სეზონური ვირუსები – ელოდებიან თუ არა ვირუსის ახალ ტალღას?

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშითერმომეტრი, მედიკამენტები
თერმომეტრი, მედიკამენტები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზამთრის სეზონზე ინფექციებისა და ვირუსების რისკი უფრო იზრდება. რა განსხვავებაა გრიპსა და გაციებას შორის და როგორ უნდა დავიცათ თავი გრიპის ვირუსისგან, ამის შესახებ „Sputnik-საქართველოს“ პედიატრი და ინფექციონისტი რუსუდან კობახიძე ესაუბრა.

 ნინი რაზმაძე

– რა არის გრიპის ვირუსი და რომელ სეზონზე აღწევს პიკს?

— გრიპის ვირუსით გამოწვეული დაავადება — გრიპი წარმოადგენს მაღალკონტაგიოზურ ვირუსულ ინფექციას, რომელიც ხასიათდება სასუნთქი გზების მთელი რიგი დაზიანებებით, ორგანიზმის საერთო ინტოქსიკაციითა და მრავალი გართულებით. გრიპის ვირუსი მიეკუთვნება ორთომიქსოვირუსების კლასს, არის რნმ-შემცველი ვირუსი. დადგენილია მისი სამი პათოგენური ტიპი — A,B,C. ერთმანეთისგან განსხვავდებიან ანტიგენის თვისებებით. ვირუსის გარეთა ზედაპირი დაფარულია ჰემაგლუტინინით და ნეირამინიდაზით, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ანტიგენურობაზე და განსაზღვრავენ ამა თუ იმ ქვეტიპის კუთვნილებას (H1–H13; N1–N10).  

მამაკაცის წარმატებების ლამის 99% ცოლის ქცევაზეა დამოკიდებული - Sputnik საქართველო
მამაკაცებო, გაფრთხილდით! ანუ ვირუსი, რომელიც მამაკაცებს ანადგურებს

– რა სიმპტომები ახასიათებს სეზონურ გრიპს? 

— კლინიკური მიმდინარეობის თავისებურებანი არსებითად განისაზღვრება ასაკით. მოზარდებსა და მოზრდილებში დაავადება მიმდინარეობს კლასიკური ფორმით. მცირე ასაკის ბავშვებში კლინიკური ნიშნები საკმაოდ ცვალებადია. კლასიკურად ახასიათებს დაავადების დაწყება მწვავედ, ტემპერატურის მომატებით 39-40 გრადუსამდე, შემცივნებით, საერთო სისუსტით, კუნთების ტკივილით, სხეულში მტვრევის შეგრძნებით. ახასიათებს ყელის ტკივილი, ცრემლდენა, მშრალი ხველა, წვისა და ტკივილის შეგრძნება თვალის გუგებში. გამოხატულია ზოგადი ინტოქსიკაციის ნიშნები, შესაძლოა ღებინება, დიარეა, მძიმე შემთხვევებში — ჰალუცინაციები, ცნობიერების დაკარგვა, კრუნჩხვები. 

– ყველაზე ხშირად რა ასაკის ადამიანები ინფიცირდებიან, ვინ მიეკუთვნება რისკ-ჯგუფებს?

— მიმღებლობა გრიპის ვირუსის მიმართ მაღალია ყველა ასაკში. რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებიან ადრეული ასაკის ბავშვები და ხანშიშესული ადამიანები, ორსულები, ქრონიკული ავადმყოფები. ამ ჯგუფებში ფიქსირდება ავადობისა და სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლები. 

– დაახლოებით რამდენი დღე გრძელდება ავადობა? 

— თუ გართულებები არ განვითარდა, გრიპის ვირუსით ავადობა საშუალოდ 2-5 დღე გრძელდება.

– რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს გრიპის ვირუსმა? 

— გრიპის ვირუსმა შეიძლება გამოიწვიოს ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ბაქტერიული გართულებები, კრუპი, ენცეფალოპათია, მიოკარდიტი, ყურის ინფექცია, სინუსიტები.  

