ჯორჯ ბუში: მინდა თავიდან მოვიშორო თბილისში მომატებული ოთხი კილოგრამი

© photo: Sputnik / РИА Новости / გადასვლა მედიაბანკშიაშშ-ის პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის ვიზიტი საქართველოში
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის ვიზიტი საქართველოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროექტი „დიდი ადამიანები საქართველოში“ ჟურნალისტ ბესიკ ფიფიას იგივე სახელწოდების წიგნს ეფუძნება. ამჯერად შემოთავაზებული ნარკვევის გმირი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში-უმცროსი გახლავთ, რომელიც საქართველოს 2005 წელს ესტუმრა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში 2005 წლის 9 მაისის საღამოს მოსკოვიდან ჩამოვიდა თბილისში, სადაც გამარჯვების დღის აღსანიშნავ ღონისძიებებში მონაწილეობდა. მას დაახლოებით შვიდასკაციანი დელეგაცია ახლდა.

ბუშის თვითმფრინავის დაშვებამდე ჩამოფრინდა სპეციალური თვითმფრინავი, რომელმაც ამერიკის სახელმწიფოს მეთაურის საავტომობილო კორტეჟი და შესაბამისი ტექნიკა ჩამოიტანა.

საქართველოს საჰაერო სივრცე გადაკეტილი იყო და მას სპეციალური თვითმფრინავები და სამხედრო შვეულმფრენები აკონტროლებდნენ.

© photo: Sputnikაშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში მეუღლე ლორასთან ერთად და საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მეუღლე სანდასთან ერთად ჯორჯ ბუშის ვიზიტისას საქართველოში
აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში მეუღლე ლორასთან ერთად და საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მეუღლე სანდასთან ერთად ჯორჯ ბუშის ვიზიტისას საქართველოში - Sputnik საქართველო
აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში მეუღლე ლორასთან ერთად და საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მეუღლე სანდასთან ერთად ჯორჯ ბუშის ვიზიტისას საქართველოში

ჯორჯ ბუშსა და მის მეუღლეს, ლორა ბუშს ტრაპთან დახვდნენ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მეუღლესთან, სანდრა რულოვსთან ერთად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ მაილსი. ამერიკის პრეზიდენტთან ერთად თბილისში ჩამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისიც.

აეროპორტიდან პრეზიდენტის კორტეჟი ქალაქის ისტორიულ ნაწილში, აბანოთუბანში მივიდა. როდესაც ამერიკელი სტუმარი მანქანიდან გადმოვიდა, აივნებზე გადმომდგარმა გუნდმა „მრავალჟამიერი“ დააგუგუნა, რის შემდეგაც სცენებზე ერთმანეთს ენაცვლებოდა ქართული ეროვნული ცეკვები და სიმღერები.

© photo: Sputnikლორა ბუში, აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და სანდრა სააკაშვილი ჯორჯ ბუშის ვიზიტისას საქართველოში
ლორა ბუში, აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და სანდრა სააკაშვილი ჯორჯ ბუშის ვიზიტისას საქართველოში - Sputnik საქართველო
ლორა ბუში, აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და სანდრა სააკაშვილი ჯორჯ ბუშის ვიზიტისას საქართველოში

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და მისი მეუღლე ვახშმად იქვე მდებარე რესტორან „გორგასალში“ მიიწვიეს. როგორც რესტორანში პრივატული საუბრისას განაცხადეს, დაწესებულებას უკვე ათი დღის განმავლობაში სპეციალურად იცავდნენ. ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის წარმომადგენლები, რომლებიც თბილისში ჩამოვიდნენ, აცხადებდნენ, რომ არაოფიციალური სადილების დროს პრეზიდენტი მხოლოდ სპეციალურად ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩამოტანილ პროდუქტებს მიირთმევს.

