დეკორატიული სანთელი – საახალწლო სუფრის განსაკუთრებული ატრიბუტი

© Handmade Candles Tbilisiხელნაკეთი სანთლები
ხელნაკეთი სანთლები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი წლის მოახლოებასთან ერთად საახალწლო განწყობა კაშკაშა და ნათელ ფერებს იღებს. ის ზოგჯერ ბრჭყვიალა წითელია, ვერცხლისფერი, ოქროსფერი ან თეთრი... ყველა ცდილობს განსაკუთრებულად შეხვდეს ახალ წელს, ლამაზად მორთოს ნაძვის ხე. ბოლო წლებში საახალწლო დეკორაციებს დეკორატიული სანთლებიც შეემატა.

 

Handmade Candles Tbilisi-ს დამფუძნებლებმა ნინო ჭარხალაშვილმა და ირინა ვოლგინამ ერთმანეთი სამხატვრო აკადემიაში გაიცნეს და ისინი სანთლების სიყვარულმა და საერთო საქმემ  გააერთიანა.

– რამდენი ხანია, რაც დეკორატიულ სანთლებს ამზადებთ?

ნინო: სანთლების დამზადება დავიწყეთ შარშან, დეკემბრის დასაწყისში.

ირინა: წინასაახალწლოდ გვსურდა რაღაც განსაკუთრებული და უცხო გაგვეკეთებინა. 

© Handmade Candles Tbilisiირინა ვოლგინა: ყველაზე ინტენსიური მუშაობა ძირითადად წინასაახალწლოდ იწყება.
ირინა ვოლგინა: ყველაზე ინტენსიური მუშაობა ძირითადად წინასაახალწლოდ იწყება.  - Sputnik საქართველო
ირინა ვოლგინა: ყველაზე ინტენსიური მუშაობა ძირითადად წინასაახალწლოდ იწყება.

– რამდენი ადამიანი მუშაობთ?

ნინო: ძირითადად ვმუშაობთ მხოლოდ მე და ირინა, თუ ბევრი შეკვეთებია, მეგობრებიც გვეხმარებიან.

– წინასწარ იცით რასაც აკეთებთ, თუ მუშაობის პროცესში წყვეტთ?

ნინო: თავიდან რთულია იცოდე, როგორი გამოვა სანთელი ბოლოს, მუშაობის პროცესში ვარჩევთ რა და როგორ გავაკეთოთ.

ირინა: ფერების კომბინაციას ვაქცევთ ყურადღებას და იმის მიხედვით ნელ-ნელა ვხვდებით, თუ რომელი ფორმა გამოვა უფრო ლამაზი და საინტერესო. 

© Handmade Candles Tbilisiნინო ჭარხალაშვილისა და ირინა ვოლგინას დამზადებული დეკორატიული სანთლები
ნინო ჭარხალაშვილისა და ირინა ვოლგინას დამზადებული დეკორატიული სანთლები - Sputnik საქართველო
ნინო ჭარხალაშვილისა და ირინა ვოლგინას დამზადებული დეკორატიული სანთლები

– პირველი სანთელი როგორ დაამზადეთ, არ გაგიჭირდათ?

ნინო: პირველ სანთელზე მუშაობა რომ დავიწყეთ, საკმაო დრო დაგვჭირდა, საჭირო იყო შესაბამისი მასალების მოგროვება, თითქმის ყველაფერი გამოვიწერეთ, რადგან ჩვენთან, საქართველოში არ იშოვება სათანადო მასალა. 

ირინა: სანამ ველოდებოდით მასალის ჩამოსვლას, ჩვეულებრივ მრგვალ სანთლებზე დავიწყეთ ვარჯიში. თავიდან საკმაოდ გაგვიჭირდა, რთული იყო დაჭრა და ამ თბილი სანთლის „გაკონტროლება“. მასალა რომ მოვაგროვეთ, უკვე ასე თუ ისე ვიცოდით სპეციფიკა და საქმეს შევუდექით.

– რატომ გაგიჩნდათ დეკორატიული სანთლების დამზადების სურვილი?

ნინო: სამხატვრო აკადემია რომ დავამთავრეთ, გადავწყვიტეთ, სანამ ჩვენი პროფესიით რაიმე საქმე გამოგვიჩნდება, აქსესუარები გაგვეკეთებინა.

