I LOVE THIS GAME

© FB/ NBANBA-ის ლოგო
NBA-ის ლოგო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ნაკრების კაპიტანს კიდევ ერთხელ ექნება შანსი, ითამაშოს მატჩში, რომელშიც მონაწილეობა ნებისმიერი კალათბურთელის ოცნებაა.

სანდრო ცნობილაძე

საყოველთაო აღიარებით ფეხბურთი სპორტის მეფეა, მძლეოსნობას კი სპორტის დედოფალს უწოდებენ. კალათბურთი მსგავსი ეპითეტით ჯერ არავის დაუჯილდოებია, თუმცა, ვცადოთ და ამ არაჩვეულებრივად ლამაზ თამაშს „სამეფო კარზე“ თავისი როლი მივანიჭოთ. ალბათ, ყველაზე მეტად მას შეძლებულ დიდგვაროვანთან შედარება მოუხდებოდა. 21 დეკემბერს ამ დიდგვაროვანმა თავისი დაბადებიდან 125-ე წელიწადი აღნიშნა.

1891 წლის ზამთარში მასაჩუსეტსის შტატის ახალგაზრდა ქრისტიანთა კოლეჯის ფიზიკური აღზრდის კანადელმა სპეციალისტმა ჯეიმს ნეისმიტმა სპორტულ დარბაზში ფორთოხლების სატარებელი ორი კალათი ჩამოკიდა, 18 სტუდენტი ორ გუნდად დაყო და ძალიან მარტივი წესის მქონე თამაში შესთავაზა. გამარჯვებული ის გუნდი იქნებოდა, რომელიც კალათში უფრო მეტ ბურთს ჩააგდებდა. ასე ჩატარდა პირველი საკალათბურთო მატჩი.

© FB/ NBAკალათი და ბურთი
კალათი და ბურთი - Sputnik საქართველო
კალათი და ბურთი

„ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის გასული სეზონის მატჩები მილიარდზე მეტმა ადამიანმა ნახა“. ეს ინფორმაცია NBA-ს ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ფინალური სერიის დასრულების შემდეგ გამოაქვეყნა, მაგრამ სანამ კალათბურთი პოპულარული სპორტული სახეობების რეიტინგში, ფეხბურთის შემდეგ მეორე ადგილს დაიკავებდა, მან ძალიან დიდი გზა განვლო.

ნეისმიტის გამოგონება ჯერ მხოლოდ ხუთი წლის იყო და მას უკვე თამაშობდნენ ევროპაში და ინდოეთში. მართალია, ამ უკანასკნელში საბოლოოდ მის განვითარებაზე ხელი აიღეს, მაგრამ ბებერ კონტინენტზე მეოცე საუკუნის დასაწყისში იგი ელიტარული გასართობიდან სრულიად სახალხო გასართობად გადაკეთდა.

კალათბურთის განვითარებაში უდიდესი გარღვევა 1949 წელს მოხდა, როდესაც მსოფლიო სპორტის ისტორიაში ყველაზე წარმატებული ლიგა შეიქმნა. დღეს NBA არის ფინანსური იმპერია, რომელიც მუდმივად ვითარდება და მისი პოპულარობა წლიდან წლამდე ყველანაირ რეკორდს ხსნის. ამ წერილში არ მოვყვებით იმ ადამიანების ჩამოთვლას, რომლებმაც ეროვნული საკალათბურთო ასოციაცია არნახულ სიმაღლემდე აიყვანეს. უბრალოდ გავიხსენებთ იმას, რომ ბებერ კონტინენტზე სუპერვარსკვლავების ხილვა, თუ კლუბების რამდენიმე საჩვენებელ მატჩს არ ჩავთვლით, პირველად მხოლოდ ბარსელონის ოლიმპიურ თამაშებზე (1992 წ.) გახდა შესაძლებელი. DREAM TEAM-ად წოდებული გუნდი, რომელიც იმ პერიოდის ყველა უძლიერესი მოთამაშით იყო დაკომპლექტებული, ევროპელი მაყურებლის და გუნდების წინაშე წარდგა. ჩაკ დეილის გუნდმა ოლიმპიადა ისე მოიგო, რომ მთავარ მწვრთნელს წუთშესვენება არ აუღია, რამდენიმე თამაშში კი სრულიად კურიოზულ მომენტებს ვხვდებოდით. მაგალითად, მომსწრენი გავხდით, თუ როგორ სთხოვა მატჩის დროს ლიტველმა კალათბურთელმა რამდენიმე ამერიკელ მოთამაშეს ავტოგრაფი და სამახსოვრო ფოტო.

© FB/ NBAკალათბურთელები და ოლიმპიადის ლოგო
კალათბურთელები და ოლიმპიადის ლოგო - Sputnik საქართველო
კალათბურთელები და ოლიმპიადის ლოგო

ოკეანის გაღმა კალათბურთი არანორმალური ტემპით ვითარდებოდა, ევროპა ამ ტემპს ვერ ეწეოდა, მაგრამ სურვილი დიდი იყო. ბებერ კონტინენტზე ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ, თუ მთლიანად გუნდები არა, მათი საუკეთესო წარმომადგენლები მაინც ყოფილიყვნენ კონკურენტუნაირიანები. ევროპელების ამერიკის კონტინენტზე გადაბარგების პროცესიც ნელ-ნელა დაიწყო. ლიტველი არვიდას საბონისი, ხორვატი ტონი კუკოჩი, მისი თანამემამულე დრაჟენ პერტოვიჩი, სერბი ვლადე დივაცი იყვნენ პირველი ევროპელები, რომლებმაც NBA-ში თავისი სიტყვა თქვეს. დღეს მსოფლიოს ყველაზე მაგარი სპორტული ლიგის ერთ-ერთ ყველაზე მაგარ გუნდში ქართველიცაა. ზაზა ფაჩულია „გოლდენ სტეიტში“ მარტო კი არ ირიცხება, იგი სასტარტო ხუთეულის წევრია! საქართველოს ნაკრების კაპიტანს კიდევ ერთხელ ექნება შანსი, რომ ითამაშოს მატჩში, რომელშიც მონაწილეობა ნებისმიერი კალათბურთელის ოცნებაა, ასე რომ, კიდევ ერთხელ ყველამ, ვისაც კალათბურთი გვიყვარს ან არ გვიყვარს, ვისაც ფაჩულიას თამაში ნანახი აქვს ან არ აქვს #NBAVOTE Zaza Pachulia

ყველა ახალი ამბავი
0