარმატებით დაძლევს, თუმცა, არც ისაა გამორიცხული, რომ ერთ-ერთ კანონზე პარლამენტმა გაითვალისწინოს კიდეც პრეზიდენტის შენიშვნები და ამით აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის წინ დემოკრატის იმიჯის მოპოვებას შეეცადოს. მთავარი, რასაც „ქართულ ოცნებას“ უკიჟინებენ, კონსენსუსის მიღწევაა. მათ ჯერ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გუნდის შიგნით მიაღწიეს კონსენსუსს, ახლა საკუთარი გუნდიდანვე გაპრეზიდენტებულ მარგველაშვილთან მიაღწევენ, შემდეგი ნაბიჯი კი — ოპოზიციის რამდენიმე მოთხოვნის გათვალისწინება იქნება, მაგალითად, ბლოკებთან და საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით. ამით „ოცნებამ“, შესაძლოა, თავიდან აიცილოს კანონების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრება.

როგორც პარლამენტში, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოში მმართველ გუნდს უკვე უმრავლესობა ჰყავს, მაგრამ განხილვის პროცედურები დროს წაიღებს და ადგილობრივი არჩევნების ვადამ შეიძლება გადაიწიოს, რაც, პირველ რიგში, ხელს არ აძლევს სწორედ უმრავლესობას, რომელიც არჩევნებზე რესურსებს ხარჯავს. ეს ხარჯებს გაზრდის. თუმცა მარადიული საარჩევნო ანდაზა საქართველოში, რომ მუსიკას უკვეთავს ის, ვინც ფულს იხდის, ისევ აქტუალურია. 

ყველა ახალი ამბავი
0