ირინა: ინტერნეტში შემთხვევით წავაწყდით ამ სანთლების (Carved Candles — რედ.) დამზადების ვიდეოს და ორივემ ერთად გადავწყვიტეთ, რომ ამით უნდა დაგვეწყო. 

© Handmade Candles Tbilisiნინო ჭარხალაშვილისა და ირინა ვოლგინას დამზადებული დეკორატიული სანთლები
ნინო ჭარხალაშვილისა და ირინა ვოლგინას დამზადებული დეკორატიული სანთლები - Sputnik საქართველო
ნინო ჭარხალაშვილისა და ირინა ვოლგინას დამზადებული დეკორატიული სანთლები

– ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება გქონდათ?

ნინო: კონკრეტულად ამ საქმეში გამოცდილება არ გვქონია, თუმცა ხელნაკეთ ნივთებს მანამდეც ვაკეთებდით, მაგალითად, მაკეტებს, ყელსაბამებსა და საყურეებს, საახალწლო მოსართავებს და ა.შ.

ირინა: ორივეს ძალიან გვიყვარს ხელით მუშაობა და ალბათ სწორედ ეს გახდა მიზეზი ამ საქმის წამოწყების, გარდა ამისა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმ ფაქტმა, რომ ასეთი სანთლები საქართველოში ნანახი არ გვქონდა.

– როგორ ან სად ისწავლეთ ასეთი სანთლების შექმნა?

ნინო: სახლში ვისწავლეთ, ჩემთან. 

ირინა: შეიძლება ითქვას, რომ ნინოს სამზარეულო შეეწირა ჩვენ პირველ სანთლებს. 

© Handmade Candles Tbilisiნინო ჭარხალაშვილი - ცოტა ხნის წინ იტალიიდან შეკვეთა გვქონდა და 380 ცალი სანთელი გავაკეთეთ.
ნინო ჭარხალაშვილი - ცოტა ხნის წინ იტალიიდან შეკვეთა გვქონდა და  380 ცალი სანთელი გავაკეთეთ. - Sputnik საქართველო
ნინო ჭარხალაშვილი - ცოტა ხნის წინ იტალიიდან შეკვეთა გვქონდა და 380 ცალი სანთელი გავაკეთეთ.

– მასალებს სად ყიდულობთ?

ნინო: თბილისში მხოლოდ პარაფინს ვყიდულობთ, დანარჩენს — პიგმენტებს, ფითილს, სანთლის ლაქს ვიწერთ უკრაინიდან.

– რა ღირს თქვენი სანთლები?

ირინა: გვაქვს ორი სტანდარტული ვარიანტი: დიდი — 18-ლარიანი და პატარა — 10-ლარიანი, ასევე ვამზადებთ ამავე დიზაინის დიდი ზომის სანთლებს შეკვეთით.

– რამდენად შრომატევადია სანთლის დამზადება?

ნინო: საკმაოდ. თავიდან საჭიროა გულის ჩამოსხმა და როცა იგი გაცივდება, ვიღებთ ფორმიდან და იწყება ამოვლების და დაჭრის პროცესი. სჭირდება საკმაოდ ბევრი ენერგია და ძალა, საკმაოდ შრომატევადი საქმეა, ყველაზე მეტად ხელი გვეღლება.

ირინა: ყველაზე დიდ პრობლემას ის ქმნის, რომ არ გვაქვს ამ საქმისთვის საჭირო დანადგარი და ერთჯერად ყალიბებსაც ჩვენით ვამზადებთ. 

© Handmade Candles Tbilisiხელნაკეთი სანთელი
ხელნაკეთი სანთელი - Sputnik საქართველო
ხელნაკეთი სანთელი

– რა დრო გჭირდებათ პროდუქციის შესაქმნელად?

ნინო: პირველ რიგში გულის ჩამოსხმას დაახლოებით 2 საათი სჭირდება (სანამ გაცივდება და ყალიბიდან ამოვიღებთ), შემდეგ იწყება ამ გულის სხვადასხვა ფერის ცხელ, გამდნარ პარაფინში ამოვლება, რათა მივიღოთ ის ფერები, რაც შიგნით ზოლებად ეტყობა, ხოლო შემდეგ უკვე იწყება დაჭრა. 

