უცხოელთა მოსაზრებები ქართველებსა და საქართველოზე, ანუ რანი ვიყავით და რანი ვართ!

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის ქუჩა
თბილისის ქუჩა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველისთვის და ალბათ ყველა ერი შვილისთვის, მუდმივი ინტერესის სფეროა - რანი ვიყავით და რანი ვართ. ათასგვარი მსჯელობა ისმის ამის თაობაზე, ვინ აქებს და ადიდებს, ვინაც მიწასთან ასწორებს, თუმცა, იმაზე არავინ ფიქრობს - გვაქვს კი ამის უფლება?

ვიცით კი სინამდვილეში ვინ ვართ? რაც გინდა ფართე იყოს ერთი ადამიანის ცნობიერების არეალი მისი ნააზრევი მაინც სუბიექტური იქნება, განსაკუთრებით თუ საკუთარ ერზე გამოთქვამს მოსაზრებებს. საქართველოში უხსოვარი დროიდან ჩამოდიოდნენ უცხოტომელები, მოგზაურები, ვაჭრები, მეცნიერნი და რა თქმა უნდა დამპყრობლები. საუკუნეების მანძილზე ამ ადამიანებმა ცნება  „ქართველის“ გარკვეული სტერეოტიპი შექმნეს და ვფიქრობ ურიგო არ იქნებოდა სწორედ მათ, უცხო თვალით დანახულსა  და აღქმულს გავეცნოთ, სანამ საკუთარ ვერდიქტებს გამოვიტანთ.

ფოტოკოლაჟი - ძველი თბილისი - Sputnik საქართველო
როგორი იყო თბილისის მმართველობა ერეკლე მეორის დროს

დავიწყოთ ძველი წ.ა. პირველ საუკუნეში მოღვაწე ბერძენი ისტორიკოსითა და გეოგრაფით — სტრაბონით. აი, როგორ ახასიათებს იგი ქართველებს:„არიან ქვეყნები, სადაც სილამაზე უპირატესობად არ ითვლება, რადგან ყველა ლამაზია. მოგზაურები ამას ერთხმად ამბობენ საქართველოზე", ან —„დიოსკურიის მახლობლად სვანები(სოანები) ცხოვრობენ… ისინი ძალაგულოვანნი არიან და თავიანთი გამბედაობითა და საბრძოლო ძლირებით თითქმის ყველა ხალხზე შეუპოვარნი არიან. კავკასიის მაღალი მთებიც უჭირავთ და ყველა მეზობელ გვარ-ტომს განაგებენ. ჰყავთ მეფე და სამკაციანი საბჭო. ამბობენ, რომ სვანებს შეუძლიათ გამოიყვანონ ორასი ათასი კაცისაგან შემდგარი ლაშქარი, რადგან მთელი ხალხი ერთნაირი ძალის მებრძოლია".

თამაზ ანთაძე შეტევაზე - Sputnik საქართველო
თბილისელი „ფარჩო“ – დიდი მწვრთნელი და უღალატო კაცი!

სასიამოვნო მოსასმენია, მით უფრო, რომ ამას ბევრი სხვაც იმეორებს. გერმანელი ისტორიკოსი ქრისტოფ რომელი: „ქართველი ხალხი, მთლიანობაში აღებული, მშვენიერია, კარგი გარეგნობისა, მკვირცხლი, გონებამახვილი… კავკასიის ისთმოსი მეორე საბერძნეთად იქცევა“. იგივეს იმეორებს მისი თანამემამულე, დიდი ფილოსოფოსი ემანუელ კანტი:-„საქართველო მზეთუნახავთა ორენჟერეა გახლავთ“. ხოლო ასევე დიდი ფილოსოფოსი ჰეგელი უფრო შორს მიდის:„მხოლოდ კავკასიის ხალხში აღწევს სული თავის აბსოლუტურ მთლიანობას, ერთიანობას საკუთარ თავთან, აბსოლუტურ დამოუკიდებლობას… აღწევს თვითგამორკვევას, თვითგანვითარებას, და ამით წინ მიჰყავს მსოფლიო ისტორია. მონღოლები წყალდიდობასავით მოშავდებიან, წამიერად ანგრევენ და სამაგიეროდ არაფერს არ აშენებენ, მხოლოდ აფერხებენ პროგრესს. მსოფლიო ისტორიაში პროგრესი მხოლოდ კავკასიის რასის წყალობით ხდება“.