სადღეღამისო აფთიაქი თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე - Sputnik საქართველო
ფილტვების ანთება: სიმპტომები, მკურნალობა, პრევენცია და ექიმის რჩევები

– გრიპის ვირუსის გადაცემის გზები?

— ინფექციის წყაროს წარმოადგენს გრიპით დაავადებული ადამიანი, რომლის კლინიკური გამოვლინებები ვარირებს წაშლილი და მსუბუქი ფორმიდან დაწყებული, ელვისებური მიმდინარეობის ჩათვლით. ზოგიერთი ცხოველი და ფრინველი წარმოადგენს რეზერვუარს და, შესაბამისად, წარმოადგენს ინფექციის პოტენციურ წყაროს. ვირუსის გადაცემა ადამიანებზე ხდება ჰაერ-წვეთოვანი გზით. ჯანმრთელის დაინფიცირებისთვის საჭიროა შედარებით ახლო კონტაქტი. ინფექციის გადაცემის საშიშროება იწყება ინკუბაციური პერიოდის დამთავრებიდან და გრძელდება ცხელების მთელ პერიოდში (პრაქტიკულად 5-7 დღე). 

– როგორ ხდება მკურნალობა? 

— ჰოსპიტალიზაცია საჭიროა, თუ გრიპი მიმდინარეობს მძიმედ — ტოქსიური ან ჰიპერტოქსიური ან გართულებული ფორმით. მკურნალობა — სიმპტომური საშუალებები, ანტიპირეტული, ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები, დიდი რაოდენობით სითხეები. ანტიბიოტიკოთერაპია მხოლოდ ბაქტერიული ფლორით გართულების შემთხვევაში. მძიმე ფორმების დროს — ანტივირუსული პრეპარატები. 

– რეკომენდაციები — როგორ უნდა დავიცვათ თავი გრიპის ვირუსისგან? 

— თავდაცვის საშუალება — ხელების დაბანა, ოთახის ხშირი განიავება, სველი წესით დასუფთავება, ვაქცინაცია.  

ონლაინ კლინიკა - Sputnik საქართველო
საქართველოში ექიმები რჩევებს ინტერნეტით გასცემენ

– ზამთრის პერიოდში ხშირად ადამიანები ვერ ხვდებიან გაცივდნენ თუ ვირუსი აქვთ, როგორ უნდა გავარჩიოთ ვირუსი და გაციება ერთმანეთისგან? 

— გაციება, როგორც ასეთი, არ არის დიაგნოზი. გაციება, ისევე, როგორც გადახურება, შეიძლება იყოს ხელშემწყობი ფაქტორი ნებისმიერი ვირუსული ინფექციის აქტივაციისთვის. როგორც წესი, როდესაც ვირუსული ინფექცია მიმდინარეობს მსუბუქი ფორმით, მშობელი ამას არქმევს გაციებას. 

– ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გრიპის ვირუსის ახალ ტალღას ელოდებიან. რა სიმპტომები ახასიათებს ახალ ვირუსს? 

— საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის 24 იანვრის მონაცემებით, საქართველოში გამოვლენილი და ლაბორატორიულად დადასტურებულია გრიპის ვირუსით დაინფიცირების 207 შემთხვევა, აქედან 5 – B, 202 – A/H3 გრიპის ვირუსის ქვეტიპები. კლინიკურად რაიმე დამახასიათებელი განსხვავებული მიმდინარეობით აღნიშნული ქვეტიპი არ გამოირჩევა. 

– როგორ დავიცვათ ბავშვები? 

— ნაკლები კონტაქტი დაინფიცირებულ ადამიანებთან, ოთახის ხშირი განიავება, სველი წესით დასუფთავება, ხელების დაბანა ხშირად და ვაქცინაცია, რომელიც სასურველია ჩატარდეს შემოდგომაზე, რათა მომზადებული შევხვდეთ ინფექციას. 

ყველა ახალი ამბავი
0