ამერიკელების ამ მოთხოვნამ პურ-მარილის მოყვარული მასპინძლების ისეთი აღშფოთება გამოიწვია, რომ თეთრი სახლის დაცვა იძულებული გახდა, უკან დაეხია. ყველა ინგრედიენტი, რისგანაც კერძები უნდა მომზადებულიყო, წინასწარ შეამოწმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის უშიშროების სამსახურმა. სუფრაზე მოიტანეს ქართული კერძები: ლობიო, მწვადი, საცივი, თართის მწვადი, ხაჭაპური, ხინკალი და ბევრი სხვა რამ, მაგრამ ჯორჯ ბუშს ყველაზე მეტად ხინკალი მოეწონა. ხოლო ღვინოზე „შავნაბადა“, რომელიც პრეზიდენტის ჩამოსვლისთვის სპეციალურად ჩამოასხეს, ჯორჯ ბუშმა უარი განაცხადა.

© photo: Sputnikაშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ვიზიტი საქართველოში
აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ვიზიტი საქართველოში - Sputnik საქართველო
აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ვიზიტი საქართველოში

რესტორნიდან გამოსული ჯორჯ ბუში მუცელზე ხელს კმაყოფილებით ისვამდა. მან ქართველი მსახიობებისადმი კვლავ დიდი ინტერესი გამოიჩინა. საკონცერტო პროგრამის დროს, დამკვირვებელთა აზრით, ჯორჯ ბუშმა პროტოკოლი უპრეცედენტოდ დაარღვია — წარმოდგენას დიდი ინტერესით ადევნებდა თვალს და როდესაც ერთი სცენიდან მეორეზე გადადიოდა, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი მუსიკის ტაქტს არა მხოლოდ ტაშითა და თავის დაკვრით აჰყვა, არამედ წაიცეკვა კიდეც. ერთ-ერთი ცეკვის შემდეგ კი, ყველასთვის მოულოდნელად, სცენაზე ავიდა, მსახიობებს ხელი ჩამოართვა და მათთან ფოტოსურათიც გადაიღო.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი კიდევ რამდენჯერმე ავიდა სცენაზე. მისი განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრეს ნორჩმა მოცეკვავეებმა, კინტომ და მედუდუკეებმა.
კონცერტი დასრულდა და აშშ-ის პრეზიდენტი ის იყო, ჩაჯდა წასასვლელად გამზადებულ ლიმუზინში, რომ მოულოდნელად ისევ მობრუნდა და დამშვიდობების ნიშნად კიდევ დიდხანს უქნევდა ხელს ქართველ მსახიობებსა და მომღერლებს.

© photo: Sputnikჯორჯ ბუში და თამაზ გოგოტიშვილი, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის საბავშვო ქორეოგრაფიული ანსამბლის ქორეოგრაფი
ჯორჯ ბუში და თამაზ გოგოტიშვილი, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის საბავშვო ქორეოგრაფიული ანსამბლის ქორეოგრაფი - Sputnik საქართველო
ჯორჯ ბუში და თამაზ გოგოტიშვილი, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის საბავშვო ქორეოგრაფიული ანსამბლის ქორეოგრაფი

„ბუშის ჩამოსვლისთვის მზადება ჩვენ ოცი დღით ადრე დავიწყეთ, — უამბო ამ სტრიქონების ავტორს თამაზ გოგოტიშვილმა, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრთან არსებული საბავშვო ქორეოგრაფიული ანსამბლის ქორეოგრაფმა. — სცენა გოგირდის აბანოების შესასვლელის წინ მოვაწყვეთ და რეპეტიციებს იქ ვატარებდით. 12 რეპეტიცია გავმართეთ, რომელთაგან თითოეული საათნახევარი გრძელდებოდა. ჯორჯ ბუშის ჩამოსვლის დღეს ოთხი საათით ადრე ჩვენ უკვე იქ ვიყავით. აბანოთუბნის რაიონში სპეციალური საშვებითა და ლითონჩარჩოების გავლით შეგვიშვეს. ჩემმა ბიჭებმა ორი ცეკვა შეასრულეს: „შეჯიბრი“ და „კინტოური“. სწორედ „კინტოურის“ შესრულების დროს დაიწყო ცეკვა ამერიკის პრეზიდენტმა. ბუში დაახლოებით ათი წამის განმავლობაში ეცეკვებოდა ჩემს ბიჭებს. შემდეგ იგი 6 წლის სოლისტ გოგა გაგნიძესთან მივიდა, ხელი მოხვია და ჯერ მასთან გადაიღო სურათი, შემდეგ კი ჩვენთან ერთად“.