საფრანგეთი, პარიზი - Sputnik საქართველო
როდესაც მტერი სასიკვდილოდ ვერ გიმეტებს და ტაშს დაგიკრავს

ჟან შარდენის აზრით, „ქართველები მთელს აღმოსავლეთში და, შეიძლება ითქვას, მთელ მსოფლიოში საუცხოო ჯიშის ხალხია. ამ ქვეყანაში მე არ შემხვედრია არც ერთი უშნო ადამიანი, კაცი იქნება ეს თუ ქალი, ვხვდებოდი მხოლოდ და მხოლოდ ანგელოზისებრ სახეებს. ქალების უმეტესობა ბუნებას ისეთი სინატიფით დაუჯილდოებია, როგორსაც ვერსად შეხვდებით. ვფიქრობ, შეუძლებელია მათ თვალი მოჰკრათ და არ შეგიყვარდეთ, ქართველ ქალზე უფრო მშვენიერი სახისა და ტანის დახატვაც კი შეუძლებელია.”

მეორე ფრანგი მოგზაური ჟაკ ფრანსუა გამბა, რომელმაც საქართველოში 1820-იან წლებში იმოგზაურა, შარდენის მსგავსად, ქართველებს ადამიანის მოდგმის ნიმუშად მიიჩნევდა. მისი აზრით, ქართველები მეტად ლამაზები, გონიერები და თავაზიანები არიან. იტალიელი მისიონერის დონ ჯუზეპე მილანელის დახასიათებით კი, „ქვეყანა და განსაკუთრებით ქალები მეტისმეტად ლამაზებია. ამ მხარეში უფრო მეტად, ვიდრე სხვა ქვეყანაში, დიდი თავშეკავებაა საჭირო, რომ ცდუნებაში არ ჩავარდეს კაცი.”

მიხაი ზიჩი - Sputnik საქართველო
სად არის დაკრძალული თამარ მეფე

საქებარ სიტყვებს არც იტალიელი მისიონერი და მხატვარი დონ ქრისტოფორო კასტელი იშურებს (1627-1654 წწ-ში ცხოვრობდა საქართველოში). იგი მოხიბლულია ქართველი ქალების სილამაზითა და გონიერებით. მის მიერ დახატულ ქართველი ქალის სურათზე  ასეთ წარწერას აკეთებს: „იგი ნაწილობრივ ზეციური იყო დედამიწაზე შექმნილთა შორის.”

ისეც ნუ გამოვიყვანთ, თითქოს უცხოელებს მხოლოდ ქართველი მანდილოსნების გარეგნობა აღაფრთოვანებდა.  მეცამეტე საუკუნეში, საქართველოში იმოგზაურა ვენეციელმა ვაჭარმა მარკო პოლომაც და თავისი მოსაზრებაზც დაგვიტოვა: „ქართველები ლამაზი, მამაცი, ბრწყინვალე მოისრეები და ბრძოლებში ქებული მეომრები არიან. მათი სარწმუნოება ბერძნულ-ქრისტიანულია. თმას მოკლედ იკრეჭენ. ეს ის ქვეყანაა, რომლის გავლითაც ალექსანდრე უნდა გაბრუნებულიყო დასავლეთში, მაგრამ მისი აღება ვერ შეძლო. ამისი მიზეზია არა მარტო გზათა სივიწროვე, არამედ მთასა და ბარს შორის გაწოლილი ქვეყნის მცხოვრებთა სიმამაცე. ამიტომაც ალექსანდრემ ვერ შეძლო მისი აღება და ააგო სიმაგრე, რასაც რკინის კარები ეწოდება (დარუბანდი). საქართველოში ბევრია აბრეშუმი, ოქროქსოვილი, რომლის სადარსაც ვერსად ნახავ".

