აზერბაიჯანმა დაასახელა გაზის ტრანზიტის მოცულობა, რომელსაც საქართველო რუსეთიდან მიიღებს

© photo: Sputnik / Ilya Pitalev / გადასვლა მედიაბანკში„გაზპრომი“
„გაზპრომი“ - Sputnik საქართველო, 1920, 05.04.2021
გამოწერა
ადრე რუსეთის მედია „გაზპრომ ექსპორტზე“ დაყრდნობით იუწყებოდა, რომ რუსული ბუნებრივი აირი საქართველოში სამი უახლოესი კვირის განმავლობაში აზერბაიჯანის ტერიტორიიდან შემოვა

თბილისი, 5 აპრილი – Sputnik. საქართველოში აზერბაიჯანის ტეროტორიის გავლით შემოსული რუსული გაზის მოცულობა 150 მილიონ კუბურ მეტრს შეადგენს, განუცხადა Sputnik-აზერბაიჯანს SOCAR-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსის მოადგილემ იბრაგიმ ახმედოვმა.

მისი თქმით, SOCAR-სა და „გაზპრომს ექსპორტს“ შორის ხელმოწერილი შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოში რუსული ბუნებრივი აირის მიწოდებას ერთი თვის განმავლობაში.

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობის კომპანიის განცხადებით, მაგისტრალურ მილსადენზე „ჩრდილოეთ კავკასია - ამიერკავკასია“ დროებითი სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამასთან დაკავშირებით რუსულმა მხარემ მიმართა აზერბაიჯანს თხოვნით, გაატაროს მისი გაზი საქართველოში. როგორც SOCAR-ის ინფორმაციაშია ნათქვამი, მიღწეულია შეთანხმება, რომლის თანახმად აზერბაიჯანიდან საფასურის სანაცვლოდ საქართველოში განხორციელდება რუსული გაზის დროებითი ტრანზიტი.

ყველა ახალი ამბავი
0