© photo: Sputnikთავისუფლების მოედანზე, სადაც ჯორჯ ბუში სიტყვით გამოვიდა, უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი
თავისუფლების მოედანზე, სადაც ჯორჯ ბუში სიტყვით გამოვიდა, უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი - Sputnik საქართველო
თავისუფლების მოედანზე, სადაც ჯორჯ ბუში სიტყვით გამოვიდა, უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი

ცოლ-ქმარი ბუშები ღამის გასათევად საქართველოს დედაქალაქის პრესტიჟულ ხუთვარსკვლავიან სასტუმრო „თბილისი-მერიოტში“ გაჩერდნენ, სადაც აპარტამენტი დღე-ღამეში 1000 ევრო ღირს.

10 მაისს თავისუფლების მოედანზე ჯორჯ ბუშისა და მიხეილ სააკაშვილის გამოსვლისთვის უზარმაზარი ტრიბუნა და სცენა მოამზადეს. ტრიბუნისკენ მისასვლელი საიმედოდ იყო დახურული პლასტიკური ასაწყობი გვირაბით, თავად ტრიბუნას კი ქალაქის მთავარ მოედანზე მოზღვავებული ხალხისგან ტყვიაგაუმტარი ორი მეტრი სიმაღლის მინა იცავდა.

თბილისის მერიასთან მისვლისა და ამერიკის პრეზიდენტის გამოსვლის ცოცხლად მოსმენის მსურველი იმდენად ბევრი აღმოჩნდა, რომ უშიშროების სამსახურის ამერიკელი თანამშრომლები თითოეულის ლითონსაძიებლით შემოწმებას ვერ აუდიოდნენ. ხალხის მოზღვავების გამო ამერიკელები მხოლოდ ხელებს შლიდნენ და ბოლოს გადამღობი ბარიერები მოხსნეს. წინა დღით თავისუფლების მოედნის ირგვლივ მცხოვრები ხალხი გააფრთხილეს, სანამ მოედანზე ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს პრეზიდენტები იქნებოდნენ, ფანჯრებთან არ მისულიყვნენ, მოედანზე ბასრი და მჭრელი საგნები არ მოეტანათ, მობილური ტელეფონებით არ ესარგებლათ, ქოლგები არ გამოეყენებინათ.

© photo: Sputnikაშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში და საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჯორჯ ბუშის საქართველოში ვიზიტისას
აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში და საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჯორჯ ბუშის საქართველოში ვიზიტისას - Sputnik საქართველო
აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში და საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჯორჯ ბუშის საქართველოში ვიზიტისას

პრეზიდენტების გამოჩენას მრავალათასიანი ნაკადი აღფრთოვანებული შეძახილებით: „მიშა!“ და „ბუში!“ შეხვდა. 600-მა პროფესიონალმა მომღერალმა, რომლებიც თბილისში მთელი საქართველოდან ჩამოიყვანეს, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ჰიმნები ტრადიციული ქართული მრავალხმიანობით შეასრულა.

სიტყვით პირველი მიხეილ სააკაშვილი გამოვიდა, შემდეგ კი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ახლად დაარსებული წმინდა გიორგის ორდენი გადასცა. ასე გახდა ჯორჯ ბუში საქართველოს ამ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სახელმწიფო ჯილდოს პირველი კავალერი.

საპასუხო სიტყვა ჯორჯ ბუშმა ქართულად დაიწყო: „გამარჯობათ.  თქვენ ისეთ დროს ცხოვრობთ, როდესაც ბრძოლა თავისუფლებისთვის ვრცელდება და წინ მიიწევს შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე. თქვენ უნდა იამაყოთ იმით, რომ მაგალითი აჩვენეთ და გამარჯვების რწმენა ჩაუნერგეთ. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ საქართველოში დათესილი თავისუფლების მარცვალი მთელ მსოფლიოში გაღვივდება. მე ჩამოვედი, რათა მადლობა გადაგიხადოთ მამაცობისთვის. მხოლოდ ამის გამო არის დღეს საქართველო დამოუკიდებელი და თავისუფალი, იგი არის თავისუფლების შუქურა ამ რეგიონისა და მთელი მსოფლიოსთვის!“