ირინა: საერთო ჯამში ერთი სანთლის თავიდან ბოლომდე გაკეთებას დაახლოებით 3 საათი სჭირდება.

– რამდენად დიდია მოთხოვნაა დეკორატიულ სანთლებზე?

ნინო: მოთხოვნა საკმაოდ დიდია, განსაკუთრებით დღესასწაულების წინა პერიოდში უკვეთენ ბევრს. ცოტა ხნის წინ იტალიიდან შეკვეთა გვქონდა და 380 ცალი სანთელი გავაკეთეთ. საკმაოდ დიდი სამუშაო იყო, თუმცა მაინც სიამოვნებით გავაკეთეთ და გავგზავნეთ ფლორენციაში.

ირინა: ყველაზე ინტენსიური მუშაობა ძირითადად წინასაახალწლოდ იწყება.  

© Handmade Candles Tbilisiნინო ჭარხალაშვილისა და ირინა ვოლგინას დამზადებული დეკორატიული სანთლები
ნინო ჭარხალაშვილისა და ირინა ვოლგინას დამზადებული დეკორატიული სანთლები - Sputnik საქართველო
ნინო ჭარხალაშვილისა და ირინა ვოლგინას დამზადებული დეკორატიული სანთლები

– თქვენი საქმიანობა საქართველოში რამდენად პოპულარულია?

ირინა: ჩვენი სანთლები საქართველოში საკმაოდ პოპულარული გახდა, მოთხოვნა განსაკუთრებით წინასაახალწლოდ იზრდება, რადგან უცხოა, ახალი და ხალხს იზიდავს თავისი განსხვავებული დიზაინითა და ფერებით. თან საკმაოდ ორიგინალურია სასაჩუქრედ და სადღესასწაულო მაგიდის გასაფორმებლად.

– რამდენად შემოსავლიანია თქვენი საქმე?

ნინო: ჰობის დონეზე ნამდვილად შემოსავლიანია, თან ისეთი საქმეა, რისი კეთებაც ორივეს უზომოდ მოგვწონს და გვსიამოვნებს.

ირინა: მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ იმისთვის დავიწყეთ, რომ უსაქმოდ არ ვყოფილიყავით, შეიძლება ითქვას, რომ დღეს ეს ჩვენი შემოსავლის კიდევ ერთი წყაროა, ძირითადი სამუშაოს გარდა.

— საახალწლოდ ყველაზე პოპულარული სანთელები რომელია?

ნინო: საახალწლოდ შარშანაც და წელსაც ყველაზე დიდი მოთხოვნა წითელ და მწვანე სანთლებზეა, ეს ფერები ახალი წლის განწყობას ქმნის და ყველაზე მიმზიდველია ამ პერიოდში.

ირინა: 2017 წლის  კოლექციაში გვაქვს ახალი დიზაინის სანთელი — გარედან თეთრი და შიგნით საახალწლოდ ყველასთვის საყვარელი წითელი და მწვანე. 

© Handmade Candles Tbilisiნინო ჭარხალაშვილისა და ირინა ვოლგინას დამზადებული დეკორატიული სანთლები
ნინო ჭარხალაშვილისა და ირინა ვოლგინას დამზადებული დეკორატიული სანთლები - Sputnik საქართველო
ნინო ჭარხალაშვილისა და ირინა ვოლგინას დამზადებული დეკორატიული სანთლები

– საახალწლოდ რა რჩევებს მისცემთ მკითხველს, როგორ და რა ფერებში მორთონ სახლი, რა ფერის სანთლებზე შეაჩერონ არჩევანი?

ნინო: რადგან მამლის წელი მოდის, სასურველი იქნება უფრო ცეცხლოვან ფერებში (წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ოქროსფერი) მორთოთ თქვენი სახლი საახალწლოდ.

ირინა: ვეთანხმები ნინოს, ჩართეთ მეტი ფანტაზია, თუ შესაძლებელია, გამონახეთ დრო იმისთვის, რომ თქვენი ხელით შექმნათ რაიმე განსაკუთრებული, თუნდაც უმნიშვნელო დეტალები, ეს ყოველთვის აქტუალური იქნება. და, რა თქმა უნდა, ჩვენი სანთლები იქნება ძალიან კარგი და განსხვავებული მუხტი თქვენი საახალწლო განწყობისთვის! 

ნინი რაზმაძე

ყველა ახალი ამბავი
0