04:21 20 ნოემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
კესარია აბრამიძე

კესარია აბრამიძის ვოიაჟი და ზაფხული, რომელიც საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარა

© FB / Kesaria Abramidze
ცნობილების ვოიაჟი
მოკლე ბმულის მიღება
მერი ბლიაძე
ქართველი სელებრითები (30)
339011

რუბრიკის „ცნობილების ვოიაჟი“ დღევანდელი სტუმარი მოდელი კესარია აბრამიძეა. მიუხედავად იმისა, რომ მოგზაურობა არ უყვარს და ეს პროცესი დისკომფორტს უქმნის, მაინც ხშირად უწევს უცხო ქვეყანაში გამგზავრება

კესარიას თქმით, წელს ნაყოფიერად ვერ დაისვენა, თუმცა ამით საყვარელ ადამიანს გაუწია ანგარიში და მასთან ყოფნით თავს ბედნიერად გრძნობს.

კესარია აბრამიძე
კესარია აბრამიძის პირადი არქივი
კესარია აბრამიძე

- ადამიანების უმრავლესობისთვის მოგზაურობა ბევრ თავგადასავალთან, საოცარ მოგონებებთან ასოცირდება. თქვენს შემთხვევაში როგორაა, გიყვართ მოგზაურობა?

— შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ არ ვგიჟდები მოგზაურობაზე. სიმართლე გითხრათ სამი  დღითაც რომ მივდივარ, იმდენი რამის წაღება მიწევს, მთელი გარდერობი, პარფიუმერია, თავის მოვლის საშუალებები და ა.შ. არ მიყვარს ეს პროცესი.

- რატომ გიქმნით მოგზაურობა დისკომფორტს?

— პირველ რიგში მგზავრობა არ მიყვარს, რადგან ძალიან მღლის. მიჭირს ჩემთვის უცხო გარემოსთან შეგუება, უცხო ადგილას ძილი, ასევე მაკიაჟისთვის მორგება ახალ სარკესთან.

კესარია აბრამიძე
კესარია აბრამიძის პირადი არქივი
კესარია აბრამიძე

- თუმცა მაინც გიწევთ მოგზაურობა… ეს პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე ხდება, თუ მეტწილად დასასვენებლად მიდიხართ სამოგზაუროდ? 

— რა თქმა უნდა პროფესიული კუთხითაც და საქმიანი შეხვედრისთვისაც მიფრენია 15 საათი, თუმცა დასასვენებლადაც. სამწუხაროდ მოგზაურობიდან სულ დაღლილი ჩამოვდივარ და სახლში უფრო ვისვენებ „დასვენების“ შემდეგ.

- ზამთრის კურორტები გიზიდავთ თუ ზაფხულის? 

— რა თქმა უნდა ზაფხულის კურორტები. მიყვარს მცხუნვარე მზე, კამკამა ზღვა. კომფორტის მოყვარული ვარ და სიცივე, თოვლი დისკომფორტს მიქმნის. თხილამურებით სრიალის ძალიან მეშინია. არც არასდროს გამჩენია სურვილი მესწავლა, თუმცა ვყოფილვარ ზამთრის კურორტზეც.

კესარია აბრამიძე
კესარია აბრამიძის პირადი არქივი
კესარია აბრამიძე

- ყველაზე შთამბეჭდავი ადგილი რომელი იყო, რაც ყველაზე მეტად დაგამახსოვრდათ მოგზაურობის პერიოდში?

— შემიძლია ძალიან ბევრი ასეთი ადგილი გავიხსენო. ალბათ ყველა ქვეყანას აქვს ისეთი რაღაც, რაც შთაბეჭდილების ქვეშ მოგაქცევს, მანამ სანამ სხვა ქვეყანას და ღირსშესანიშნაობას არ ნახავ.

- ეგზოტიკურ ადგილას განმარტოებით იცხოვრებდით, თუ უფრო მეგაპოლისები გიზიდავთ?

— ეგზოტიკურ ადგილას რამდენიმე დღით წავიდოდი, თუმცა დიდად ვერ ვისიამოვნებდი. სალონი, კომფორტი, კანის მოვლა, ეს ფუფუნება არ მექნებოდა. ამის გარეშე ძალიან გამიჭირდებოდა. ალბათ უფრო მეგაპოლისს ავირჩევდი.

კესარია აბრამიძე
კესარია აბრამიძის პირადი არქივი
კესარია აბრამიძე

- არასოდეს გიფიქრიათ საქართველოდან წასვლაზე და უცხო ქვეყანაში ცხოვრებაზე? ან შემოთავაზება თუ გქონიათ?

— გაგიკვირდებათ და აქ ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს. სხვა ქვეყანაში ცხოვრების შემოთავაზებები უამრავი მქონია და დღესაც, თითქმის ყოველ დღე მეუბნებიან და მესმის, თუ რატომ არ მივდივარ სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად. უკვირთ და ხშირად მირჩევენ ხოლმე წასვლას. თუმცა ამაზე არ ვფიქრობ.

- საქართველოს გარდა რომელ ქვეყანაში იცხოვრებდით დაუფიქრებლად?

— საქართველო ძალიან მიყვარს. დაუფიქრებლად ვერსად ვიცხოვრებდი. დაფიქრების და კარგი შემოთავაზებების, უკეთესი ცხოვრების გარანტიით ალბათ ყველა იცხოვრებდა სხვა ქვეყანაში და არ იტყოდა უარს ამ შემოთავაზებაზე. 

კესარია აბრამიძე
კესარია აბრამიძის პირადი არქივი
კესარია აბრამიძე

- წლევანდელი ზაფხული როგორი იყო თქვენთვის დასვენების თვალსაზრისით, ნაყოფიერად დაისვენეთ? 

— სიმართლე გითხრათ პირველი ზაფხულია ჩემს მეხსიერებაში, როცა ნაყოფიერად მართლა ვერ დავისვენე. თუმცა ამით საყვარელ ადამიანს გაუწიე ანგარიში და მასთან ყოფნით ბედნიერი ვარ.

- როგორი შემართებით ხვდებით ახალ სამუშაო წელს?

— შემართება გადასარევი მაქვს. დაიწყება ახალი სეზონი, ჩაწერები, გადაღებები და ვფიქრობ ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო წელი მექნება.


თემები:
ქართველი სელებრითები (30)

მთავარი თემები