რატი დურგლიშვილის თავბრუდამხვევი ვოიაჟი მსოფლიოს გარშემო

© FB/ Rati Durglishviliრატი დურგლიშვილი
რატი დურგლიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„Sputnik-საქართველო“ რუბრიკაში „ცნობილების ვოიაჟი" ქართველ მომღერალს რატი დურგლიშვილს წარმოგიდგენთ.

მომღერალი რატი დურგლიშვილი ბავშვობიდან მოყოლებული ძალიან ბევრს მოგზაურობს. უკვე იმდენ ქვეყანაშია ნამყოფი, დათვლაც უჭირს. ეს ფაქტი ძალიან ახარებს და ამბობს, რომ მოგზაურობა მისთვის პირველ რიგში სიახლის მომტანია.

პირველად როდის და სად იმოგზაურა, იმდენად პატარა იყო, რომ არ ახსოვს. თუმცა დღეს თითოეულ მოგონებას და შთაბეჭდილებას ღრმად იბეჭდავს გონებაში.

© photo: Rati Durglishvili / FBრატი დურგლიშვილი
რატი დურგლიშვილი - Sputnik საქართველო
რატი დურგლიშვილი

— მოგზაურობას ჩემ ცხოვრებაში ძალიან დიდი როლი აქვს. მაქსიმალურად ვცდილობ გავზარდო ჩემი თავი, გავიცნო საინტერესო ადამიანები, მივიღო სიახლეები, ამ ყველაფერში კი სწორედ მოგზაურობა მეხმარება. ვეცნობი მოდის ახალ ტენდენციებს, ვეცნობი უცხო ქვეყნის ცხოვრების წესს, ტრადიციებს, კულტურას, მსოფლმხედველობას და ა.შ. ყოველთვის ვავლებ პარალელს, როგორ ცხოვრობენ ჩვენ ქვეყანაში და როგორ ცხოვრობენ საზღვარგარეთ. თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ მუსიკოსები მსოფლიოში არიან ერთნი. ერთი ენა გვაქვს ყველას და გვესმის ერთმანეთის. მოგზაურობის დროს ჩემი სამეგობრო წრე უფრო გაიზარდა, ვეზიარე განსხვავებულ შეხედულებებს და ძალიან ბევრი რამ შევმატე ამით ჩემს თავს.

© FB/ Rati Durglishviliრატი დურგლიშვილი
რატი დურგლიშვილი - Sputnik საქართველო
რატი დურგლიშვილი

– ადმიანის ცხოვრებაში ყველაფერი პირველი განსაკურებით დასამახსოვრებელია. თქვენს პირველ მოგზაურობას როგორ გაიხსენებთ?

— ძალიან რთულია ამის გახსენება, რადგან ღმერთის და მამაჩემის წყალობით ღრმა ბავშვობიდან ვმოგზაურობ. თუმცა შემიძლია გავიხსენო რუმინეთი, სადაც უკვე მოზრდილ ასაკში ვიმოგზაურე. დაახლოებით რვა წლის ვიქნებოდი. ძალიან ბედნიერი და გახარებული ვიყავი. ყველას სამახსოვრო საჩუქრები ჩამოვუტანე და ამით ძალიან ამაყი ვიყავი. თითქმის ყოველ წელს დავდიოდით სამოგზაუროდ და ეს ბედნიერებას გვანიჭებდა. ოჯახთან ერთადაც ხშირად მიმოგზაურია, მეგობრებთანაც, ასევე მარტოც წავსულვარ საზღვარგარეთ სამოგზაუროდ.

© FB/ Rati Durglishviliრატი დურგლიშვილი
რატი დურგლიშვილი - Sputnik საქართველო
რატი დურგლიშვილი

– უმეტეს შემთხვევაში პროფესიიდან გამომდინარე გიწევთ მოგზაურობა თუ დასასვენებლად, მეგობრების გარემოცვაში?

— ვთქვათ, წელიწადში თუ მივდივარ ოცჯერ, აქედან ერთი ან ორი გასვლაა დასასვენებლად, დანარჩენი – სამსახურიდან გამომდინარე. ხშირად მივდივარ ჩაწერებზე, მერე ხდება არანჟირების დამუშავება, ვიდეორგოლის გადაღება და ა.შ.

© FB/ Rati Durglishviliრატი დურგლიშვილი
რატი დურგლიშვილი - Sputnik საქართველო
რატი დურგლიშვილი

– როცა სამუშაო მისიით ხართ, ამ დროს რამდენად ახერხებთ ქალაქის ღირსშესანიშნაობების დათვალიერებას, ქალაქში სეირნობას, გართობას?

— ჩემი პროფესია არ არის ძალიან დამღლელი და გადატვირთული. გააჩნია რომელ დღეს რა შეხვედრა მაქვს. შეხვედრამ მაქსიმუმ შიძლება გასტანოს 2-3 საათი, დანარჩენი დრო თავისუფალი მაქვს. თუ სტუდიაში ჩაწერის დროა, დილის ათი საათიდან სადღაც 8-9 საათამდე ვმუშაობ, მაგ დროს ისე ვარ დაღლილი, აღარაფრის თავი არ მაქვს. თუმცა ხშირად მაინც ვახერხებ ქალაქში გასვლას, დათვალიერებას და ა.შ. მართალია, დაღლილი ხარ, მაგრამ ეს მაინც ძალიან სასიამოვნო პროცესია, ბოლომდე იხარჯები, გგონია მსოფლიო შენ გეკუთვნის და შეგიძლია რაც გინდა ის აკეთო, თავისუფალი ხარ.