კადრი ფილმიდან გიორგი სააკაძე - Sputnik საქართველო
გიორგი სააკაძე – გმირი, მოღალატე თუ ორსახა იანუსი?!

მთლად უნაკლონიც რომ არ ვართ, ეს იტალიელმა მისიონერმა პიეტრო დელა ვალემ შეამჩნია და ქებასთან ერთად მწარედაც (თუმცა სამართლიანად) გაგვკენწლა:„ქართველები არიან მამაცნი, მაგრამ მოქმედებაში ნაკლებად ერთიანნი. ცდილობენ შიგნით შუღლის ჩამოგდებით ერთმანეთი დაღუპონ… საერთოდ, წყნარი, გამგონი, კეთილი გულის, ურთიერთობაში უბრალონი არიან. მოლაპარაკების დროს არ არიან ჯუიტნი, მატყუარანი, ორპირნი, მათთან ყოველი კეთილი საქმის მოგვარება შეიძლება” საქართველოზე აღფრთოვანებით საუბრობს გამოჩენილი ფრანგი მწერალი ალექსანდრ დიუმა:„მე თითქმის ყველაფერი ვნახე თბილისში – ქართულ სამოთხეში, და მთელი ცხოვრების მანძილზე ისე ნაყოფიერად არსად მიმუშავნია, როგორც თბილისში.“ და — „ერთი სიმართლით განთქმული რუსი მეუბნებოდა: ქართველები ბრძოლაში უნდა ნახო, მაშინ ისინი ჩვეულებრივი ადამიანები კი არ არიან, არამედ ტიტანები, რომელთაც ძალუძთ ზეცა იერიშით აიღონ". XIX საუკუნის თბილისმა ასე ათქმევინა გერმანელ სტუმარს, ავგუსტ ფრაიერ ჰარტჰაუზენს: „გასაოცარია! აქ ჩვენ ვპოულობთ ძალუმ, დიდებულ ხუროთმოძღვრებას და სრულიად სხვადასხვაგვარი სტილის ჰარმონიულ ანსამბლს. თითქოს თანამედროვე ადამიანისათვის გაეწყოთ საცხოვრებელი დარბაზი წინაპრებს! რა ნიჭით იქმნებოდა, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს და რა დიდი ისტორია ამ საკვირველ ქალაქს! “

ავღანეთი, ხედი ქაბულზე - Sputnik საქართველო
ავღანთა რისხვა გიორგი გურჯი და მის საფლავთან მუხლმოყრილი ქართველი გენერალი

დღეს „ამ საოცარ ქალაქში“ ცხოვრობენ ტომით ისეთივე ქართველები, მაგრამ თუ მათ ნააზრევს კარგად ჩავუკვირდებით პრესასა და განსაკუთრებით სოციალურ ქსელში, შთაბეჭდილება იქმნება, რომ როგორც მინიმუმ ბევრი შაჰ-აბასი ეკამათება ერთმანეთს და რაც ძალი და ღონე აქვთ ტალახში სვრიან საკუთარი ქვეყნის ღირსებას. იქნებ, ამ წერილის წაკითხვამ ჩაგაფიქროთ, სამი ათეული საუკუნე იღვაწეს ჩვენმა წინაპრებმა, რომ ქართველ ეთნოსზე აღმატებულ ხარისხში ესაუბრათ. ნუ ვიქნებით უმადურნი და ნუ ჩავყრით წყალში მათ ნაამაგარს.

 

ყველა ახალი ამბავი
0