00:55 27 მარტი 2017
პირდაპირი ეთერი
მიხაელ შუმახერი

RED BARON

© FB/ Michael Schumacher
ავტორები
მოკლე ბმულის მიღება
4710

3 იანვარს მიხაელ შუმახერი 48 წლის გახდა. ბოლო სამი წელია მის მკურნალობაზე კვირაში 135 ათასი ევრო იხარჯება. შუმახერის მეუღლე კორიმ ქმრის კუთვნილი პირადი თვითმფრინავი და ნორვეგიაში არსებული საერთო მფლობელობაში მყოფი სახლი გაყიდა.

სანდრო ცნობილაძე

რამდენიმე ხნის წინ ინტერნეტში ფერებთან დაკავშირებულ ფსიქოლოგიურ კვლევას გადავაწყდი. თავს ვერ დავდებ, რომ კვლევა უალტერნატივოა, მაგრამ დამამახსოვრდა, რომ წითელი ფერი ხშირად წარმატებასთან და აგრესიულობასთან ასოცირდება. სპორტში წითელია, მაგალითად, „მანჩესტერ იუნაიტედი“ – მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კლუბი, „ფერარის“ სავიზიტო ბარათიც წითელი ფერია. ის, ვისაც „ფერარის“ ყიდვის საშუალება აქვს, ძირითადად სწორედ წითელ მანქანას არჩევს. 1996 წელს „სკუდერიამ“ არსებობის ისტორიაში, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ნაბიჯი გადადგა. გუნდმა კონტრაქტი მიხაელ შუმახერთან გააფორმა. გავა წლები და ავტოსპორტის ისტორიაში ყველაზე მაგარი მრბოლელის მეტსახელი „წითელი ბარონი“ გახდება. 

ცხოვრება ხშირად ძალიან უსამართლოა. ცნობილი ადამიანების ტრაგედიები ზოგჯერ ძალიან სიმბოლურ დროს ან ძალიან სიმბოლურ ვითარებაში ხდება. მაგალითებისთვის ისტორიის გადახედვა არ გვჭირდება. ცნობილი მომღერალი ჯორჯ მაიკლი, რომელიც მთელმა მსოფლიომ გაიცნო ჰიტით LAST CHRISTMAS, გარდაცვლილი სწორედ შობის ღამეს აღმოაჩინეს. მიხაელ შუმახერის ტრაგედია კი სრულიად აუხსნელ ვითარებაში მოხდა. ადამიანი, რომელიც XX საუკუნის ბოლოს პლანეტის უსწრაფეს ავტომობილს მართავდა და ერთმანეთის მიყოლებით სისწრაფის მსოფლიოს რეკორდებს ხსნიდა წლების განმავლობაში, უგონო მდგომარეობაში იმიტომ არის, რომ თხილამურებით სრიალისას დაეცა და თავი ქვას დაარტყა. სამი წელია მიხაელ შუმახერს, ფაქტობრივად, ხელოვნურად აცოცხლებენ. იგი არაფერზე რეაგირებს. ფილტვების ვენტილაციის მიზნით ხელოვნურად კომაში მყოფი „შუმის“ ამქვეყნიური ცხოვრებისკენ მობრუნება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ბოლო ინფორმაცია, რომელიც მის ჯანმრთელობაზე არსებობს, შემდეგია: „მდგომარეობა იმდენად რთულია, რომ მისი პროგნოზირება წარმოუდგენელია“. ეს 2016 წლის 7 ივლისს ოჯახის პრეს-მდივანმა საბინ კემმა განაცხადა.  

მიხაელ შუმახერი
მიხაელ შუმახერი

2016 წლის 31 მარტს სოციალურ ქსელ „ინსტაგრამში“ მიხაელ შუმახერის ოფიციალური გვერდი გაიხსნა. „წითელი ბარონის“ სოციალური მედიის მენეჯერებმა გვერდის გახსნა „ფერარიში“ მისი სადებიუტო რბოლის თარიღს დაამთხვიეს. გვერდის ადმინისტრატორის სიტყვებით, შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. გვერდის გამომწერთა რაოდენობამ ცხრა თვის მანძილზე 150 ათას ადამიანს მიაღწია იმის გათვალისწინებით, რომ გვერდი არ იზიარებს ეროტიკულ და სხვა ისეთ მასალას, რომელიც, შესაძლოა, თინეიჯერული, და არა მარტო, საზოგადოებისთვის საინტერესო იყოს, არ ყიდულობს ე.წ. „ლაიქებს“ და მხოლოდ მიხაელის ყველასთვის ისედაც ნაცნობი სურათების გაზიარებითაა დაკავებული. შედეგი ძალზე შთამბეჭდავია. 

3 იანვარს მიხაელ შუმახერი 48 წლის გახდა. ბოლო სამი წელია მის მკურნალობაზე კვირაში 135 ათასი ევრო იხარჯება, შუმახერის მეუღლე კორიმ ქმრის კუთვნილი პირადი თვითმფრინავი და ნორვეგიაში არსებული საერთო მფლობელობაში მყოფი სახლი გაყიდა. მომავალში რის გაყიდვასაც ლეგენდარული ავტომრბოლელის მეუღლე აპირებს, შეიხ რაშიდ ალ-მაკტუმის მიერ ნაჩუქარი კუნძულია. 

„მამასთან დაკავშირებით არასდროს არაფერი მკითხოთ. მე ავტორბოლებში დედის გვარით ვმონაწილეობ. არ მინდა რომ ზედმეტად ყურადღების ცენტრში ვიყო“, — განაცხადა „წითელი ბარონის“ ვაჟმა მიკიმ, რომელმაც ასევე ავტომრბოლელობა გადაწყვიტა.

მთავარი თემები