© FB/ Rati Durglishviliრატი დურგლიშვილი
რატი დურგლიშვილი - Sputnik საქართველო
რატი დურგლიშვილი

– დაგითვლიათ რამდენ ქვეყანაში ხართ ნამყოფი?

— დათვლით არ დამითვლია, მაგრამ ინსტაგრამს ჰქონდა რუკა, რომელიც შემდეგ მოხსნა, როცა ამ რუკას ვხსნიდი, თითქმის ყველა ქვეყანაში მქონდა „ჩექინი“ გაკეთებული. ვერ ვიტყვი, რომ დედამიწა მოვლილი მაქვს, მაგრამ ცოტა ადგილზე ნამდვილად არ ვარ ნამყოფი.

– ფავორიტი ქვეყანა თუ გაქვთ?

— ჩემი ფავორიტი ქვეყანაა ამერიკა თავისი ამერიკელებით. საოცარი ქვეყანაა, თავისუფალი, დახვეწილი. საოცარი ხალხი ცხოვრობს. ძალიან მიყვარს დიდი ისტორიის მქონე ქვეყნებიც. უზომოდ შემიყვარდა პომპეი, საოცარი ისტორიის მქონე ქალაქია. იქ ყოფნის დროს საოცარი შეგრძნება მქონდა და კიდევ წავალ აუცილებლად. ასევე საუცხოო ქალაქია რომი. არ შემიძლია ამ ქალაქზე გულგრილად ვილაპარაკო. ზოგადად, მინდა ვთქვა, რომ ყველა ქვეყანა უნიკალური და ერთმანეთისგან განსხვავებულია. ყველა ქვეყანას ვერგები, ვიცნობ მათ კულტურას და პატივს ვცემ მათ ტრადიციებს. ყველაფერში როდესაც ეძებ სილამაზეს, არ შეიძლება იმ ქვეყანაში რამე საოცარი არ ნახო და უკან იმედგაცრუებული დაბრუნდე. ჩემთვის მოგზაურობისდროინდელი მოგონებები ყველაზე მნიშვნელოვანი და ტკბილად გასახსენებელია. ჩემთვის ნებისმიერ ქვეყანაში ძირითადი კომფორტი ხალხია. მნიშვნელობას ვანიჭებ ადამიანებს – რამდენად ჰუმანურები, ყურადღებიანები, მოსიყვარულეები არიან. ასეთ ადგილზე თავს უფრო შინაურულად და კომფორტულად ვგრძნობ.

© FB/ Rati Durglishviliრატი დურგლიშვილი
რატი დურგლიშვილი - Sputnik საქართველო
რატი დურგლიშვილი

– ყოფილა შემთხვევა, რომ ქართველებისთვის მიგიმგვანებიათ რომელიმე ეროვნების ადამიანი?

— ჩემი აზრით, ქართველები ინდივიდუალური ვიზუალით და ქარიზმატულობით გამოირჩევიან. იმდენად მიყვარს ქართველი ერი, რომ მიჭირს სხვა რომელიმე ეროვნების ადამიანს შევადარო. ხოლო ის ქართველები, ვინ წლებია ევროპაში ცხოვრობენ, მიჭირს გავარჩიო უცხოელისგან. ზოგჯერ იტალიელებს და ესპანელებს ვადარებ ხოლმე ქართველებს. ჩემთვისაც ხშირად უთქვამთ საზღვარზე, რომ იტალიელს ან ესპანელს ვგავართ ქართველები. ზოგჯერ ვიზუალურად არაბებსაც გვადარებენ. მე პირადად ქართველი კაცი ასი ათას ადამიანში რომ დავინახო, გამოვარჩევ.

© FB/ Rati Durglishviliრატი დურგლიშვილი
რატი დურგლიშვილი - Sputnik საქართველო
რატი დურგლიშვილი

– გურმანი თუ ხართ და რამდენად გიზიდავთ ექსპერიმენტები ამ საკითხში?

— სამზარეულო ჩემი სუსტი წერტილია. უცხო ქვეყანაში რომ ჩავდივარ, პირველი, რასაც ვაკეთებ, არის მათი ტრადიციული კერძების გასინჯვა. ამის მერე ყოველთვის ვაკეთებ შედარებას ქართულ კერძებთან. ჩემთვის ერთ-ერთი ლიდერი და საუკეთესო სამზარეულოა იაპონური სამზარეულო. ძალიან მიყვარს სუში და ამ ეტაპზე საყვარელ კერძებში ის იკავებს პირველ ადგილს.

– რამე ეგზოტიკური თუ გაგისინჯავთ, აი, ისეთი, ბევრი რომ ვერ გაბედავდა გასინჯვას?

— ტარაკნებს და მატლებს ვერ გავსინჯავ, თუმცა გასინჯული მაქვს გველის ხორცი, მაგრამ ვიცი, რომ აღარასოდეს არ შევჭამ.

– ზოგჯერ სინჯავენ და მერე იგებენ, რა დააგემოვნეს. თქვენ იცოდით რას მიირთმევდით?

— კი, ვიცოდი. ალბათ მხოლოდ ინტერესი იყო და არა სურვილი. არ მომეწონა, ამიტომ აღარასოდეს არ გავსინჯავ.

– რომელ ქვეყანაში იცხოვრებდით დაუფიქრებლად?

– ცხოვრების შეცვლა, სიახლეები იმას არ ნიშნავს, რომ შენ ქვეყანაზე ამბობ უარს. რატომაც არა? დიდი სიამოვნებით გავაგრძელებდი ცხოვრებას სადმე ძლიერ ქვეყანაში და ნებისმიერ დროს დავბრუნდები ჩემს სამშობლოში.

 

ყველა ახალი ამბავი
0