© photo: Sputnikაშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში მეუღლესთან, ლორა ბუშთან ერთად საქართველოში ვიზიტის დროს
აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში მეუღლესთან, ლორა ბუშთან ერთად საქართველოში ვიზიტის დროს - Sputnik საქართველო
აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში მეუღლესთან, ლორა ბუშთან ერთად საქართველოში ვიზიტის დროს

სიტყვის ბოლოს ჯორჯ ბუში კვლავ გადავიდა ქართულზე და გამოსვლა დაასრულა სიტყვებით: „საქართველოს გაუმარჯოს!“

ვიზიტის ორგანიზატორებმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მეუღლე ლორა ბუშისთვის სპეციალური პროგრამა მოამზადეს. ამერიკის პირველი ლედი ლიტერატურულ კაფე „წიგნის სახლს“ ეწვია, სადაც მის დიასახლისს, გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის ქვრივს, ნინო ჟვანიას შეხვდა. მან ლორა ბუშს ოქროსვარაყიანი მინიატურული სახარება გადასცა, ვიტრაჟული და ტიხრული მინანქრით, რომელიც ალმასებით იყო ინკრუსტირებული.

იმავე საღამოს ამერიკის პრეზიდენტის თვითმფრინავმა თბილისიდან კურსი ვაშინგტონისკენ აიღო.

მოგვიანებით მსოფლიოს სააგენტოებმა გაავრცელეს სკანდალური ინფორმაცია:

„როდესაც თავისუფლების მოედანზე ჯორჯ ბუში შეკრებილებს ქართულად ესალმებოდა, იმ დროს ვიღაცამ მისკენ საბრძოლო ხელყუმბარა ისროლა. თუმცა ხელყუმბარამ ადგილამდე ვერ მიაღწია. იგი ამერიკის პრეზიდენტიდან 50 მეტრში დავარდა და, საბედნიეროდ, არ აფეთქებულა. მალე დააკავეს ტერორისტიც. ეს საქართველოს 27 წლის მოქალაქე, ვინმე ვლადიმერ არუთინიანი აღმოჩნდა, პარტია „აღორძინების“ ყოფილი წევრი… დაპატიმრებულმა აღიარა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტზე თავდასხმას ცდილობდა და მზადაა, კვლავაც გაიმეოროს ტერორისტული აქტი მის წინააღმდეგ, თუ ამის საშუალება მიეცემა. ტერორისტმა დაკავებისას შეიარაღებული წინააღმდეგობა გასწია, რის გამოც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის განყოფილების თანამშრომელი დაიღუპა“.

2006 წლის 11 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ ტერორისტი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-8 მუხლის თანახმად. დანაშაულთა შორის იყო ტერაქტის მცდელობა, თავდასხმა საქართველოს პოლიტიკური თანამდებობის პირზე, თავდასხმა საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფ პირზე, განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, და მას საქართველოში სასჯელის უმაღლესი ზომა — სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

ჯორჯ ბუშმა წარუმატებელი თავდასხმის ისტორია მალე დავიწყებას მისცა, ხოლო მტკვრის სანაპიროზე ვიზიტი არაერთხელ გაიხსენა თბილად.

კონდოლიზა რაისმა, რომელიც ვაშინგტონში, სახელმწიფო დეპარტამენტში გამოსვლისას კავკასიაში ვითარების შესახებ საუბრობდა, აღნიშნა, რომ ჯორჯ ბუში საქართველოში ვიზიტით მეტად კმაყოფილი დარჩა.

„პრეზიდენტმა საქართველოში დრო საუცხოოდ გაატარა. ქართველებმა იგი აიძულეს ეცეკვა კიდეც და ეს იყო შესანიშნავი მოგზაურობა“.

სამი წლის შემდეგ, როდესაც მტკვრის სანაპიროზე ტრაპეზს იხსენებდა, ჯორჯ ბუშმა მიხეილ სააკაშვილს უთხრა:

„მე კვლავაც ველოსიპედით დავდივარ, მინდა თავიდან მოვიშორო ის ოთხი კილოგრამი, თბილისში რომ მოვიმატე“.

ყველა ახალი ამბავი
0