უჩვეულო საჩუქარი, რაც მარგარეტ ტეტჩერმა საქართველოდან წაიღო

გამოწერა
ნინო გოცაძე პროფესიით ბიოლოგია, იყო თბილისის ბოტანიკური ბაღის დირექტორი. ამიტომ შეიძლება თამამად ითქვას, რომ მან ყოველი ხისა და ბუჩქის ისტორია კარგად იცის. როგორც ჩანს, ასეთ სილამაზესთან ხშირმა კონტაქტმა მასში შემოქმედიც გააღვიძა. ქალბატონი ნინო ულამაზეს ნაკეთობებს ამზადებს.

– ქალბატონო ნინო, თქვენ ფერადი ქაღალდებით ამზადებთ ულამაზეს ნივთებს.

— დიახ, ესაა სხვადასხვა საიტებზე ნანახი, ფერადი ქაღალდებით დამზადებული ნაკეთობები და ამ ხელოვნებას კვილინგი ჰქვია. 2014 წელს ერთ-ერთ უკრაინულ გადაცემაში მივიღე მონაწილეობა, ერთი კვირის მანძილზე ვიმყოფებოდი უკრაინაში, სადაც გავიცანი გოგო, რომელიც ფერადი ქაღალდებით ძალიან ლამაზ ნაკეთობებს აკეთებდა. მეც ვცადე და სამი აპლიკაცია ჩემი ხელით გავაკეთე. თუმცა ის ნამუშევრები გოგონებს დავუტოვე სახსოვრად. აქ აღარაფერი გამიკეთებია, დიდი დრო სჭირდება ამას და როგორღაც ვერ მოვიცალე, თუმცა ალბათ ამისთვისაც მოვიცლი.   

© FB/ ნინო გოცაძე (Nino Gotsadze)ნინო გოცაძე
უჩვეულო საჩუქარი, რაც მარგარეტ ტეტჩერმა საქართველოდან წაიღო - Sputnik საქართველო
ნინო გოცაძე

– ამას გარდა თქვენ ქარგავთ კიდეც…

— 10 წელზე მეტია, რაც ვქარგავ. ქარგვა სპეციალურად არსად მისწავლია. როცა ქარგვის სურვილი გამიჩნდა, ვიყიდე ფერადი ძაფები და დავიწყე. ჯერ ნაჭერზე დავხატე და ვნახე, რომ ნაქარგი გამომივიდა. მერე მოვიძიე მაღაზიები, სადაც სპეციალურად ამ ხელსაქმისთვის საჭირო მასალები იყიდება, იქვე იყიდება სქემებიც და ასე დავიწყე. ახლა მე თავად ვაკეთებ სქემებს, როცა მომეწონება ხოლმე რაიმე სურათი, იმისგან სქემას ვაკეთებ და ვქარგავ. სოციალურ ქსელებში ჩემი ნაქარგების ცალკე ალბომი მიდევს, თუმცა ეს მხოლოდ მცირე ნაწილია. ქარგვით ახლაც ვქარგავ, ინდივიდუალური გამოფენა არ მქონია, მხოლოდ შარშან ბოტანიკურ ბაღში მოვაწყვეთ ბაღის თანამშრომელთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა და იქ ჩემი ნამუშევრებიც წარვადგინე. სამომავლოდ ვფიქრობ, გამოფენა მოვაწყო, თუმცა ჯერ საკმარისი რაოდენობის ნაქარგები არ მაქვს, 50 ნაქარგზე რომ ავალ, გამოფენაზე მერე ვიფიქრებ. 

© FB/ ნინო გოცაძე (Nino Gotsadze)ნინო გოცაძის ნაქარგი
უჩვეულო საჩუქარი, რაც მარგარეტ ტეტჩერმა საქართველოდან წაიღო - Sputnik საქართველო
ნინო გოცაძის ნაქარგი

– თქვენ ბოტანიკური ბაღის დირექტორი იყავით და ალბათ სხვებზე კარგად იცით, რა ცვლილებებს საჭიროებს დღეს თბილისის ბოტანიკური ბაღი?

— ბოტანიკური ბაღის დირექტორად 2014 წლის სექტემბერში დავინიშნე. როცა მუშაობა დავიწყე, ბევრი რამ იყო გასაკეთებელი. პირველ რიგში ბაღს ესაჭიროებოდა გასუფთავება. დავიწყეთ ბაღის გაწმენდა. გასარემონტებელი იყო ტერიტორიაზე არსებული შენობების დიდი ნაწილი. მოკლედ, მთელი რიგი მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა. აღვადგინეთ ორი აუზი ქანდაკებებით. ბაღში XX საუკუნის დასაწყისში ევროპიდან ჩამოტანილი ორი ქანდაკება იყო – „ამური“ და „ნერეიდა“. ბოტანიკურ ბაღში ჩემი მისვლისას მხოლოდ აუზები იყო დარჩენილი. ფოტომასალების დახმარებით აღვადგინეთ ორივე ქანდაკების ზუსტი ასლები. თბილისის ბოტანიკურ ბაღში მცენარეთა ძალზე საინტერესო სახეობებია, რომლებიც საქართველოში თითო-ოროლაა შემორჩენილი. მაგალითად, არის იშვიათი, გადაშენების პირას მყოფი სახეობა — მაიკოს იორდასალამი, კიდევ მარწყვის ხე, რომელიც თბილისის პირობებში ძნელად ხარობს. კარგად ხარობს ეს მცენარე დასავლეთში, თურქეთის ტერიტორიაზე და რამდენიმე ეგზემპლარი ჩვენთან, ბოტანიკურ ბაღშიც არის.  

© FB/ ნინო გოცაძე (Nino Gotsadze)ნინო გოცაძის ნაქარგი
უჩვეულო საჩუქარი, რაც მარგარეტ ტეტჩერმა საქართველოდან წაიღო - Sputnik საქართველო
ნინო გოცაძის ნაქარგი

– ამ ბაღს სხვადასხვა დროს ბევრი გამორჩეული სტუმარი ჰყოლია, თქვენ ვინ გახსენდებათ?

— 1987 წელს საქართველოში მარგარეტ ტეტჩერი იყო სტუმრად ჩამოსული და ის თბილისის ბოტანიკურ ბაღსაც ეწვია. ბაღის თანამშრომლებმა გადაწყვიტეს, ეს ადამიანი რაღაცით გაეკვირვებინათ და მას ყვავილებით ბრიტანეთის დროშა გაუკეთეს. ეს ძალიან სასიამოვნო საჩუქარი იყო და ამის შემდეგ მარგარეტ ტეტჩერი საქართველოს როდესაც მოიხსენიებდა, თბილისის მიმართ თავის შთაბეჭდილებებს ყოველთვის ამ ფაქტის გახსენებით გამოხატავდა ხოლმე. 

ყველა ახალი ამბავი
0